ცრემლების მჯერა
წყლის პირას ირხევა ნაზად ტირიფები, ვდგევარ და შევყურებ თითქოს, ტოტებს გაუხდიათ ლერწმად წამწამები, და ჩუმად თავისთან მიხმობს.
ნეტავი განახა თვალებმა რა ნახა, სახე შემეცვალა იქ მყოფს, ტიროდნენ წყლის პირას მწვანე ტირიფები, გული სტკენიათო თითქოს.
ვდგევარ და შევყურებ სული განიწმინდა, ცაში მეძახიან ერთხმად, ვდგევარ და შევყურებ სიზმარი მგონია, წამით გადვიქეცი ლერწმად.
ცრემლი არ სდენია თვალებს არასოდეს, და ახლა სახე მაქვს სველი, გული მეფლითება წარსულზე ფიქრებით, მასთან სიახლოვეს ველი.
ცრემლად იღვრებიან თითქოს ტირიფები, თვალებს ვერ იშრობენ ვერა, ვდგევარ და შევყურებ გული აღარ მიცემს, და მე ამ ცრემლების მჯერა.
წვიმად იღვრებიან თვალებიც ფიქრებით, სიზმრად მაგ შენს სახეს ელის, ციდან მოვლენილი ლამაზი ფიფქებით, გული სიყვარულზე მღერის.
ცრემლად იღვრებიან მწვანე ტირიფები, ლერწამს ვერ იშრობენ ვერა, ვდგევარ სიყვარულით გული მეფლითება, და მე ამ ცრემლების მჯერა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. http://www.youtube.com/watch?v=TA2L3hwIwKM&feature=related http://www.youtube.com/watch?v=TA2L3hwIwKM&feature=related
7. არ დგეხარ ძმა,დგახარ! :) არ დგეხარ ძმა,დგახარ! :)
6. ზნაჩიტ მოსკოვი არ ხარ. ზნაჩიტ მოსკოვი არ ხარ.
5. წყლის პირას ირხევა ნაზად ტირიფები... - ირხევიან აღარ გავაგრძელე...:) წყლის პირას ირხევა ნაზად ტირიფები... - ირხევიან აღარ გავაგრძელე...:)
4. რა ჭირი გვჭირს კი მაგრამ?
მე არა გომბეშომ იკითხა რა ჭირი გვჭირს კი მაგრამ?
მე არა გომბეშომ იკითხა
3. კარგი ლექსია გია წარმატებები : ))) +2 კარგი ლექსია გია წარმატებები : ))) +2
2. სევდიანი ალამაზი ლექსია წარმატებები სევდიანი ალამაზი ლექსია წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|