ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


  ჩამოტვირთვა

ისტორიული რომანი

"ეს არ ყოფილა უბრალო სურათი, ეს იყო დრო, თანაც წარსული, ისტრიული დრო." ჯ.ქარჩხაძე

იცით? არ მინდოდა,
მოდით ნუ დამძრახავთ,
ცოტა შემეშალეთ,
თავიდან დაგხატავთ.

მაჯის ციფერბლატზე
წლები ამერია,
სამოცს ვაპირებდი
აქ კი - ცხრამეტია.

თეთრი კულულები
თოვლად გარდავსახე,
მთებზე - ნაოჭები,
სუფთად ვხატავ სახეს.

კაბის სილურჯეც კი
წლებს, რომ წაღიათ,
ფუნჯმა ჟანგიანმა
ზღვაში აურია.

მე კი... მე მრცხვენია,
როგორ გავბედე და!!!
ბებერ ფუნჯნოსანს, რომ
ბავში შემიყვარდა.

ფეხებ მორყეული
წარსულს ავედევნე,
ძველი ხელჯოხითღა
ვთელავ სარეველებს.

ვთელავ სარეველებს
აწმყოს ნანგრევებში,
სწორედ იმ ტაძრებზე
მე რომ ვაშენებდი.

ვებრძვი აწმყოს რადგან:
ისევ წარსულს ვეტრფი,
თქვენ კი, ქალბატონო
მხოლოდ ერთსღა გეტყვით:

იცით? არ მინდოდა,
მოდით ნუ დამძრახავთ,
ცოტა შემეშალეთ,
თავიდან დაგხატავთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები