ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2011


* * *

მივაბიჯებდი დედამიწის ზურგზე, და დრო ჩემს გვერდით
ყურთან ახლოს ჩერდებოდა, რომელიც ბასრი საათის ისრებით
ჩემს გულს ფლითავდა და სისხლით ღებავდა ცხოვრების დღეებს,
მინდვრებს,მიწას რომელიც ასე ხარბად ეწაფება ჩემს სისხლს,
და თავის გულს ამარაგებს ჩემი სისხლით.
მიყვებიან დედამიწის გზებს (ანუ ვენებს)ადამიანები,
პატარა მოლეკულებად იშლებიან და ბოლოს სხეულით მიწას კვებავენ.
რა იქნება, ჩვენ რომ არ ვკვებოთ სხეულით მიწა?მიწა ვართ და მიწად ვიქცევით,
ადამიანები ვართ და ადამიანებად დავრჩებით,ჩვენ გვიხარია,ვერთობით,
ვარსებობთ,ჩვენ ვართ ბედნიერები,ჩვენ ვეძებთ საკუთარ თავს ჩვენში,რომელიც სადღაც
მიყუჟულა და გველოდება როდის ვიპოვით.   
როდის ვიპოვით ჩვენ სულს,და არა სხეულს,როდის ვიპოვით ჩვენს თავს ჩვენში,
ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ,ვამბობთ, მაგრამ არ ვასრულებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები