ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაა
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2008


ცოფიანი გარემო და ასფურცეალს ხახვის ფურცლები...

ადრე ასფურცელა დადიოდა და ხახვის ნაფცქვენებს ყრიდა,რომ მერე მისი კვალი ადვილად ეპოვათ....

როცა ამ ამბებს ვისმენდი,არც ზღაპრები  მიყვარდა და  არც  ხახვი...

მერე გავიზარდე,და სხვა ხალხი გავიცანი...
ისინი  დადიან  და, ვინაიდან ხახვს ცოტა არ იყოს    ცუდი სუნი ადის და  მისი ნაფცქვენების ყრაც არც თუ ისე სასიამოვნოა,(არადა საკუთარი  ნაკვალევის მკვეთრად დატოვების სურვილი  უფრო  წვავთ,ვიდრე ასფურცელას ) ,დადიან  და ნაფცქვენების ნაცვლად ცოფებს ყრიან...

მე ისევ არც ეს ხალხი მიყვარს,არც აგრესია და  არც ხახვსა და ასფურცელაზე შემიცვლია აზრი...                                                       

თუმცა ჩემ  აზრს რა მნიშვნელობა აქვს,როცა  ამ    ხალხს უფრო  მნიშვნელოვანი  საფიქრალი აქვთ:ცოფებს  რო  ვყრით,რისთვის ვყრით,რატო ვერ გვპოულებენო...                                                           

როგორ გინდა გიპოვონ, ცოფით  სავსე      გარემოში...
თან ამ ცოფს  სპეციფიური სუნი არ  უდის,და ამ ხალხმაც არ  იცის,ვის თხოვენ პოვნას,ისედაც ხო  ყველა ყველას ახლობელი და ნათესავია...... 


უცნაური არსებაა ეს ადამიანი..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები