ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2011


ადამიანში...

ადამიანში არის რაღაც
სიბრძნე ნამდვილი,
ამოუცნობი საიდუმლო
გულის წადილი.
რომლის გაგებაც
სულ არ არის
ძალზედ ადვილი,
მონატრება და
უსასრულო
დროის მანძილი.

დარდი ივსება
ფიქრი დინდება,
გული ინთება
სული ბრწყინდება,
ქროლვა იწყება
დრო დაინთქმება,
ზეცა იხსნება
რწმენით აღვსილი,
და გაივსება
მთელი სამყარო
ფრთებით გაშლილი
ადამიანში.

მითი იმსხვრევა,
და ეხლება
უცხო ნაპირებს,
ადამიანში ისტორია
ტირილს აპირებს...

სანთელი დნება
სულის წიაღში,
წყვდიადი ქრება
ჟამთა ტრიალში,
და უსასრულოდ
დაიფერფლება
წუთისოფელი
ადამიანში...




18.06..2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები