ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მასალკინა
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2011


ჩემიდან შენამდე...ანუ შორია მანძილი

ჩემიდან შენამდე არ არის ლოგიკა
შენიდან ჩემამდე ცა არის დაშლილი
დღეს მე და ლექსი და ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ
წყეული იზრდება ყოველდღე მანძილი...

ჩემიდან შენამდე დასახლდა უფალი
შენიდან ჩემამდე რწმენაც კი ვეღარ ძლებს
და ახლა სიცივე...და ანუ ტკივილი
ხელახლა დილიდან არბილებს ჩემივ ძვლებს.

ჩემიდან შენამდე ვიწროა ბილიკი
შენიდან ჩემამდე ნაპირი უფსკრულის
და ვფიცავ! ნაბიჯებს – ყოველთვის ვითვლიდი
ლექსების სენი კი არასდროს გამივლის.

ჩემიდან შენამდე რა უნდა ღალატს და
შენიდან ჩემამდე რა უნდა სიყვარულს
უფალი გულთან კი სულ ახლოს დასახლდა
და ხედავს ყველაფერს ხილულს თუ დაფარულს.

ჩემიდან შენამდე შორია მანძილი
შენიდან ჩემამდე არ არის საერთოდ
რა ვქნა თუ ასეა: ცა არის დაშლილი
ტკივილი გაჩნდა,რომ ჩვენ ორით გაერთოს.

ლექსს ახლა უშენობა სახსრებში სტკივა და დღეიდან
ორივემ ვიცით: წუთები წააგავს უცოდვილ კრავებს!
მაგრამ მაინც: "დედაც ვატირე" ყველაფრის...რაც ჩემიდან
შენამდე და შენიდან ჩემამდე სიყვარულს აკავებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები