 | ავტორი: ლიკა123 ჟანრი: პროზა 19 ივნისი, 2011 |
– ბაბუ, ბაბუ, წამოდი ცხვრები უნდა გაჩვენო! – რა ცხვრები, რის ცხვრები... – წამოდი რა, გაჩვენო რა ლამაზია!!! – კაი, დამშვიდდი მოვდივარ. ასე ჩქარა არ შემიძლია, აღარ ვარ შენხელა... ბარბარემ ბაბუა ბორძიკით გაიყვანა აივანზე. – აი, ბაბუ აიხედე, ნახე რამდენი ცხვარია... ხედავ? თეთრი, ნაცრისფერი, დიდი, პატარა... რა ფუმფულა, დაგორგლილი ბეწვი აქვთ. ცისფერი მდელო სულ გაავსეს. – ბაბუ, ახლა შენი აზრით ამ ღრუბლებს ვინ მწყემსავს? – ვერ ხედავ?! ქარია მათი მწყემსი, სადაც უნდა იქ წაიყვანს. – მართლაც... უეცრად გაიელვა. – ვაი მე ბაბუ, ეს წკეპლა ვინ დაარტყა ჩვენს ფარას? – ვინც გაიხმაურებს ახლა, იმან. – ბაბუ, ვინ გრუხუნებს? – ზეცა ხმაურობს! ზეცა შვილო!!! – რამ გაამწარა ასე რომ აღრიალდა? – რამ?!.. რამ და მტაცებლებმა მიწაზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბოდიში მაგრამ სულ ველოდი , რომ ბაბუა შეჭAMDA შვილიშვილს :) ახლებური გააზრება მეგონა ჭითელქუდასი , თან მთაცებლებამდე რომ მივიდა საქმე, გამიმძაფრდა ეს შეგღზნება , მაგრამ შევცდი:) ბოდიში მაგრამ სულ ველოდი , რომ ბაბუა შეჭAMDA შვილიშვილს :) ახლებური გააზრება მეგონა ჭითელქუდასი , თან მთაცებლებამდე რომ მივიდა საქმე, გამიმძაფრდა ეს შეგღზნება , მაგრამ შევცდი:)
3. არ მოგკლავ აპათია :)) არ მოგკლავ აპათია :))
2. ქვედა კომენტარის ავტორს მე მოვკლავ რა... :)) :))
არ შემეცილოთ. :დ ქვედა კომენტარის ავტორს მე მოვკლავ რა... :)) :))
არ შემეცილოთ. :დ
1. მომკალით და არ მიყვარს ასეთი ნაწერები.. ზედმეტად სადა,უბრალო და ვითომ რაღაც"დიდი "აზრის მატარებელი(ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის)...
პროზას თუ არ აქვს რამდენიმე განშტოება,გზა და ბოლოს არ განდომებს თავიდან წაკიტხვას,ჩემთვის ის პროზა არაა.. მომკალით და არ მიყვარს ასეთი ნაწერები.. ზედმეტად სადა,უბრალო და ვითომ რაღაც"დიდი "აზრის მატარებელი(ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის)...
პროზას თუ არ აქვს რამდენიმე განშტოება,გზა და ბოლოს არ განდომებს თავიდან წაკიტხვას,ჩემთვის ის პროზა არაა..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|