ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2011


ფიქრი....

დავხუჭავ თვალს და
ძილს არ მარგუნებს,
გრძნობებს ამიშლის
გულს მიბაგუნებს,
გავიღვიძებ და
კვლავ არ მნებდება,
ეს არის ჩემში
დიდი შეგრძნება.

მის გაელვებას,
მის ნაბიჯებს,
ნეტავ რა დასთვლის?!
რა მოვიგონო
რა ვიღონო
წუთსაც არ მაცლის...

სევდამ დამღალ,
ვერ ვუშველე
სულის მარწუხებს,
ეს არის ფიქრი,
ასე ძლიერ
მე რომ მაწუხებს.



06.07.2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები