ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2011


კითხვები

რა ქვიათ იმ ძაფებს ჩვენ რომ გვიჭერენ
და გამუდმებით გვაბრუნებენ საკუთარ თავთან?!
რა მარწუხები შეედრება_საცეცებივით
გეხვევიან და ხორცით კი არ,
სულით ყავხარ გამობმული
თეთრი ბატკანი
და ფრანი რაა_
საცალფეხო ბილიკიც არ გაქვს,
სულერთია, მაინც ვერ წახვალ,
ვერსად წაუხვალ, მიბმული ხარ
ერთ გოჯ მიწაზე.
ან იქნებ ცაზე?_
დედამიწის ცისფერ მანდილზე,
სარკესავით  რომ ირეკლავს მიწას
და მასაც სტკივა, რაც ოდესმე ეტკინა მიწას,
რადგან ზედ გულზე ამოაკაწრა
წვერწამახულმა მყინვარწვერმა სიტყვა
,,სამშობლო“...
რა ქვიათ იმ ძაფებს
დატოტვილი წიფლის ვარჯივით,
წარსულს და აწმყოს ერთმანეთთან რომ აკავშირებს
და ყველა წვერი
(როგორც რომში ყველა გზა–შარა)
ერთ პატარა კუნთში გროვდება,
რომელიც ფეთქავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს