ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2011


  ჩამოტვირთვა

ფანტელი

ფანტელი

დილით ფანტელები ციდან მათოვდა,
მე კი შენს სახეს სიზმრად ვხედავდი,
უფალს შევთხოვე წამით მენახე,
ლოცვა მინდოდა და ვერ ვბედავდი.

თურმე მიყვარდი მე მთელი გულით,
მთელი სხეულით შენთან ვიყავი,
თურმე მჯეროდა მე ოცნებების,
შენ კი ეგ გული ვერ გამიყავი.

დავშორდით წამით მკვდარია ჟამი,
ჩემში შენს სახეს ყოველდღე ვლოცავ,
სულ მეყვარები სიცოცხლეს ვფიცავ,
და თუნდა მოვკვდე გავქვავდე როცა.

მოვიდეს ჩემში უფლის სიწმინდე,
ქრისტეს ცრემლებად მედინოს თვალზე,
ჩემი არსება შენში დარჩება,
სანამ ვიცოცხლებ არ გაგცვლი სხვაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები