ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2011


წუთისოფლის ორომტრიალი....

დღეს ყველაფერი
ბარდება წარსულს
და გახსენება
არავის არ სურს
იმ შეცდომების
რაც იყო უწინ
სადღაც წარსულში
და თუნდაც გუშინ...

ყველა გაურბის
დღეს იმ ნაბიჯებს
რომლითაც ადრე
სთელავდა მიწას
ცოდვილს ცხოვრება
რას მიანიჭებს?1
გასტანჯავს ბედი
ძალიან დიდხანს..

არვის არ ძალუძს
იმის გაგება
თუ ვის რა ელის
რა ელოდება
და ბოლოს ყველას
ის გველოდება
ხორცი კვდება და
სული ღონდება.....





20.06..2008




იმის გაგება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები