ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2011


კაცის სიცოცხლე

კაცის სიცოცხლე წამია,
წამება წუთისოფლისა
ჩამოიქროლებს გაქრება
როგორც ნამქერი თოვლისა.

გაიფანტება უკვალოდ
დროსა და ჟამის ტრიალში,
დაიფერფლება უწყალოდ
ამ ქვეყნის ორომტრიალში...

წამია ეს ყველაფერი,
რაც კი რამეა ამ ქვეყნად,
ტანჯვა წამება დარდები
ყველანი მივალთ იმ ქვეყნად.

ჩვენი სიცოცხლე ბრძოლაა,
სიკეთისა და ბოროტის
მძიმე გამოცდა ცხოვრების
მუდამ სიცოცხლის ბოლომდის...

მადლი სიკეთე ნადები,
ეს ყველა კაცის ვალია
სევდა ცრემლი და დარდები
წუთისოფელის ბრალია.

იდუმალებით მოცული
სიცოცხლე ძალზედ ძვირია,
ამაო წუთისოფელი
ხან მწარე და ხან ტკბილია.

კაცის სიცოცხლე წამია,
ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი
ხან დაფერფლილი ოცნება
ხან ანთებული ლამპარი!

24.06.2008წელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები