გვიან ღამით დაეშვა თვითმფრინავი.სიმაღლის შიში ყოველთვის მქონდა, მაგრამ მოგზაურობა არანორმალურად მიყვარდა.
თვითმფრინავში ჩაჯდომისას ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი მახსენდებოდა, რომელსაც საოცრად ეშინოდა ჰაერში ფრენის, ამიტომ ძირითადად საფეხბურთო მოედნებზე დაფრინავდა და ჩემი ოთახის კედელზე ღირსეულად დაიკავა ადგილი მისმა პოსტერმა.დენის ბერხკამპი ლეგენდარული ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ ბავშვობაში ყველაზე მეტად განათლებული სპორტსმენები მიყვარდა, განსაკუთრებით ისინი, ვინც წიგნების კითხვით, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრითა და ხატვით იყვნენ გატაცებულნი, მაგრამ ესეთები იმდენად ცოტანი იყვნენ, რომ ჩემი ოთახის ნესტიან კედელს მხოლოდ ჰოლანდიელის სურათი ამშვენებდა. 1999 წლის ზაფხული იდგა, როდესაც ვეწვიეთ ჰოლანდიელებს.სამწუხაროა, მაგრამ ქართველებმა მხოლოდ ის ვიცოდით მათზე, რომ ამ ქვეყანაში ჰეროინი ლეგალური იყო და პლანს ისე ეწეოდნენ, როგორც ჩვენთან ''პრიმას''. მართალია პროფესიით დიპლომატები ვიყავით, მაგრამ ისეთი ფროფესიონალები , როგორიც შეეფერებოდა ჩვენნაირ დისციპლინირებულ და პუნქტუალურ ერს.ასე რომ არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ჩვენი დელეგაციის 30 წევრიდან ჰოლანდიური ენა არავინ იცოდა. დამტვრეული ინგლისურით თავისუფლად ვმეტყველებდით და ამით ვიმშვიდებდით კიდეც თავს.რომელი ჩვენგანი იტყოდა, რომ ინგლისური ცუდად ვიცოდით??? ქართველებს არ შეგვიძლია აღიარება და ისე ვიქცევით, როგორც უგუნური, რომელსაც არათუ სხვის შეცდომებზე, არამედ თავის შეცდომებზეც არ სურს სწავლა.
საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არ მეგულება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა.სამშობლოსადმი ნოსტალგია არ გამჩენია, იმდენად ცოტა ხანი დავყავი ნიდერლანდების ქვეყანაში და ილიას ''მგზავრის წერილებიც' სულ ტყუილა გავიყოლე თან.
დიპლომატიური ვიზიტით მივფრინავდი, მაგრამ ეს იმდენად ფორმალური იყო, რომ ჰოლანდიური საჭმელების დაგემოვნება უფრო მხიბლავდა, ვიდრე ელჩებთან საუბარი.ელჩობაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამ პროფესიამ ისე ადვილად მომხიბლა, როგორც გაფრენამდე გაცნობილმა გოგონამ, რომელიც თანაშემწემ გამაცნო და განმიმარტა, რომ იგი ჩემთან იმუშავებდა, რაც მართლა გამიხარდა.
ბავშვობაში უბანში დგომა აუცილებელ ნორმად მიმაჩნდა, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ აზრზე მოვიდოდი, თუმცა მანამდეც მოსული ვიყავი აზრზე, რადგან პირველმა დავიჯერე ''ქურდული წესების'' სიყალბე. ჩემი მეგობრები მეკამათებოდნენ და მათ მხოლოდ ის დავაჯერე, რომ კაცის მოკვლა გაუმართლებელი დანაშაულია.იმიტომ გამახსენდა მათთან კამათი, რომ ჰოლანდიაში იმ დროისათვის ხშირი იყო მკვლელობები და დავფიქრდი, რითი შეიძლებოდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, ,მაინტერესებდა რას ფიქრობდა ჰოლანდიელი ახალგაზრდობა ამ საკითხზე და კიდევ სხვა თემებზე. მაგალითად,იოჰან კრუიფზეც ვფიქრობდი.
ფრენისას ფიქრის დრო დიდხანს მქონდა, რადგან ჩემს გვერდზე მჯდომი, ახლადგაცნობილი გოგონა გაგიჟებით კითხულობდა ფოლკნერს და ისიც კი ვიფიქრე ფორმალური საკითხების მოგვარების დროს ხომ არ გვჭირდებოდა ფოლკნერის ცოდნა.წიგნის წაკითხვის შემდეგ ყავის დალევა გადაწყვიტა და მეც შემომთავაზა, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და მივხვდი, რომ წიგნის კითხვა მისთვის ცალკე პროფესია იყო. ამ ნივთისადმი მსგავსი მოპყრობა არასდროს მენახა.ყველაზე მეტად წიგნის სანიშნემ გამაკვირვა, რადგან მეგონა, რომ სანიშნეები მხოლოდ მასწავლებლებს აქვთ წიგნებში.მხოლოდ მასწავლებლების წიგნებში მენახა ეს მშვენიერი საშუალება ბიბლიოთეკის გაფრთხილებისა.
გოგონას ბოხი ხმა ჰქონდა და ვიფიქრე ეწევა-თქო,მაგრამ შეთავაზებისას ისე ცივად შემომხედა, რომ შემეშინდა.მისი ერთადერთი კიკინა მომეწონა და ერთელ , როცა წინ გადმოუშვა, დავიჯერე, რომ იულია ტიმოშჩენკოს ვესაუბრებოდი. გამაკვირვა მისმა მაისურმა ჯონი დეპის გამოსახულებით და ისიც ვიფიქრე, შეხვედრაზეც ესე არ გამოცხადდეს და არ დაგვღუპოს-თქო, მაგრამ ამაზე მეტად იმ ქართველ დიპლომატზე ვშიშობდი, რომელსაც მეგობრებმა ყვავილი დაუხატეს ფურცელზე მისი აუცილებელი მოკრეფის თხოვნით.ალბათ დაჭკნობის ეშინოდათ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჰოლანდიაში ერთი ყვავილი მაინც ჭკნებოდეს, მით უმეტესის ყვავილი, რომელიც ჰოლანდიელი და ქართველი ჭაბუკების საუკეთესო გასართობი საშუალებაა.
ახალგაცნობილმა დიპლომატმა მანდილოსანმა სკარლეტ იოჰანსონზე ბევრი ისაუბრა, თუმცა არც კრუიფზე უთქვამს ცოტა და მაშინ ვიფიქრე, რომ ეს გოგონა ჩემი დღევანდელი დღიურის მთავარი გმირი იქნებოდა.
ვიყავი 20 წლის და ცოლის მოყვანაზე პირველად თვითმფრინავში დავფიქრდი, მაგრამ იმასაც მივხვდი,რომ ეს იმდენად ჩქარი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ჩემი საქციელი რუსი ლოთი გენერლების გადატრიალებული ტვინების მიერ მოხდარ ფაქტებს სამუდამოდ დაჩრდილავდა.
ეხლა როცა სასტუმროში ყავას მივირთმევ და საყვავილეში ჩარგულ ჰოლანიურ ტიტებს შევცქერი, მხოლოდ ჩემი სამშობლო მახსენდება და სულან-საბას იუმედო მოგზაურობა ევროპაში.მჯერა გამარჯვების და იმ დროისაც, როცა მაწანწალა ბავშვი თავად წავა ეკლესიაში და თავად დაანთებს უკანასკნელი ხურდით ნაყიდ თაფლის სანთელს, თუნდაც მესანთლე საერთოდ არ იყოს, რადგან მესანთლეც თავად იქნება.
სიტყვა ''მაწანწალა'' არ უნდა არსებობდეს ჩემს ქვეყანაში.და თუ მაინც არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ვართ ასეთები.
ყველა გაუბედურებულ ადამიანს სურს გაიცნოს თავის მსგავსი ადამიანი.
კაცობრიობა ხომ ყველაზე მეტად თანაგრძნობაზე ფიქრობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საააააააღოლ!
"მომაკვდავ ანას" მილიონჯერ სჯობდა :)
ეგრე რა! საააააააღოლ!
"მომაკვდავ ანას" მილიონჯერ სჯობდა :)
ეგრე რა!
3. მე მომეწონა და მესიამოვნა ახლა ამის წაკითხვა, იქნებ სუბიექტურადაც, მაგრამ მაინც... ამ ადგილმა- ყველაზე მეტად წიგნის სანიშნემ გამაკვირვა, რადგან მეგონა, რომ სანიშნეები მხოლოდ მასწავლებლებს აქვთ წიგნებში.მხოლოდ მასწავლებლების წიგნებში მენახა ეს მშვენიერი საშუალება ბიბლიოთეკის გაფრთხილებისა.- წიგნის ერთი სანიშნე გამახსენა, ლამინირებული ყვავილებით, რომელიც....
ყველა გაუბედურებულ ადამიანს სურს გაიცნოს თავის მსგავსი ადამიანი.
კაცობრიობა ხომ ყველაზე მეტად თანაგრძნობაზე ფიქრობს. მე მომეწონა და მესიამოვნა ახლა ამის წაკითხვა, იქნებ სუბიექტურადაც, მაგრამ მაინც... ამ ადგილმა- ყველაზე მეტად წიგნის სანიშნემ გამაკვირვა, რადგან მეგონა, რომ სანიშნეები მხოლოდ მასწავლებლებს აქვთ წიგნებში.მხოლოდ მასწავლებლების წიგნებში მენახა ეს მშვენიერი საშუალება ბიბლიოთეკის გაფრთხილებისა.- წიგნის ერთი სანიშნე გამახსენა, ლამინირებული ყვავილებით, რომელიც....
ყველა გაუბედურებულ ადამიანს სურს გაიცნოს თავის მსგავსი ადამიანი.
კაცობრიობა ხომ ყველაზე მეტად თანაგრძნობაზე ფიქრობს.
2. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მოწესრიგებულია და ბევრ რამეზეა აქ საუბარი – მოგზაურობაზე, ინტელექტუალ სპორტსმენებზე, ჰოლანდიაზე, დიპლომატიაზე,სამშობლოს ნოსტალგიაზე, ქართველთა ხასიათის შტრიხებზე, წიგნის მოყვარულ, კიკინიან გოგონაზე, კაცობრიობის პრობლემებზე, სათქმელი მაინც ვერ დავინახე – ერთიანი, შეკრული არაა ტექსტი და არც სიუჟეტური ხაზი(თუნდაც სუსტად გამოკვეთილი) აქვს...მოკლედ, შეფასების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მოწესრიგებულია და ბევრ რამეზეა აქ საუბარი – მოგზაურობაზე, ინტელექტუალ სპორტსმენებზე, ჰოლანდიაზე, დიპლომატიაზე,სამშობლოს ნოსტალგიაზე, ქართველთა ხასიათის შტრიხებზე, წიგნის მოყვარულ, კიკინიან გოგონაზე, კაცობრიობის პრობლემებზე, სათქმელი მაინც ვერ დავინახე – ერთიანი, შეკრული არაა ტექსტი და არც სიუჟეტური ხაზი(თუნდაც სუსტად გამოკვეთილი) აქვს...მოკლედ, შეფასების გარეშე.
1. ქართველებს არ შეგვიძლია აღიარება და ისე ვიქცევით, როგორც უგუნური, რომელსაც არათუ სხვის შეცდომებზე, არამედ თავის შეცდომებზეც არ სურს სწავლა.
ქართველებს არ შეგვიძლია აღიარება და ისე ვიქცევით, როგორც უგუნური, რომელსაც არათუ სხვის შეცდომებზე, არამედ თავის შეცდომებზეც არ სურს სწავლა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|