ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2011


  ჩამოტვირთვა

აღსარება

ყოველი ცოდვა სახეზეც კი გამომკვეთია,
ჩემი ცრემლი კი შიგადაშიგ ზღვაში წვეთია,
ხშირად ცოდვები მიდიან და უკან მოდიან
აღსარება კი ჩამოხსნილი მხრიდან ლოდია.
  იცი ტაძარში წირვაზე რომ კვლავ გელიან
  იცი ტაძარში მისასვლელი გზებიც ვრცელია,
  ახალი ცოდვა მხრებზე გედება ახალ ლოდებად
  და გზაში ისევ განსაცდელი რომ გელოდება.
და ცხოვრებაში ტვირთიც მხოლოდ მხრებზე ლოდია,
რადგან ცოდვები მიდიან და უკან მოდიან,
ცოდვებისაგან თვალებიც ვერ გამიხელია
და აღსარება პოეზიად გამიმხელია,..
    ვიცი ცოდვები შედარებით უფრო მეტია
    რა ვქნა უფალო ამ ერთ გვერდზე არ დამეტია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს