 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 26 ივნისი, 2011 |
ხანდახან, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი მოგბეზრდა,როცა უკვე ძალიან დაიღალე და ყელში ამოგდის ეს სამყარო, გააკეთე რიგითი სისულელე, თუნდაც შუაღამეზე გააღვიძე ის. არ იღვიძებს?გაუშვი 1000 ზარი,და როცა გეტყვის რა მოხდა?შენ უპასუხე,მაინტერსებდა ხომ კარგად გეძინა ძვირფასო?
ამაოება
საერთოდ რიგითი მოსამსახურის სტატუსი ძალიან მომაბეზრებელია, უნდა უსმინო თანამშრომლების წუწუნს, (მით უმეტეს თუ შენს მშობლიურ ენაზე არაა, მე კი სადაც ვმუშაობ ქართველი სანთლით საძებარია) აკეთო უაზრო დავალებები,რაც ძალიან გეზარება ,მაგრამ შენი სურვილის საწინაამღდეგოდ მოქმედებ, შეასრულო დირექტორის ბრძანებები, ჭკვიანი სახით დაუქნიო თავი და შეაქო მისი „ბრძნული“ აზრები. ეეჰ, ძალიან რთულია და როდესაც იცი რომ ეს კვირეები,თვეები გრძელდება შენ ხვდები რომ ნოსტალგია გიპყრობს.
თავდახრილი ვზივარ ჩემს მაგიდასთან, რაღაც საბუთებში ვიქექები, გულში მწარედ ვუკურთხებ „ამ უჯიშოებს“ და რათქმაუნდა ვოცნებობ როდის დადგება 18 საათი რომ ერთი წამიც არ გადავაცილო. თან ახალი ამბავი „მახარეს“, კიდევ ერთ უფროსს მინიშნავენ,რაღა მიჭირს.
-დადებითი შთაბეჭდილება უნდა შეექმნას ჩვენზე-მეუბნება ჩემს გვერდით მაგიდაზე მჯდომი, წვრილთვალება ჩინური წარმოშობის ამერიკელი. სათვალეს ისწორებს და მონიტორს ჩაჩერებია უდიდესი ინტერესით, ნეტა რამეს გებულობს?
-წადი შენი...ქართულად ვუკურთხებ-პიჯაკი გამოიცვალე ლი,რაღაც დალაქავებული მეჩვენება-„შეშფოთებული“ ვეუბნები.არადა ბზინავს ისეა გამოწყობილი.
-ვეღარ ვიტან ასეთ ყოფნას!-ვღრიალებ-უნდა ველოდო ვიღაც 40 წლამდე შინაბერას და მერე ქალის უფროსობა მაკლია კიდევ რა!
-what?-მეხმიანება ლი, აშკარად ვერაფერს გებულობს.
-რა და ...., ლი დღეს ქორწილია, ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა მე კი უნდა წავიდე, აუცილებლად, მეჯვარე ვარ. თუ მიკითხა ახალმა უფროსმა ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად,კარგი?
-ოკ-მშრალად მპასუხობს ლი.მისთვის სულერთია,მთავარია თავად დახვდება გამოპრანჭული და ყურებამდე გაღიმებული. იქნებ მისი გულიც მოიგოს და წაათრიოს მშობლიურ ჩინეთში გუანგჯოუს ღირსშესანიშნაობების სანახავად.
ჩემს ძველისძველ „ოპელ ომეგაში“ ვჯდები, თფუუ, ტაქსისტების მანქანაა რაა, ხანდახან ხალხი ხელსაც კი მიქნევს გამიჩერეო. ის ალბათ ჯიპით მობრძანდება, პირადი მძღოლის თანხლებით, დროზე გავასწრო ჯობია აქედან. ჩემი შინაგანი ხმა სუსტად ჩამჩურჩულებს ამ დროს: „საიდან ამხელა აგრესია ნიკა, ჯერ არ გაცნობილ უფროსს ასე რომ მოიხსენიებ,დაწყნარდი“. რა დამაწყნარებს, ვუღრენ ჩემივე თავს, ის ანტალიის პლიაჟებიდან მობრძანდება ალბათ, მე კი 5 წელიწადია შვებულება არ მღირსებია. ამ ცხოვრების დედაც ჯეკ!!!
-ნათკა
-ჰოუ
-წესიერად გამაგონე! სად ხარ?
-უნი-ში, 2 ლექცია მაქვს კიდევ
-წამოდი ახლავე მივდივართ
-სად?
-წამოდი!
5 წუთის მერე მანქანაში მიჯდება.სახემოღუშული ვათვალიერებ
-ბარემ შიშველი გასულიყავი გარეთ!
-რა გჭირს?მე ასე მინდა, რამე პრობლემა გაქვს?
-არაფერი, სხვები ლამის ჭამენ თვალებით შენს სხეულს და ნერვები მეშლება
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ მშვენიერ სხეულს ხომ მარტო შენ ეფერები-თავმომწონედ მიღიმის ნათკა
მანქანას ვქოქავ და მივდივარ.
-საით?მე არ მეტყვი?
-ზღვაზე
-ვაუ, მაგარია ფოტოებს გადამიღებ?სახლში შევირბენ რა...
ქობულეთში 2 საათში ჩავდივართ, ეგრევე სანაპიროზე გავრბივართ, ნათკა იხდის და წყალში ხტება
-მოდი ნიკუშ
მაგარია ზღვა,მაწყნარებს.ლამაზია და უკიდეგანო. უკიდეგანო სილამაზეს რომ უყურებ რა მოგაწყენს. წყალში შევდივარ, ტალღები მეჯახებიან, ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო, არ წავიქცე, ცივია წყალი და უნდა შევეჩვიო, ერთი ტალღა წარმატებით მოვიგერიე, მეორეც, მესამედ უკვე ნათკა მეტაკება. ორივენი წყალში ვვარდებით.
-მაგის გულისთვის შენ დაიმსხურე წყალში ჩაყურყუმალება-ვუყვირი
-აბა სცადე-საოცარი სისწრაფით მიცურავს ჩემგან ნათკა.
-დამელოდე, ვერ გეწევი, მაგარი ხარ
უკან ვიხედებით, მერე ირგვლივ.არავინაა.ჩვენ წყალი და თოლიები. მისი სხმარტალა სხეული მეკვრის,მის ტუჩებს ვგრძნობ. აი ეს უკვე მესმის.
ნაპირზე რომ გამოვედით საღამოვდებოდა უკვე.სურათები გადავუღე.მობილური ჩავრთე, 15 ზარი მაინც იყო შემოსული. გულმოსული ვუკურთხებ
-აქაც არ დამასვენოთ თქვენი!
-ნიკუშ, აჭარული მინდა-მეუბნება ნათკა
და ჩვენ კაფეში მივდივართ.
გავერთო დღეს, ხვალ რა იქნება არ მაინტერესებს, მე არ ვგეგმავ დღეებს.აი ეს გადარეულიც ჩემნაირია.
-ეს ცხოვრება ამაოებაა და უნდა გავერთოთ ჰო ნათ?
-აბა რა, თან მაქსიმალურად,მეტი რა შეგვრჩება
-არ გიფიქრია,სხვა ღირებულებებზე?
-ხალხის აზრი მკიდია!
-ღმერთის?
-მე კარგი გოგო ვარ, ღმერთმა დაგვიჯავშნა უკვე ადგილები სამოთხეში ნიკუშ
-მე მგონია ჯოჯოხეთის საგზური უფრო გვერგება
-რატომ,ვაშავებთ რამეს?
-თუნდაც...ვმრუშობთ...
-ეს ყველაზე კარგი რამაა რაც კი ქვეყნად არსებობს-კისკისებს და კალთაში მიჯდება-მოდი ვიმრუშოთ გიჟო, მერე თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს.მომავალი არ მაინტერსებს.
როცა უკან ქუთაისში ვბრუნდებოდით ნათკას ეძინა, მე კი მთელი გზა ვფიქრობდი,მასზე, ღმერთზე, სამსახურზე,ახალ უფროსზე და იმ ქალზე (ისევ და ისევ)
მისი სანთებელა ამოვიღე , როცა სიგარეტს ვუკიდებდი რაღაც წარწერა გავარჩიე ვერცხლზე ამოტვიფრული. კარგად დავაკვირდი, ეს სახელი და გვარი იყო,ალბათ მისი: მაკო საბაშვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ტაკ:
ხანდახან, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი მოგბეზრდა,როცა უკვე ძალიან დაიღალე და ყელში ამოგდის ეს სამყარო, გააკეთე რიგითი სისულელე, თუნდაც შუაღამეზე გააღვიძე ის. არ იღვიძებს?გაუშვი 1000 ზარი,და როცა გეტყვის რა მოხდა?შენ უპასუხე,მაინტერსებდა ხომ კარგად გეძინა ძვირფასო?<<ეს მომენტი მომეწონებოდა, სხვანაირად რომ გეთქვა.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ მშვენიერ სხეულს ხომ მარტო შენ ეფერები<<ეჭვი მეპარება :)
მივხვდი, დიალოგები მაღიზიანებენ :)
ტაკ:
ხანდახან, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი მოგბეზრდა,როცა უკვე ძალიან დაიღალე და ყელში ამოგდის ეს სამყარო, გააკეთე რიგითი სისულელე, თუნდაც შუაღამეზე გააღვიძე ის. არ იღვიძებს?გაუშვი 1000 ზარი,და როცა გეტყვის რა მოხდა?შენ უპასუხე,მაინტერსებდა ხომ კარგად გეძინა ძვირფასო?<<ეს მომენტი მომეწონებოდა, სხვანაირად რომ გეთქვა.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ მშვენიერ სხეულს ხომ მარტო შენ ეფერები<<ეჭვი მეპარება :)
მივხვდი, დიალოგები მაღიზიანებენ :)
9. კარგია, მიუხედავად იმისა, არის მცირე უზუსტობა, ძალიან ლაღი თხრობაა! კარგია, მიუხედავად იმისა, არის მცირე უზუსტობა, ძალიან ლაღი თხრობაა!
7. ვააა რა კარგი იყო... აღარ მეგონა ასეთი თავისუფალი ენით თუ წერდა ვინმე კიდევ... 555 ვააა რა კარგი იყო... აღარ მეგონა ასეთი თავისუფალი ენით თუ წერდა ვინმე კიდევ... 555
6. დამაინტერესა...წავიკითხავ წინა თავებსაც...:) დამაინტერესა...წავიკითხავ წინა თავებსაც...:)
3. ქუთეისიდან, სიმონ, ნამდვილად არაა 2 საათზე მეტი დრო საჭირო :)
ქუთეისიდან, სიმონ, ნამდვილად არაა 2 საათზე მეტი დრო საჭირო :)
2. ქუთაისიდან მეტი დრო ნარDAდ Aღ DAშწIღDEBA , თი ირონიით იყო ნატქბამი? სიტუაცია იძაბება , საინტერესოა მაკო მოერევა თუ ნათკა:) მე ნათკას ვბალელშიკობ:) ფრიად საინტერესოდ ვიტარდება ამბები და ავტორიც ასევე ფრიად და ფრიად ოსტატირად გვიყვება ამ ამბავს:) და ამდენი ფრიადის შემდეგ მე ვინღა მომცა სხვა უფლება, რომ ფრიადი არ დავწერო:) ხოდა ფრიადI ქუთაისიდან მეტი დრო ნარDAდ Aღ DAშწIღDEBA , თი ირონიით იყო ნატქბამი? სიტუაცია იძაბება , საინტერესოა მაკო მოერევა თუ ნათკა:) მე ნათკას ვბალელშიკობ:) ფრიად საინტერესოდ ვიტარდება ამბები და ავტორიც ასევე ფრიად და ფრიად ოსტატირად გვიყვება ამ ამბავს:) და ამდენი ფრიადის შემდეგ მე ვინღა მომცა სხვა უფლება, რომ ფრიადი არ დავწერო:) ხოდა ფრიადI
1. მიყვარს ასეთი სიგიჟეები!:) ბაც!!! გრეკავს თავში და ნანატრ ზღვას სტუმრობ..
ისე, ნელა იარეთ ხალხნო:2 საათში ქობულეთში რანაირად ჩახვედი? 3 დაგეწერა იქნებ დამეჯერებინა:)
მიყვარს ასეთი სიგიჟეები!:) ბაც!!! გრეკავს თავში და ნანატრ ზღვას სტუმრობ..
ისე, ნელა იარეთ ხალხნო:2 საათში ქობულეთში რანაირად ჩახვედი? 3 დაგეწერა იქნებ დამეჯერებინა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|