ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2011


ისევ

გუშინ გნახე, სიზმრად
-თუმცა?
სინამდვილეს უფრო ჰგავდი
-ზუსტად?
ჩემს თვალებში გამოცხადდი
- ისევ?
კი და თანაც სიყვარულით
- ისევ...

გუშინ გნახე, სიზმრად
- ისევ ?
კი და თანაც სინამდვილეს
უფრო ჰგავდი.
თანაც უფრო სიყვარულით
-ისევ?
კი და წვიმაც მოდიოდა
ციდან.

- მერე?
უფრო შემიყვარდი იცი ?
- მერე ?
უფრო მომენატრე იცი?
მინდა მუდამ ჩემთან იყო,
- გინდა ?
კი და თანაც, წვიმის წვეთებს
მოყვებოდე მინდა.

- წვიმას რატომ?
იმიტომ რომ ის წმინდაა,
- ჩემნაირად ?
კი და თანაც საოცარი,
- ისიც გიყვარს ?
კი და თანაც...
- ჩემზე მეტად?
და სიჩუმე შეუერთდა
- ისევ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს