ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2011


წინაპართა ნაკვალევზე

ციხე ნანგრევებს, როცა ვეხები,
ჩუმი ძახილი ჩამესმის ხმათა,
რაღაც საოცარ მადლით ვივსები,
და ვგრძობ სიწმინდეს მე წინაპართა.

და ეს სიწმინდე საქართველოა,
ღვთისმშობლის ლოცვით აღტკინებული,
ნაკურთხი მიწა მთა და მდელოა,
იესოს კვართით გაბრწყინებული.

ბრძოლით დაღლილნო მამა-პაპანო,
ბევრი რამ ზოგჯერ, ენით ვერ ითქმის,
დიდება თქვენდა დიდება თქვენდა,
მადლობის მეტი ნეტავ რა გვეთქმის.

მუდამ სამშობლოს ბედზე მლოცველნო,
ჭირში თუ ლხინში მედგრად დამდგარნო,
სამშობლოს სიყვარულში დამწვარნო,
დიადნო გმირნო მამა-პაპანო.

თქვენს ნაკვალევზე არ დადგა მტვერი,
მტერმა ვერასდროს ვერ გაიხარა,
თქვენს ნაფესვარზე აყვავდა ერი,
ვაზის ლერწივით ამოიყარა...................


11.12.2006წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები