ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2011


. . . ყვავილების დედოფალი . . .

ღამით მესიზმრა, ქალი ღვთაება,
დამწვარი გრძნობით რომ მეზმანება,
თეთრით მოსილი, ირგვლივ ყვავილში,
მისი ცქერისგან, ცოცხლად დავიწვი.

ტანი, რა ტანი, ალვა და სურო,
რაც გინატრია გულო და სულო,
კანი კი ნაზი, როგორიც ია,
ბაგეს ბაგისგან კბილი ძლივს მიჯნავს.

თითები გრძელი, თხელი და სწორი,
მომეჩვენა ვით ლევკადენდრონი,
ლოყა დარცხვენილ სიწითლეს ირთავს,
და მაგონდება ღაჟღაჟა ტიტა.

ნერვიულობის უწყვეტი ფეთქვა,
ნაკვთებზე ცრემლი და ქრიზანტემა.
მისი ღაწვები ისე თბილია,
ზედ ამოსულა თეთრი ლილია.

მოუ-ხატია პატარა ყური,
საყურის მსგავსი ჰიპერიკუმით,
მკერდში პატარა, ნაკვესი გულის,
უფეთქავს მძლავრი ანთირიუმი,

თვალ-წარბი გიშრის, ყაყაჩოს გული,
გამოხედვა კი მეფურად უტყვი,
ბაგე მდუღარე, სიწითლე ვარდის,
სამოთხისაკენ სწრაფვას რომ გაზრდის.

გამომეღვიძა, გონზე არ ვიყავ,
მას კვლავ შევხვდები, ყველაფერს ვფიცავ!
რომ შემიყვარდა, ვითხოვ შენდობას,
გულში ღრმად ვისვამ ყვავილთ დედოფალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს