დადიან! რა დარდი, მხოლოდ მზე დაჰნათით, დარია რიოში, დარია ნიცაში... არიან მიწაზე და იქნებ რიონში თავს იკლავს გულმკვდარი ბოღმით და ღალატით...
ჯალათი ვინ თქვა რომ ეს ზამთრის ქარია, ან დანა ხელებმა რა ძალით მოძებნეს?! არა ღირს ჩარევა, რისკია, შარია, ამ დარის გაცდენაც ძნელია ძალიან და თუმცა დარია - ვინაა, რისია, რადაა რიონთან ვიღაცა დარდებით - იციან და მაინც ვერაფრით იცლიან.
დარია რიოში,ნიცაშიც დარია...
დარისთვის რიონთან რატომ ვერ იცდიან? და რისთვის მიჰყვებათ დარდები მიწაში? დადიან! ცალ-ცალკე მშვენივრად იციან მიზეზი... მიზანი... დარდი კი სხვისია და დროის ისარი დანარჩენს აშორებთ. აშრობენ ტანსაცმელს დამხრჩვალის რიონში.
დარია ნიცაში, დარია რიოში!
შორია...
და აქ კი ცალ-ცალკე დადიან, დროც მიდის სხვა დარში და რიარიებში... (ერთად რომ მღერიან ხანდახან კარგია) კარგია რომ დარი იქნება რიოში.
რიონში ვიღაცა დაიხრჩო (ნოდარი). ჩადებენ მიწაში... ჰო, დარი იქნება ხვალიდან ნიცაში.
ისინიც დადიან. იცინეს... ადარდე!
.......................
მე რაღა დამრიონ უკვე რომ დამრიეს?!
.......................
ერიდე, დაგლევენ ერთ დღესაც რიონო! (გადამრევს!)
05. 03. 2011. ბობნევი ღამე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :) საინტერესოა :) :) საინტერესოა :)
2. გამეცინა რატომღაც ისე მომეწონა:D: + გამეცინა რატომღაც ისე მომეწონა:D: +
1. ვინც ამას გამიგეეეეებს.... ვინც ამას გამიგეეეეებს....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|