ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2011


თაკანე

გზა დიდიაო
გადაშალა  თაკანემ წიგნი.
გზა სიარულმა დალიაო,  ამოიკითხა იმავ წიგნში.

ყველგან გზაა,_ გაუგრძელდა თაკანეს ფიქრი
და  ფიქრად იქცა. 
გადასახლდა  იმ წიგნის გულში_
მეშვიდე ფურცლად.

"დაიღრიალა გველეშაპმა  და  ზე აიჭრა,"
დაედევნა თაკანე, მირბის.
გველეშაპს  კლანჭში მოუჩანს ჩვილი..

...და თაკანემ შეირბინა  სიმართლის წიგნში
რომ ამოგლიჯოს  საწიგნეთიდან 'ჭირი იქა"
(ვიღაც ყოველთვის იტანჯება იმ "იქას" მიღმა.)

და მშვიდობას კვლავ თაკანე გაედო ხიდად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები