ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ქერდიყოშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2011


ბოლო

ამწიეს. წამით დამძიმდა კუბო.
სწვდებოდა ზეცას სიმძიმე მძორის.
ეულად ცაში, მიწაში მყოფო
თქვენთან ახალი მოკლული მოდის.

მოკლული მოდის ადრიან დილით,
ავდრიან ზეცით, დარდიან მიწით,
მომკვდარი ტყვიით თავისი წილით
მოდის და ალბათ თქვენ უკეთ იცით
თუ ელის რამე ამაზე მეტი
ამ მთვარესა და ვარსკვლავებს მიღმა,
მოდის და უკვე შეიშრო ცრემლი
თქვენთან შემდგომში მომსვლელთა რიგმა.

ამწიეს. წესით სულ ბოლო ცრემლის
სულ ბოლო წვეთი თავისას იტყვის.
ელოდეთ! ბოლოს არ უჩანს ბოლო
და მღვდელი ბოლო პარაკლისს იხდის.

20 მარტი. 2011წელი
ბობნევი, ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები