ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პიმი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2011


ოდესმე სიცივე თუ გტკენიათ?

ოდესმე სიცივე თუ გტკენიათ? სიცარიელე?
გიგრძვნიათ როგორ გაიყინა სხეულში სისხლი?
გტკენიათ სახე როცა არის ნიღბით დაჭრილი? სული გტკენიათ?

ფიქრი გავყიდე, მეც გავიყიდე ასე მგონია
ადამიანებს მივენდე და გავქრები ალბათ.
ამ სამყაროში ერთი წამიც კი არ მქონია
ერთი უჯრედი, ერთი სუნთქვაც უეცრად გაქრა.

გრძნობა გავთელე უაზრო და ყალბი სიტყვებით,
ფერებს ვუხამე ამ დამჭკნარი სურვილის რიტმი,
სხეული ისე გამოვცალე ვერც კი მიხვდებით
ადამიანი თუ ვიყავი ან რამედ ვღირდი.

სიწმინდე ვნახე, მეც ვიხილე ცისფერი ზეცა,
შორს მოელვარე თეთრ თოლიას მოვკარი თვალი.
დიდხანს მივსდევდი ცხელ ქვიშაზე მაგრამ გამექცა
საღი უნარი გამერჩია ცუდისგან კარგი.

სევდა გარშემო ნაბიჯებად შემოვილაგე
და სიხარული სადღაც გაქრა, ურჩი, თავნება.
იმ განთიადზე მზე რომ ვნახე მაშინ ვიწამე
რომ საქართველო ბოლოს მაინც გამთლიანდება.

ოდესმე სამშობლო თუ გტკენიათ? უიმისობა?
გიგრძვნიათ როგორ არ არსებობს სხვა არსად სითბო?
გტკენიათ მძიმე გათენება სუნთქვით განცდილი?  გამიგებთ ვფიქრობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები