ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2011


გათენებისას



ქალს მთელ სხეულზე
კოცნა აყრის
ვარსკვლავთა ქარებს...
მერე ყუჩდება
მითენთილი ეყრდნობა ალერსს...
აქ უხარიათ ერთმანეთი
დახუჭულ თვალებს...
და ვაჟის ფიქრებს
ცისარტყელად
ღიმილი გასდევს:

,,თითქოს ფანჯრიდან
მზე დაგიგორეს
ძლიერ მკლავებზე''

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები