ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლდენ...კოლფილდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ივნისი, 2011


ჩემი რიტუალი

      ზღვამ უკვე კარგა ხანია გადაყლაპა მზე.საათის ისარმაც უკვე 12 ციფრი დაკეპა.
        ფრთხილი ნაბიჯებით,საკუთარ ლანდს აფარებული მიიპარება აღარც გოგონა,მაგრამ ჯერ არც ქალი. საოცარი ოთახის ჰაერი გაკვეთა. უკვე ძვრიფას ლოგინსაც მიეპარა,პირჯვარი გადასახა და ნელ-ნელა მიუახლოვა თავისი მწიფე ტუჩები საყვარელ,დაღარულ შუბლს. შემდეგ მეორე თავისაკენ დაიხარა,უფრო რბილისა და სურნელოვანისკენ. უსაშველოდ გაწელა მანძილი ამ ღაწვამდე,მის ირგვლივ სივრცესაც ეალერსება თითქოს... აი,სულ სულ ოდნავ შეეხო კიდეც,შეისუნთქა და სიყვარულით დანაყრებული გაიმართა წელში. ისეთივე სათუთი ნაბიჯებით გატრიალდა კარისკენ,როცა მოულოდნელმა ხმამ შეაკრთო:
-ჯერ მამას რატომ კოცნი?
არც შეყოვნებულა ( მამას არ ეწყინება)
-შენი გემო რომ გამყვეს დე...
და გასრიალდა ჯადოსნური სივრცისა-გან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები