ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეტ1996
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2011


ვამპირი

-იცოდე კატო, სამ დღეში ახალ და ორიგინალურ სტატიას თუ არ მომიტან, ჩათვალე, რომ სამსახური აღარ გაქვს.-სწორედ ამ სიტყვებით გამომაგდო ჟურნალის დირექტორმა თავისი კაბინეტიდან.
  უკვე ძალიან დავიღალე, თან ამ ბოლო დროს მუზაც აღარ მომდის, ვერაფერს ვწერ. ჟურნალისტობა ადვილი რომ არ იყო ვიცოდი, მაგრამ ასე თუ გამიჭირდებოდა მაინც არ მეგონა. თან ამ ახალმა დირექტორმაც რომ ტვინი შემიჭამა, დაწერე და დაწერეო, წერა რომ ასეთი ადვილი იყოს მაგას ვინ დაასწრებდა. სახლამდე ძვლივს მივაღწიე.
  ღმერთო ჩემო! ტელევიზორში ისევ იმ საშინელ ფილმს უჩვენებენ, ვამპირზე. არაა, მაინც რა საშინელი გარეგნობა აქვს ამ უკანასკნელს, რომ არ ვიცოდე ფილმია, უეჭველად ნამდვილი ვამპირი მეგონებოდა. კარგი, რაც არის არის, წავალ და დავიძინებ, სხვა რა საქმე მაქვს. საწოლიც ისევ ცივია, ზამთარშიც ცივი იყო, ახლაც-შუა ზაფხულში-ცივია. ვიცი რაც ხდება, ალბათ მუზა იმიტომ აღარ მომდის, რომ მეტი მრავალფეროვნება მჭირდება, თუმცა... ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს... ის... ვამპ... საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარას მივუახლოვდი, თითქოს ვიღაც წითელი, დასისხლიანებული თვალებით მიყურებდა. ღმერთო, რა იდიოტი ვარ, ჰაჰაჰა... ვინ უნდა მიყურებდეს ფანჯრის გარეთა მხრიდან მესამე სართულზე? ეჰ... ამ საშინელებათღა ფილმებს აღარ უნდა ვუყურო, თორემ უეჭველი გავაფრენ. არადა მართლა მეშინია იმ არარსებული ვამპირის, მეგობრებს რომ ვუთხარი დამცინეს, ესე მითხრეს შენ ცოტა გაკლიაო, არადა...
რა ხმაა? კვლავ წამოვდექი საწოლიდან, ხმა სამზარეულოდან მოდის.
-აქ ვინ არის? ამოიღეთ ხმა, თორემ პოლიციაში დავრეკავ, იცოდეთ არ ვხუმრობ.-მე კი კარგად ვიმუქრებოდი, მაგრამ ხმას არავინ მცემდა. შემდეგ შემოვტრიალდი, რომ ოთახისაკენ წავსულიყავი, მაგრამ...-შენ აქ რა გინდა?! შენ არ არსებობ!-ლამის გავგიჟდი, ჩემს წინ ის ვამპირე იდგა, რომლისაც ასე მეშინოდა.
-არ ვარსებობ? როგორ შეგიძლია ეგ მითხრა? მე შენ შემქმენი და როგორ მეუბნები, რომ არ ვარსებობ?!
-რაა?????? ვამპირები არ არსებობენ! არ არსებობენ!-ხელებს ყურებზე ვიჭერდი, არ მინდოდა მისი საზარელი ხმა ისევ გამეგო.
-ცდები, ჩვენ ვარსებობთ! ვარსებობთ! გაიგე?!
-არა! არაა ა... რა... რა გინდა ჩემგან?
-მე მოვედი, რომ დაგეხმარო, მომცემ უფლებას?
-შენ რითი უნდა დამეხმარო?
-რა და სტსტიას დაგაწერინებ, მაგრამ არ გეგონოს, რომ ამას უანგაროდ ვაკეთებ.
-სანაცვლოდ რას მოითხოვ?
-შენს სისხლს და თუ გემრიელი იქნება სიცოცხლესაც.
-მაშინ არ ვარ თანახმა.
-შენ გგონია შენთვის ნებართვის სათხოვნელად მოვედი და ასე ადვილად წავალ? ალბათ რაღაც ვერ გაიგე. მე შენ ყველა ვარიანტში შეგჭამ, ეს დროის ფაქტორია. რა, არ გესმის?
-თუ მაინც მომკლავ შენი სტატია რაღად მინდა? მის წარმატებას მაინც ვერ მოვესწრები და...
-კაი, რახან არ გინდა...-ამ სიტყვებით ვამპირი ჩემსკენ დაიძრა, რომ მომიახლოვდა თავი ცუდად ვიგრძენი, შემდეგ კი... შემდეგ...



  გამარჯობათ! მე ვარ მონიკა ტატიაშვილი და წარმოგიდგენთ ახალ ამბებს. დღეს დილით, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ახალგაზრდა ჟურნალისტი კატო დურგლიშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მას სავარაუდოდ გული ჰქონდა გახეთქილი. ჩვენ წარმოგიდგენთ ინტერვიუს მის ერთ-ერთ მეგობართან:
-დამიჯერეთ, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ყველაფერი ჩვენი ბრალია, ვიფიქრეთ გავეხუმრებითთქო, ჩვენს საერთო მეგობარს ვამპირის ფორმა ჩავაცვით, გრიმი გავუკეთეთ და მის ბინაში შევაპარეთ, მას კი... ღმერთო! ჩვენ ის მოვკალით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები