ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ივნისი, 2011


***

ზედმეტ ოცნებას
აცვია პეპელა,
რომელიც პროექციის შემდეგ
აუცილებლად კვდება...
შიშველი ილუზიები კი
სანაგვე ყუთებს აბოლებენ...
ადამიანებს აბოლებენ..
ჰაერსაც აბოლებენ..
თვითონაც ბოლდებიან...

პ.ს. ილუზიების და პეპლების სასაფლაოზე ძაღლებიც კი არ ყმუიან.

              ***


მოდი...
სანამ უშენობაც მათბობს,
სანამ სიკვდილს ვატყუებ...

მოდი რა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები