აბა, ვინ გითხრა, რომ თარსი ხარ? დიდი ამბავი, თუ შენი თმა ჟღალად ანთია. სამაგიეროდ, შენი ქალაქის რუხ ფერებში ისე ბრიალებს, თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს.
დიდი ამბავი, თუ მეზობელი სადარბაზოში, შენს დანახვაზე სამჯერ აფურთხებს და ბინიდან გამოსული უკან ბრუნდება. დიდი ამბავი, შენს დანახვაზე სადღაც თუ გარბის შავი კატა, რომელსაც თარსად არასდროს თვლიდი და ყველასგან ათვალწუნებულს, შინაგანად თანაუგრძნობდი. დიდი ამბავი, თუ შენს გზაზე არავინ დადის, თუმცა გინდა, ხანდახან მაინც, გამარჯობა რომ გითხრას ვინმემ (მოწყენამდე საშინელია ცარიელი გზა).
ჰოდა, გთავაზობ: აიღე მხოლოდ აქეთა გზის ერთი ბილეთი, ჩამოდი ჩემთან. გზა ერთი გოჯის დადებაა გაშლილ რუკაზე. აქ სიხარულით შეგხვდებიან, ჟღალი ფერი არავის უკვირს: აივნებზე და ღობეებზე ჟღალ ფარდაგებს ამზეურებენ, თანაც ახლა, ფერდობებს თრიმლის კონები ეწვის - შემოდგომის ჭიაკოკონა.
ან რა თარსი, ან რა ავთვალი... წარმოიდგინე: ვთქვათ, ისედაც ლოყაწითელ ბავშვს, ბატონები მოუბრძანდა, მიგიყვანენ წითელი კაბით, იმ იავნანას გამღერებენ, ბავშვობის მერე რომ არ გსმენია და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. იტყვიან მერე, იჩურჩულებენ: ”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”... უთენია კი, კუსკუსა და მართლა მორწმუნე ბებიაჩემი, წაყოფს ფეხებს წითელსარჩულიან, შავ კალოშებში, შავ თავსაფარს მიმჭკნარ ნიკაპქვეშ გამოინასკვავს, შავ ქოლგას გაშლის, ხელს ჩაგკიდებს და წითელჭინჭშებმულ მამალივით, მთაზე მდგარი სალოცავისკენ წაგაცუხცუხებს. არ შეგეშინდეს, არ შეგწირავენ. მწვანე მინდორზე გაგიშვებენ.
იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა: აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი. მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
58. რა გულწრფელია :*:*:* რა გულწრფელია :*:*:*
56. წამიკითხავს და დამიწერია კიდეც ხოდა კიდე წავიკითხე და კიდევ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა (: წამიკითხავს და დამიწერია კიდეც ხოდა კიდე წავიკითხე და კიდევ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა (:
55. rogor maxsovs es leqsi fb-idan, xom swored maxsovs/-ara, ra damaviwyebda mzesavit anaaTebs!...:) rogor maxsovs es leqsi fb-idan, xom swored maxsovs/-ara, ra damaviwyebda mzesavit anaaTebs!...:)
54. თავფურცელს ჩავუჯექი დრეს...
არც ამ ლექსზე გადავრეულვარ თუმცა ამ გაუგებრობაში ყველაზე კარგი მაინც ესაა : ) თავფურცელს ჩავუჯექი დრეს...
არც ამ ლექსზე გადავრეულვარ თუმცა ამ გაუგებრობაში ყველაზე კარგი მაინც ესაა : )
53. აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათ აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათ
52. ძალიან მომეწონა რითმაც და აზრიც უმარლესი შეფასება 5+ ძალიან მომეწონა რითმაც და აზრიც უმარლესი შეფასება 5+
51. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა... კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა...
50. ეს ვნახე, მაგარია. 5
ეს ვნახე, მაგარია. 5
49. ლექსის მოტივი ძალიან ბუნდოვანი ჩემთვის და სხვა მხრივ, ერთი უბრალო ლექსი, რომელიც წაკითხვად ღირს :) ლექსის მოტივი ძალიან ბუნდოვანი ჩემთვის და სხვა მხრივ, ერთი უბრალო ლექსი, რომელიც წაკითხვად ღირს :)
48. ჩემი ლექსი სულ სულ პირველია :) მოვედი დავტკბი ისევ :-* ჩემი ლექსი სულ სულ პირველია :) მოვედი დავტკბი ისევ :-*
47. ეს რა მზესავით ანათებ, გოგო... :-* ეს რა მზესავით ანათებ, გოგო... :-*
46. როგორ ველოდი თავფურცელს?! :) და რა მიხარია, რომ ღირსეულმა ლექსმა და ავტორმა დაიკავა პირველი ადგილი! :-* 55555! როგორ ველოდი თავფურცელს?! :) და რა მიხარია, რომ ღირსეულმა ლექსმა და ავტორმა დაიკავა პირველი ადგილი! :-* 55555!
45. ძალიან თბილია///.... :* ძალიან თბილია///.... :*
44. ლამაზია ძალიან......:) ლამაზია ძალიან......:)
43. უი, აქ გამომრჩენია ეს ლექსი, იქეთ კი ვნახე და ძალიან მომეწონა :) აქაც მოგიკითხავ ... :-*
უი, აქ გამომრჩენია ეს ლექსი, იქეთ კი ვნახე და ძალიან მომეწონა :) აქაც მოგიკითხავ ... :-*
42. ყველას დიდი მადლობა, პირველ რიგში, თანაგრძნობისთვის. და კეთილგანწყობისთვისაც.
ყველას დიდი მადლობა, პირველ რიგში, თანაგრძნობისთვის. და კეთილგანწყობისთვისაც.
41. ეს ლექსი მაშინ წავიკითხე,როცა ანემონეს აღფრთოვანებას წავაწყდი.. მეგონა დავაკომენტარე...
ჰოდა, გთავაზობ: აიღე მხოლოდ აქეთა გზის ერთი ბილეთი, ჩამოდი ჩემთან.
ეს ლექსი მაშინ წავიკითხე,როცა ანემონეს აღფრთოვანებას წავაწყდი.. მეგონა დავაკომენტარე...
ჰოდა, გთავაზობ: აიღე მხოლოდ აქეთა გზის ერთი ბილეთი, ჩამოდი ჩემთან.
40. საოცრებაა ქალბატონო ლელა. ამ ლექსის გულისთვის შემოვედი, ამაბრიალა :) საოცრებაა ქალბატონო ლელა. ამ ლექსის გულისთვის შემოვედი, ამაბრიალა :)
39. დიდი არაფერი :) დიდი არაფერი :)
38. ..
ძალიან კარგია.. ..
ძალიან კარგია..
37. "იმ იავნანას გამღერებენ, ბავშვობის მერე რომ არ გსმენია და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. იტყვიან მერე, იჩურჩულებენ: ”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”..."
იმდენად შეკრული, ემოციური და თან ლამაზ კადრებად მოტანილი ლექსია, რომ სიტყვები არ მყოფნის...თითქოს ბგერა–ბგერა, სიტყვა–სიტყვით მივდევ ავტორს, რომ რაიმე უმშვენიერესი არ გამომრჩეს და არც ვტყუვდები – მშვენიერების გამონათება ფინალში...ხანდახან სილამაზის აღქმაც კი საშიშია, ამიტომაცაა ხანდახან ალისფერთმიანი, მზესავით გოგო თარსად მიჩნეული – ღვთიურია ასეთი მშვენიერება და უფრთხიან – ასე აღვიქვი მე... ლექსის შესრულება უზადო!.. ხალხურობის სიმსუბუქე და მაღალმხატვრულობის აკადემიზმი სინთეზურადაა შერწყმული აქ!..
p.s. ავტორი (შესაძლოა ვცდები) მოულოდნელად შემოვიდა ლიტ. სივრცეში, მაგრამ ძალიან მალე მოახერხა საუთარი ნიშის დაკავება! მიხარია, ძალიან მიხარია და კიდევ ბევრ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ მთელი გულით!... "იმ იავნანას გამღერებენ, ბავშვობის მერე რომ არ გსმენია და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. იტყვიან მერე, იჩურჩულებენ: ”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”..."
იმდენად შეკრული, ემოციური და თან ლამაზ კადრებად მოტანილი ლექსია, რომ სიტყვები არ მყოფნის...თითქოს ბგერა–ბგერა, სიტყვა–სიტყვით მივდევ ავტორს, რომ რაიმე უმშვენიერესი არ გამომრჩეს და არც ვტყუვდები – მშვენიერების გამონათება ფინალში...ხანდახან სილამაზის აღქმაც კი საშიშია, ამიტომაცაა ხანდახან ალისფერთმიანი, მზესავით გოგო თარსად მიჩნეული – ღვთიურია ასეთი მშვენიერება და უფრთხიან – ასე აღვიქვი მე... ლექსის შესრულება უზადო!.. ხალხურობის სიმსუბუქე და მაღალმხატვრულობის აკადემიზმი სინთეზურადაა შერწყმული აქ!..
p.s. ავტორი (შესაძლოა ვცდები) მოულოდნელად შემოვიდა ლიტ. სივრცეში, მაგრამ ძალიან მალე მოახერხა საუთარი ნიშის დაკავება! მიხარია, ძალიან მიხარია და კიდევ ბევრ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ მთელი გულით!...
36. საოცარი ლექსია, მომწონს ძალიან. საოცარი ლექსია, მომწონს ძალიან.
33. ''არცერთი ნაბიჯი უკან!'' ;) ``არცერთი ნაბიჯი უკან!`` ;)
32. ნათია, დიდი მადლობა! :) და მადლობა ყველას:) თამრიი...:) ნათია, დიდი მადლობა! :) და მადლობა ყველას:) თამრიი...:)
31. დინამიური სიმშვიდე - აი, ასეთი მსუბუქი სილამაზე მხვდება ყოველთვის ამ გვერდზე.
ლელა, ძალიან მიყვარს თქვენი ნამუშევრები...ყველა...ყველა, რაც წამიკითხავს და მინახავს! :-* დინამიური სიმშვიდე - აი, ასეთი მსუბუქი სილამაზე მხვდება ყოველთვის ამ გვერდზე.
ლელა, ძალიან მიყვარს თქვენი ნამუშევრები...ყველა...ყველა, რაც წამიკითხავს და მინახავს! :-*
30. ++++ ლამაზია ძალიან,...:) ++++ ლამაზია ძალიან,...:)
29. ულამაზესია+++++ ულამაზესია+++++
28. როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
უი, დედა, მეც ანეზე ვიფიქრე უცებ... და კომენტარებში ანეს ვეძებდი... :)))))) მიყვარხარ, ლელაუუუუუ! 5555555555555 როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
უი, დედა, მეც ანეზე ვიფიქრე უცებ... და კომენტარებში ანეს ვეძებდი... :)))))) მიყვარხარ, ლელაუუუუუ! 5555555555555
27. დიდი მადლობა ყველას, ასეთი სითბოსთვის:) ანემონე, შენ ისეთი კარგი ჟღალთმიანი ხარ, იადრესატე, გამიხარდება:) დიდი მადლობა ყველას, ასეთი სითბოსთვის:) ანემონე, შენ ისეთი კარგი ჟღალთმიანი ხარ, იადრესატე, გამიხარდება:)
26. მიყვარხარ, ლელა! მიყვარხარ, ლელა!
25. საოცარი რამააა მართლაც.. :) მციოდა და გავთბი.... საოცარი რამააა მართლაც.. :) მციოდა და გავთბი....
24. იშვიათად რომ რაიმე ურითმო მომეწონოს :) ნამდვილად ძალიან თბილია და თან რაღაც ნათელი :) თითქოს ყველეფერს ხედავ რასაც ყვები :) იშვიათად რომ რაიმე ურითმო მომეწონოს :) ნამდვილად ძალიან თბილია და თან რაღაც ნათელი :) თითქოს ყველეფერს ხედავ რასაც ყვები :)
23. მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
უთბილესი სიტყვები.. ლელა, კარგი ხარ! მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
უთბილესი სიტყვები.. ლელა, კარგი ხარ!
22. რათქმაუნდა გულისამაჩუყებლად კარგი...55555
თანდატან არწმუნებ მკითხველს...ჟღალთმიანის სიკეთეში...ფინალი კი პიკია მთლად...:-*
უთენია კი, კუსკუსა და მართლა მორწმუნე ბებიაჩემი, წაყოფს ფეხებს წითელსარჩულიან, შავ კალოშებში, შავ თავსაფარს მიმჭკნარ ნიკაპქვეშ გამოინასკვავს, შავ ქოლგას გაშლის, ხელს ჩაგკიდებს და წითელლენტშებმულ მამალივით, მთაზე მდგარი სალოცავისკენ წაგაცუხცუხებს. რა კარგად იცი...მშობლიურის "დაჭერაც"...:-* რათქმაუნდა გულისამაჩუყებლად კარგი...55555
თანდატან არწმუნებ მკითხველს...ჟღალთმიანის სიკეთეში...ფინალი კი პიკია მთლად...:-*
უთენია კი, კუსკუსა და მართლა მორწმუნე ბებიაჩემი, წაყოფს ფეხებს წითელსარჩულიან, შავ კალოშებში, შავ თავსაფარს მიმჭკნარ ნიკაპქვეშ გამოინასკვავს, შავ ქოლგას გაშლის, ხელს ჩაგკიდებს და წითელლენტშებმულ მამალივით, მთაზე მდგარი სალოცავისკენ წაგაცუხცუხებს. რა კარგად იცი...მშობლიურის "დაჭერაც"...:-*
21. რა მაგარიიია,როგორ მომეწონა :)
სიძველი სუნი აქვთ შენს ლექსებს,ზოგადადაც, აქაც ვიგრძენი ლელა:)
ბავშვობაში სოფელში რომ ჩავდიოდი არდადეგებზე , დიდ ბებოს ხის სახლი ჰქონდა ცალკე, ეზოს უკან,არაფრით არ დაანგრევინა ბაბუას,აქ მინდა მოვკვდეო და მე ჯერ იმ ქოხში შევიდოდი, ყველაფერს შევეხებოდი, ეს ხის სახლი მენატრებოდა ყველაზე მეტად,ის სუნი,რომელიც დღემდე მახსოვს და არც არასრდოს დამავიწყდება....აი ის შეგრძნება მაქვს აქ რომ შემოვდივარ რომ რაღაც მშობლიურს და ნოსტალგიურს ვკითხულობ,ძალიან ჩემს... ამან კი ყველა მოლოდინსაც გადააჭარმა, ამიტომაც გავხდი ასეთი მჭევრმეტყველი :D
ან რა თარსი, ან რა ავთვალი... წარმოიდგინე: ვთქვათ, ისედაც ლოყაწითელ ბავშვს, ბატონები მოუბრძანდა, მიგიყვანენ წითელი კაბით, იმ იავნანას გამღერებენ, ბავშვობის მერე რომ არ გსმენია და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. იტყვიან მერე, იჩურჩულებენ: ”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”... უთენია კი, კუსკუსა და მართლა მორწმუნე ბებიაჩემი, წაყოფს ფეხებს წითელსარჩულიან, შავ კალოშებში, შავ თავსაფარს მიმჭკნარ ნიკაპქვეშ გამოინასკვავს, შავ ქოლგას გაშლის, ხელს ჩაგკიდებს და წითელლენტშებმულ მამალივით, მთაზე მდგარი სალოცავისკენ წაგაცუხცუხებს. არ შეგეშინდეს, არ შეგწირავენ. მწვანე მინდორზე გაგიშვებენ.................................................................. არაჩვეულებრივი ადგილი :)
ხოდა ეს ჟღალები ასე დაკნინება რომ იცოდნენ მეც მახსოვს,სულ დასამშვიდებელი ვიყავი მშობლებიდან :D ბაბუამ სიმღერაც კი დამიწერა
''შავთვალა და ოდნავ რიჟა შენმა ეშხმა გამაგიჟაო'' მეტი არ მახსოვს :| და ეს ჩემთვის იყოს იავნანაც და ვარდოვნანაც :D
და ლელააა,ამ ლექსს ადრესატი თუ არ ჰყავს, ვიადრესატებ მე რა :D
იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა: აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი. მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
ასე ლამაზად დანახვა უნდა ჟღალებს, აპა :D
რა მაგარიიია,როგორ მომეწონა :)
სიძველი სუნი აქვთ შენს ლექსებს,ზოგადადაც, აქაც ვიგრძენი ლელა:)
ბავშვობაში სოფელში რომ ჩავდიოდი არდადეგებზე , დიდ ბებოს ხის სახლი ჰქონდა ცალკე, ეზოს უკან,არაფრით არ დაანგრევინა ბაბუას,აქ მინდა მოვკვდეო და მე ჯერ იმ ქოხში შევიდოდი, ყველაფერს შევეხებოდი, ეს ხის სახლი მენატრებოდა ყველაზე მეტად,ის სუნი,რომელიც დღემდე მახსოვს და არც არასრდოს დამავიწყდება....აი ის შეგრძნება მაქვს აქ რომ შემოვდივარ რომ რაღაც მშობლიურს და ნოსტალგიურს ვკითხულობ,ძალიან ჩემს... ამან კი ყველა მოლოდინსაც გადააჭარმა, ამიტომაც გავხდი ასეთი მჭევრმეტყველი :D
ან რა თარსი, ან რა ავთვალი... წარმოიდგინე: ვთქვათ, ისედაც ლოყაწითელ ბავშვს, ბატონები მოუბრძანდა, მიგიყვანენ წითელი კაბით, იმ იავნანას გამღერებენ, ბავშვობის მერე რომ არ გსმენია და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. იტყვიან მერე, იჩურჩულებენ: ”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”... უთენია კი, კუსკუსა და მართლა მორწმუნე ბებიაჩემი, წაყოფს ფეხებს წითელსარჩულიან, შავ კალოშებში, შავ თავსაფარს მიმჭკნარ ნიკაპქვეშ გამოინასკვავს, შავ ქოლგას გაშლის, ხელს ჩაგკიდებს და წითელლენტშებმულ მამალივით, მთაზე მდგარი სალოცავისკენ წაგაცუხცუხებს. არ შეგეშინდეს, არ შეგწირავენ. მწვანე მინდორზე გაგიშვებენ.................................................................. არაჩვეულებრივი ადგილი :)
ხოდა ეს ჟღალები ასე დაკნინება რომ იცოდნენ მეც მახსოვს,სულ დასამშვიდებელი ვიყავი მშობლებიდან :D ბაბუამ სიმღერაც კი დამიწერა
``შავთვალა და ოდნავ რიჟა შენმა ეშხმა გამაგიჟაო`` მეტი არ მახსოვს :| და ეს ჩემთვის იყოს იავნანაც და ვარდოვნანაც :D
და ლელააა,ამ ლექსს ადრესატი თუ არ ჰყავს, ვიადრესატებ მე რა :D
იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა: აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი. მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
ასე ლამაზად დანახვა უნდა ჟღალებს, აპა :D
20. მიყვარს ეს ავტორი, თუმცა ჟღალთმებას ამგვარი "დაკნინებ-გათარსება" არ მგონია ჭეშმარიტება :) ძალიან პოეტური ლექსია, სხვა სიმაღლეზე აყვანილი მარტივი სათქმელით და ამიტომ მომეწონა :) მიყვარს ეს ავტორი, თუმცა ჟღალთმებას ამგვარი "დაკნინებ-გათარსება" არ მგონია ჭეშმარიტება :) ძალიან პოეტური ლექსია, სხვა სიმაღლეზე აყვანილი მარტივი სათქმელით და ამიტომ მომეწონა :)
19. უნდა წავაკითხო ჩემს ჟღალთმიან ელენიკოს:), ტავის თმის ფერი ისედაც მოსწონს და ახლა სულ არფრთოვანდება. ყოფილი და ეხლაც ჟღალტა სახელით, დიდი მადლობა ასეთო კარგი ლექსისთვის.:) უნდა წავაკითხო ჩემს ჟღალთმიან ელენიკოს:), ტავის თმის ფერი ისედაც მოსწონს და ახლა სულ არფრთოვანდება. ყოფილი და ეხლაც ჟღალტა სახელით, დიდი მადლობა ასეთო კარგი ლექსისთვის.:)
18. უჰ, კარგი იყო ძალიან უჰ, კარგი იყო ძალიან
17. გაიხარე... მაგარია:)
საერთოდ დიდი სისულელეა ადამიანებს თარსის რომ სჯერათ, ფეხის, ავთვალობის, თილისმების ,შავი კატის ჰოროსკობების და ა.შ. :D 21-საუკუნეა რა:D
ეს დიდი სირცხვილია!
ეს პირველ რიგში ღვთის ხატის, ადამიანის დიდი შეურაცხყოფაა, ამიტომაც ეშმაკი დიდი მონდომებით ცდილობს ჩაგვაგდოს ამ ცოდვაში.
ეს იმიტომ ხდება , რომ ეკლესიის,სულიერების რწმენის ნაკლებობაა ადამიანებში... გაიხარე... მაგარია:)
საერთოდ დიდი სისულელეა ადამიანებს თარსის რომ სჯერათ, ფეხის, ავთვალობის, თილისმების ,შავი კატის ჰოროსკობების და ა.შ. :D 21-საუკუნეა რა:D
ეს დიდი სირცხვილია!
ეს პირველ რიგში ღვთის ხატის, ადამიანის დიდი შეურაცხყოფაა, ამიტომაც ეშმაკი დიდი მონდომებით ცდილობს ჩაგვაგდოს ამ ცოდვაში.
ეს იმიტომ ხდება , რომ ეკლესიის,სულიერების რწმენის ნაკლებობაა ადამიანებში...
16. "გზა ერთი გოჯის დადებაა გაშლილ რუკაზე"
"და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. "
"შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა"
ვახ რა კაი რამე იყო! :) "გზა ერთი გოჯის დადებაა გაშლილ რუკაზე"
"და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. "
"შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა"
ვახ რა კაი რამე იყო! :)
15. კარგია, მომეწონა. კარგია, მომეწონა.
14. შესანიშნავია
დაუნანებელი 5 შესანიშნავია
დაუნანებელი 5
13. სად ეპატიჟები საკნდინავიის მხარეს??:D
კარგი იყო სად ეპატიჟები საკნდინავიის მხარეს??:D
კარგი იყო
12. დღეს 13–ია :)
ვგიჟდები წითურებზე :) დღეს 13–ია :)
ვგიჟდები წითურებზე :)
11. რობი, ჟადენ, დიმიტრი, დიდი მადლობა:) დიმიტრი, შენ ისედაც მაგარი ხარ:) რობი, ჟადენ, დიმიტრი, დიდი მადლობა:) დიმიტრი, შენ ისედაც მაგარი ხარ:)
10. ირმა სანიკიძევ, მოდი მალე, წაიკითხე ეს ლექსი.
იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა: აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი. ირმა სანიკიძევ, მოდი მალე, წაიკითხე ეს ლექსი.
იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა: აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი.
9. ლიტ.გე ზე ვნახე და მეც ვიცანი ავტორი. :დ
ანუ მეც მაგარი ვარ :)
"არ შეგეშინდეს, არ შეგწირავენ. მწვანე მინდორზე გაგიშვებენ"
ლიტ.გე ზე ვნახე და მეც ვიცანი ავტორი. :დ
ანუ მეც მაგარი ვარ :)
"არ შეგეშინდეს, არ შეგწირავენ. მწვანე მინდორზე გაგიშვებენ"
8. მირაკრაკებს სიტყვა.......
რანაირად მყუსე თან და როგორი მზიანი.....
დილის მადლი შეგეწიოს შენ! მირაკრაკებს სიტყვა.......
რანაირად მყუსე თან და როგორი მზიანი.....
დილის მადლი შეგეწიოს შენ!
7. ... და გმადლობ, ჟადენ:) ... და გმადლობ, ჟადენ:)
6. გმადლობ, ანი:) გმადლობ, ანი:)
5. შესანიშნავი!
”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”...
სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
ძალიან, ძალიან, ძალიან დახვეწილი და ძალიან.... შესანიშნავი!
”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”...
სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
ძალიან, ძალიან, ძალიან დახვეწილი და ძალიან....
4. რამდენი ხანია ამ გვერდზე არ შემოვსულვარ...მომეწონა ძალიან...:) რამდენი ხანია ამ გვერდზე არ შემოვსულვარ...მომეწონა ძალიან...:)
3. ხათო, მადლობა:) რენუარ, მაგარი ხარ, აბა რა?:) მადლობა, ნინ:) ხათო, მადლობა:) რენუარ, მაგარი ხარ, აბა რა?:) მადლობა, ნინ:)
2. შენ ხომ ხარ...მაგრამ მეც რა მაგარი ვარ:))) ეგრევე გიცანი გუშინ:)
შენ ხომ ხარ...მაგრამ მეც რა მაგარი ვარ:))) ეგრევე გიცანი გუშინ:)
1. რა ლამაზად წერ, ლელი! ულამაზესი კადრებია, ბავშვობაში დამაბრუნა! ძალიან მომეწონა შენი ჟღალთმიანი, ძალიან!!! იხარე!!! +5 რა ლამაზად წერ, ლელი! ულამაზესი კადრებია, ბავშვობაში დამაბრუნა! ძალიან მომეწონა შენი ჟღალთმიანი, ძალიან!!! იხარე!!! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|