ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2011


პატარა იებს

იებთან  ერთად მომიტანე  გვირილა  ერთხელ,   
ფერმა შემაკრთო , მიიმალნენ  იები ზღვაში,               
მოვეფერები  წელში მოხრილ ჭაღარა ვერხვებს ,         
მალე  მეც ალბათ გამერევა თეთრუნდი თმაში.


ვინ სთქვა, რომ  სიტკბო მოეხეთქა ყიჟინით ამ გულს,
ცრემლგარეული ქარიშხალი რის მაქნისია?
ვითომ  უშველის?  წაუკითხავ სიგიჟეს ფსალმუნს               
და ღამეს შევთხოვ აღასრულოს  ბოლო მისია.


თუ  კი  გაუძლო, გათენებას თუ შეხვდა ისევ,
თუ ფოთოლცვენამ არ წალეკა  ჩინარი თვალში,
მაინც  მოვძებნი  მიმობნეულს, პატარას, ცისფერს
და სიყვარულით იის კონას ჩაგაწნავ თმაში.


    ნიგოზა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები