ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭკუასა
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2011


რა დამოკიდებულება მაქვს საპირისპირო სქესის მიმართ?!

რომ არ მოვიტყუო, ისევ ღამეა, ისევ მეძინება და ისევ მეზარება ფიქრი ქალბატონ ნანას მოცემულ დავალებაზე...
პირველი თემა რომ ჩავაბარე, გამიღიმა და მითხრა – მეორე იქეთა კვირას მომიტანეო...
* * *

პირდაპირ რომ ვუპასუხო კითხვას, ასეთი რამ გამოვა დააახლოებით: ნერვებს მიშლის, მაღიზიანებს, მაბრაზებს, მაგიჟებს, მაკვირვებს, მაოცებს, თავს მაყვარებს, მაფიქრებს, მცვლის, მეთამაშება, მეტიტინება, მებუტბუტება, მებუტება, მეფერება, გამირბის, მიბრუნდება... კიდევ ბერვი სიტყვის მოგონება შეიძლება...
ვცდილობ, პატივი ვცე, მაგრამ არ გამომდის, ხანდახან, მაპატიოს უნდა... უკეთესი მინდა ვიყო, შენთან, მეტი სითბო და სიყვარული გამოვხატო... ყოველთვის ვერ მოგეფერები და ტკბილ სიტყვას ვერ გეტყვი; კაცი ვარ და უქეიფოდ მეც ვარ-ხოლმე „დროდადრო”... მარტო ყოფნა თუ მომინდება, დამტოვო იქნებ და არ მსდიო კუდში, როცა გამოვკეთდები, მეთვითონ მოვალ და ჩაგეხუტები...
შეიძლება მიყვარხარ კიდევ, არ ვიცი, დამავიწყდა უკვე... ყოველ შემთხვევაში, ხომ მიყვარდი?! ხოდა, რაიცი კიდევ რა ხდება... შენი იმედი მტერს ჰქონდეს, მაგრამ რას იზავს კაცი უშენოდ? შენი გაუთავებელი ბუზღუნი და წუწუნი რომ არ ისმინოს ყოველდღე, ისე როგორ გაძლებს კაცი?!
შენი სულის და სხეულის სითბო რომ არ იგრძნოს, ისე რა აცოცხლებს კაცს?!...
- კიდევ ვილაპარაკო შენზე?
- ...
- ყველაფერი მოგიყვე?
- ...
- მერე რაღა დავიტოვო ჩემთვის, სხვა დროს რომ მოხვალ, რაღა გითხრა მერე?!
- ...
- ხო, მართალი ხარ, როგორც ყოველთვის, თუკი მიყვარხარ, სათქმელს რა გამომილევს, შემონახვა არ ჭირდება სიტყვებს, რაც გულში მაქვს, იმას გეტყვი მუდამ...
ხშირად გტკენ გულს, უნამუსოდ გექცევი... ვნანობ და მაპატიე!
ქოთნიდან წყალი წვეთავს, საათები წიკწიკებენ... ისე გამართე ეხლა, რომ სულ გადამავიწყდა ძილი, როლებში ვიჭრები, ხომ მატყობ უკვე... არ მიყვარს ძალიან რომანტიკულად წერა, უბრალოება ჯობია ყველაფერს...
ველოდები... რატომ, რისთვის, წარმოდგენა არ მაქვს...
შენ თვითონ რას ფიქრობ?.. რას გაიგებს კაცი...
როგორი ზნედაცემული შეგიძლია იყო...  ამას მე ვამბობ შენზე, ვის სინდისზეც და ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული შენი ქალობა...
რა არის შენი სიხარული? რა გინდა გულით, რომ გქონდეს? არ მინდა დავიჯერო რომ ბევრი ფული ან სხვა რამ მსგავსი არარაობა...
ოჯახი?! შვილების ბედნიერება?! ღირსეული მეუღლე? ვაჟკაცი ქმარი და მოსიყვარულე თანამეცხედრე? ეს არის და ვენაცვალე შენს ქალობას!!!
ვიქნები შენი სიხარული!... ვეცდები მაინცა!...
დაგტოვა მეუღლემ? შვილებს რა დააკელი მერე?  ვენაცვალე შენს ქალობას! მამობა ვერ გაუწიე მხოლოდ, ვერ შეძელი და იმიტომ, მამობა მამამ უნდა იკისროს, ქალს არ შეუძლია ეგ... თვით მაცხოვარს ჰყავდა ამქვეყნად მამა და მასწავლებელი...
რაღაც მთავრდება, ახალი იწყება, მგონი... ამ სიტყვებში გტოვებ დღეს... ძვირფასი ხარ, დაუფასებელი მარგალიტი ყველა ყველა უმადური მამრის...

* * *
ძალიან პირდაპიროობისთვის შენდობას ვითხოვ, ასეთია ზოგადად ჩემი პასუხი...
ფიქრი კიდევ ფიქრობს თავისთვის...…რა კარგია სიწყნარე და გამორთული ტელევიზორი... საათების ხმა ღამე ისმის მარტო, დღისით ვერ ვამჩნევთ... არ ვფიქრობთ და იმიტომ...



  10.05.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები