გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა"(2011 13. 06) http://www.open.ge/index.php?m=12&y=2011&art=8183
ნინო დარბაისელი
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაც კი უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ,,საბას" ჟიურის, ასე ვთქვათ, ინკოგნიტო წევრების ბნელი საქმიანობა''
1. თქვენ ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში ამბობთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაც კი გამჭვირვალეა, ,,საბას” პრემიის ორგანიზატორებისა და ჟიურის საქმიანობა კი საეჭვო ბურუსით არის მოცული. როგორ გგონიათ, ,,საბა” იმიტომ არის საეჭვო ბურუსით მოცული, რომ შიგნით კორუფცია სუფევს?
- ამთავითვე განვმარტავ, რომ კორუფციაზე საუბრისას, რასაკვირველია, ვინმეს პირდაპირ ფულად მოსყიდვას არ ვგულისხმობ. საუბარია ლიტერატურულ კორუფციაზე, როდესაც გარკვეული კლანის ხელში მოხვედრილი რომელიმე პრემია, ლიტერატურული ღირსების გაუთვალისწინებლად, სისტემატურად ნაწილდება უპირატესად საძმო-სადაქალოს წევრებზე, მარტივი პრინციპით: \"მე შენ გაძლევ, შენ მე მომცემ\"! დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაც კი უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე \"საბას\" ჟიურის, ასე ვთქვათ, ინკოგნიტო წევრების ბნელი საქმიანობა, თუმცა წელს მასში, იქნებ ასერიგად მოდური ,,გამჭვირვალობის‘’ ბაძვითაც, იმავე სამინისტროს მოქმედი (თუ უკვე ყოფილი ?) დაბალჩინოსანი თანამშრომელი - დიანა ანფიმიადიც ჰყავდათ შეყვანილი. გეკითხებით, რას გვაძლევს ჟიურის წევრთა ვინაობის გასაიდუმლოება, თუ იგი მხოლოდ უცხოთათვის რჩება მიუწვდომელი, საახლობლოსთვის უმალ ცნობილი ხდება და კომფორტულ ვითარებაში აგვარებენ მათ საქმეებს?! ჟიურის წევრი, რომელიც ღიაობის პირობებში ფსიქოლოგიურად არ არის მზად, იყოს პრინციპული და ობიექტური, ვითომ გაუხმაურებლობის დროს იქნება უცოდველი?! ეს ხომ, უბრალოდ, გულუბრყვილოთა მოტყუება და თვალში ნაცრის შეყრაა. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ზნეობრივად მტკიცე, პროფესიონალი ლიტერატორები, რომელთაც პროტექციას ვერც შებედავ. რატომ უნდა იღებდნენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს გუშინდელი დებიუტანტები, რომელნიც არც ფსიქოლოგიურად, არც ინტელექტუარად და არც მორალურად არ არიან მზად ამისათვის?!
2. სოციალურ ქსელ facebook-ზე, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეთ ,,შეკითხვები ზღაპრითურთ, კონკურს ,,საბას” ორგანიზატორთა ობიექტურობაში დაჯერებული მეგობრებისათვის”, სადაც ცალსხად მიანიშნებთ პოეტ რატი ამაღლობელის კორუმპირებულობაზე. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს? რატი ამაღლობელთან ფიგურირებს წლევანდელი ,,საბას” ფინალისტი ქეთი ნიჟარაძე. თქვენ ფიქრობთ, რომ ქეთი ნიჟარაძეს რატი ამაღლობელმა გაამარჯვებინა?
- კორუფციას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სპეციფიკური სახე აქვს. ვიმეორებ, მე საუბარი მაქვს, საკუთრივ, ლიტერატურულ კორუფციაზე. თქვენ მიერ ნახსენებ ,,ჩანაწერში’’ იქვეა მოთავსებული ინტერნეტით გავრცელებული ლინკი მინი რეპორტაჟისა, რომელიც ცხადყოფს, რომ 2010 წლის მარტში ,,თბს ბანკის’’ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო ქეთი ნიჟარაძის პირველი პოეტური კრებული ,, წაუკითხავი ლექსები’’’, რომელიც რატი ამაღლობელმა თავისი სეფე-სიტყვით დაამშვენა, შემდგომ ამისა, ეს, კიდევ ვიმეორებ, უმწიფარი კრებული, რომელში შესული ლექსების გამოქვეყნებისგანაც თავს შეიკავებდა ნებისმიერი რედაქტორი, თუკი საკუთარი ჟურნალის დონეზე ზრუნავს, ,,საბას’’ გამოქვეყნებულ ..შორტლისტებში’’, არა დებიუტის, არამედ პირდაპირ ,პოეზიის ნომინაციაში, ხვდება, ანუ იქ, სადაც არ მოიძებნა ადგილი მნიშვნელოვანი პოეტებისთვის, რომელთა ჩამოთვლისაგანაც თავს შევკავებ, შემდგომ ამისა, ,, საბას’’ დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი დღით ადრე რატი ამაღლობელი უტიფრად ცრუობს მთელი საქართველოს ტელემაყურებლების წინაშე, რომ ეს თურმე ქეთი ნიჟარაძის პირველი კი არა, მესამე კრებულია. როგორ ფიქრობთ, თუნდაც ეს ერთი კერძო ,, უმნიშვნელო’’, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით დადასტურებული შემთხვევა ცოტაა, რათა მე ან მთელს საზოგადოებას შეექმნას საფუძვლიანი წარმოდგენა რატი ამაღლობელის კორუმპირებულობაზე?
3. თქვენ ამბობთ, რომ ქეთი ნიჟარაძე არის ავტორი უმწიფარი ლექსებისა. შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რა არ მოგეწონათ ახალგაზრდა პოეტის ლექსებში?
- კითხვა, რა არ მომწონს რომელიმე პოეტის კრებულში, მართებული იქნებოდა მაშინ, კრებული მეტნაკლებად საშუალო დონისა რომ იყოს. ამ შემთხვევაში კი გაუმართლებელი მგონია, რადგან თვით რატი ამაღლობელმაც კი, თავისსავე გამართულ პრეზენტაციაზე ქეთი ნიჟარაძის ღირსების წამოსაჩენად ბევრი ვერაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ იმეორა, თურმე როგორც პოეტს ინტუიცია ჰქონია. მხოლოდ ამაში თუ იძლევიან ,,საბას’’, ერთი-ორი ცნობილი თანამედროვე ქართველი ,,ნათელმხილველის’’ სახელს შევახსენებდი, არაფრით ნაკლებად და იქნებ ქეთი ნიჟარაძეზე ბევრად უკეთაც რომ წერენ. მხოლოდ ავტორის ,,პოეტური ინტუიცია’’ ჰყოფნის ტექსტს, რომ მასზე, როგორც რომელიმე სერიოზულ ლიტერატურულ კონკურსში წარდგენილ პოეტურ ნაწარმოებზე სერიოზული საუბარი შეიძლებოდეს?
4. დიდი ხანია იმაზე საუბრობენ, რომ ,,საბას” ჟიურის წევრები ერთი წელი ჟიურიში არიან, მეორე წელს კი ნომინირებულნი არიან კონკურსზე და ფინალშიც გადიანო. თქვენს კომენტარში, რატი ამაღლობელს იგივე უწინასწარმეტყველეთ. როგორ ფიქრობთ, ,,საბა” მარტო ჟიურის წევრებისთვის და მათი ახლობლებისთვის არსებობს?
- ისინი, ვინც ამის თაობაზე კარგა ხანია ასე და ამრიგად საუბრობენ, მართალნიც არიან. საბაზე ხომ თითქმის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ჟიურის წევრებად გასულნი თავად აჯილდოებენ თავის რჩეულებს, მომდევნო წელს კი ეს ყოფილი გამარჯვებულნი, აწ კი ახალი ჟიურის წევრები, საჯაროდ, დაჯილდოების ცერემონიალის დროს, ,,ვალს უბრუნებენ’’ საკუთარ კეთილისმყოფელს. ამაღლობელმა ერთ თავის ინტერვიუში ბრძანა, რომ წელს კრებულს გამოსცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს არ იქნება ,,საბას ‘’ ორგანიზატორი, ვფიქრობ, სიბილას თუ დებორას დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმის წინასწარმეტყველებას, როგორ ,,მიინიჭებს’’ იგი საკუთარი მეგობრების ხელით პრემიას, განა 2006 წელსაც ასე არ მოიქცა?
5. სხვანაირად ნუ მიიღებთ, მაგრამ ეს კითხვა უნდა დაგისვათ. ,,საბას” კონკურსში თქვენც იღებდით მონაწილეობას. თქვენმა ,,ვიტა ბრევისმა ” რომ ვერ გაიმარჯვა კონკურსში, ამის გამო ხომ არ გაბრაზდით? რომ გაგემარჯვათ, ,,საბა” მაინც კორუმპირებული კონკურსი იქნებოდა?
- ჩემი კრებული წელს არათუ გამარჯვებულთა შორის, საერთო სიაშიც კი დიდი, ჯგუფური ინტერნეტ-ბრძოლის შედეგადაა შეტანილი. ამის მერე იგი ,,შორტლისტებშიც’’ ვერ მოხვდა. მანამდე 2005 წლის ,,საბას’’ ჟიურის წევრმა და წლევანდელმა გამარჯვებულმა გივი ალხაზიშვილმა საკუთარ გამომცემლობაში, როგორც ახლა ირკვევა, თავისივე მიერ ,,ლევად’’ გამოცემული ჩემი კრებული ,,დიოტიმა’’, საერთოდ დაუმალა ჟიურის, ისარგებლა რა ჩემი უცხოეთში ხანგრძლივი ყოფნით. ეს ჩემს ნაცვლად რომელიმე სხვა ავტორს რომ მოსვლოდა, გულს გაუხარებდა? ამდენად, ჩემი რეაქცია მომხდარზე - სავსებით ადეკვატურია. იგი გამოვხატე და გამოვხატავ კიდეც საჯაროდ, გულწრფელად, დოკუმენტირებულად, დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები და აპრობირებული, კანონიერი საშუალებებით. წლევანდელი ,,საბა’’ კი , მიუხედავად იმისა, გავიმარჯვებდი თუ არა პირადად მე მასში, მაინც კორუმპირებულად დარჩებოდა. საკუთარი გამარჯვება ცხადია, გამახარებდა, მაგრამ გულწრფელად იმას მივაწერდი, რომ ჩემი სახით, კონკურსის მესვეურებს დასჭირდათ ერთი დღემდე სუფთად გადარჩენილი ,, ფეისიც’’, რათა საკუთარი ძმაკაც-დაქალებისადმი გაწეული სამსახური ამ ,,ფეისსმიღმა‘’ მიჩქმალულიყო.
6. თქვენს გვერდზე, რატი ამაღლობელთან, ასე ვთქვათ, შეკამათება მოგივიდათ. თქვენ მას მისწერეთ, ახლა რაც გამოვაქვეყნე ჟურნალია, მალე 3 D-ს ფორმატის კინო იქნებაო. რას გულისხმობდით? რატი ამაღლობელზე რამე კომპრომატების გამოქვეყნებას ხომ არ აპირებთ?
- რატი ამაღლობელის კორუმპირებულობის ნათელყოფას ჩემი მხრით, რა დამატებითი, რაღაც ფარული კომპრომატების გამოქვეყნება სჭირდება. იგი ხომ თავისი საქმიანობითვე გონიერი საზოგადოების თვალში ისედაც კომპრომეტირებულია, როგორც მთავარი ,,გმირი’’ საბას პრესტიჟის შელახვისა. ,,ჟურნალის შემდგომ კინო’’კი იმას გულისხმობდა, რომ ,,საბას’’ მესვეურთა მოსალოდნელ, უკვე ტრადიციადქცეულ, კლანურ გადაწყვეტილებებს მკაცრი შეფასებები მოჰყვებოდა და მოჰყვება, თანაც არა მხოლოდ ჩემი მხრიდან.
7. მოგწონთ თუ არა რატი ამაღლობელის ლექსები?
- არსებობს ამაღლობელის პოეზიაზე კრიტიკოს თეიმურაზ დოიაშვილის მიერ 2003 წელს გამოქვეყნებული წერილი ,,პოეზია პაუზაა’’, რომლის ავტორის კეთილგანწყობაშიც ძნელია ეჭვი შეიტანო. მაშინ კრიტიკოსი არაერთ არსებით შენიშვნას გამოთქვამდა დამწყები პოეტის პირველი კრებულების ანალიზის საფუძველზე და მომავლისათვის მათ გამოსწორებას აუცილებლად თვლიდა. დაბეჯითებით ვიტყვი და საჭიროების შემთხვევაში წერილობითაც დავამტკიცებ, რომ ამაღლობელი წლიდან წლამდე უარესად და უარესად წერს. ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ინერციაც მიელევა და წერას საერთოდ მიანებებს თავს.
8. ,,საბას” მომავალ კონკურსზე თუ მიიღებთ მონაწილეობას? - თუ არ მოხდება ,, საბას’’ ახალი ფორმატის’’ შემუშავება და მისი დისკრედიტებული ჯგუფის შეცვლა, არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვა ,,კლანსგარეთა’’ ავტორთა მონაწილეობას მასში აზრი არა აქვს. მონაწილეობის შემთხვევაში, კორუფციისთვის ნიშნეული ,,პროპორციულობის წესის’’ წყალობით, მათ იღბლად, იქნებ პრემიაც მოიპოვონ, ცოტა ხელიც მოიმართონ, მაგრამ ჩემთვის მაინც ,,თეთრ ზანგებად’’ დარჩებიან და ვფიქრობ, არც გონიერი საზოგადოების თვალში შეიძენენ რაიმე დამატებით ღირსებას, პირუკუ კი უფრო სავარაუდოა - იქნებ აქამდე ღირსეულ მათ რენომეს რაიმე ჩრდილისმაგვარიც მიადგეს. მოკლედ, ამ კონკურსს, რომელიც ლიტერატურულ ინტერესებს უფრო და უფრო ემიჯნება და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას ემსგავსება, თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, როგორც მონაწილე, პირადად მე აღარასოდეს გავეკარები. პრემიის მთავარი დამფუძნებლის კეთილი ნების საპირისპიროდ, ,, საბა’’ დღეისთვის ლიტერატურას, პოზიტიურ ორიენტირთა გამოკვეთას კი არ ემსახურება, მის ფასეულობათა აღრევას უწყობს ხელს.
9. ამ თემას ოდნავ გადავუხვიოთ. რას ფიქრობთ დღევანდელ ქართველ მწერლებზე, პოეტებზე? ბევრ მათგანს განდიდების მანია სჭირს და თავს გალაკტიონსა და რუსთაველს უდარებს.
- მეგალომანია საერთოდ პოეტთა ტიპიური სენია, რაც მეტნაკლებად ყველას გვჭირს. უნიჭოთა მოხშირებული ,,ჩემი სჯობსო’’ სასაცილოზე სასაცილოა, ხოლო ნამდვილი პოეტებიდან თუ ვინმეს გული ერჩის, რუსთაველსა და გალაკტიონს გაუტოლდეს, საქმითაც უნდა დაამტკიცოს. თუმცა, არ დავმალავ, ძალზე მეპარება ეჭვი დღეს ეს ვინმემ შესძლოს. თუ ვინმე ჭეშმარიტ სიმაღლეს თავს უტოლებს, მაგრამ რეალურად ვერ შესწვდება, რაღა დარჩენია, ცდილობს ეს სიმაღლე რამენაირად დაამდაბლოს, მგალითად უხამსი ფსევდო პოსტმოდერნისტული პოეტური წაკითხვა შესთავაზოს გულუბრყვილო მკითხველს. ეპატაჟი არის? - არის! სკანდალით სახელის განთქმაც გარანტირებული აქვს.
10. ხომ არ გამოდის ისე, რომ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ,, საბას’’ კონკურსში ყველა გამარჯვებულის და ჟიურის ყველა წევრის ღირსებას?
- წეღან საუბარში ,,თეთრი ზანგები’’ ვახსენე, თუმცა მათი მნიშვნელობა არ განმიმარტავს. ჟიურის კეთილსინდისიერი წევრები და ,,საბას’’ ღირსეული გამარჯვებულები, ჩემი თვალთახედვით, ასეთნი არიან. რატომ ,,თეთრი ზანგები’’?! ამერიკაში ცხოვრების გამოცდილებამ დამანახვა ერთი საინტერესო ყოფითი კანონზომიერება. რასობრივ დისკრიმინაციაში რომ არ დაედოთ ბრალი, თეთრკანიანები მუდამ ცდილობენ, საკუთარ კომპანიაში რაღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე აუცილებლად ამუშაონ ერთი-ორი ზანგი, ჯგუფურ ფოტოშიც მუდამ ჰყავდეთ ორიოდე ასეთი, თუ პრესტიჟულ სამეზობლოს აშენებენ და დიდ წვეულებას იხდიან, ასევე. ,, საბას ‘’ საქმიანობაშიც ასეთი ე.წ. ,,პროპორციის პრინციპი’’ იკვეთება, თორემ ასე რომ არ მოიქცნენ, საზოგადოებრივ პრესტიჟს საერთოდ გამოეთხოვებოდნენ. დაუკვირდით მარტივ არითმეტიკას, ხუთკაციან ჟიურიში სამი თუ ორგანიზატორის უპირობო ახლობელია, განსხვავებული აზრის შემთხვევაში, ორი სამის წინააღმდეგ რამეს გააწყობს? კომუნისტების დროს, ჩემს მამამთილი, წესიერებითა და პირუთვნელობით განთქმულ ალექსი ჭინჭარაული ხშირად შეჰყავდათ უმაღლესის მიმღებ კომისიაში და მერე რაღაც კაპიკებისთვის ზაფხულობით კარგახნის ლოდინი უხდებოდა,. ერთხელ შევკადრე, ნეტავ რატომღა იღლით თავს მაგ კომისიებში შესვლით-მეთქი. მიპასუხა, არ მინდა, ვინმე ნიჭიერი და პატიოსანი დაიჩაგროსო. ამაზე გულსატკენად მივუგე, თქვენი პატიოსნებით სინამდვილეში კორუფციას უფრო უწყობთ ხელს. რომ ხმაურდება, კომისიაში ხართ, მექრთამეები ფასებს აორმაგებენ, წელს ჩაწყობა ძნელდებაო, ნიჭიერი კი ისევ დაჩაგრული გამოდის-მეთქი. იმის მერე, როგორც მახსოვს, იგი მიმღებ კომისიაში აღარც შესულა.
11. დღეს წინა პლანზე არიან ის პოეტები და მწერლები, რომლებსაც ფული, ძალაუფლება და ბევრი ნაცნობობა ჰყავს. არიან ისეთებიც, რომელთა ნაწარმოებებს ამ ,,ცნობად” ავტორთა ნაწარმოებებს ვერც კი შეადარებ, რადგან გაცილებით მაღალი დონისაა, თუმცა, მათ არავინ არ იცნობს. როგორ შეიძლება ეს ავტორები საზოგადოებას გავაცნოთ?
- დიახ, დღეს პოეტებად თვითგამოცხადებულ პირთა ხელში თვითპიარის მრავალი საშუალებაა მოქცეული: ფული, ძალაუფლება, ნაცნობობა და სხვაც ბევრი რამ, რასაც მარჯვედ იყენებენ გაქნილი უნიჭოები, მაგალითად, წლევანდელი ,,საბას’’ პოეზიის ნომინაციაში ,, ჩაწყობით’’ გამარჯვებული გივი ალხაზიშვილი - ყოვლმხრივ რეპუტაციაშელახული, პროფესიული კრიტიკის მიერ სულ ახლახანს ნეგატიურად შეფასებული ,, რიგითი მთხზველი’’, რომლისთვის პრემიის მინიჭებითაც ვითომდა კრიტიკის ღორძინების მოსურნე ,,საბას’’ ორგანიზატორებმა და ჟიურიმ ასეთი ცინიკური პრინციპულობა გამოიჩინეს. მოკლედ, რატია და რატის ნაბადი! ნამდვილ, უფრო მაღალი დონის, მნიშვნელოვან, მაგრამ მიჩქმალულ ავტორებზე კი საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, ხმა უნდა აღიმაღლოს უღირსთა აღზევების წინააღმდეგ, არ დაუშვას ლიტკონკურსების ფარსი და მაშინ ნიჭიც გამოჩნდება და თავის გზას გაიგნებს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ თვალწინ ლიტერატურის მაგიერ აღიმართება წიგნებად გამოცემული მაკულატურის მთები, რომელსაც ქვეყნის საცინელ-სავალალოდ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას დაარქმევენ.
12. მისაღებია თუ არა თქვენთვის ისეთი ნაწარმოებები, რომელშიც წინა პლანზეა წამოწეულია სექსი, ნარკომანია, ძალადობა? ამ ნაწარმოებების ავტორთა თქმით, დღეს ეს სჭირდება ხალხს, მკითხველს.
- სუბიექტურად, ასეთი არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ ხელოვნების სხვა დარგებიც ნაკლებად მიზიდავს და ეს ჩემი, როგორც მკითხველის გემოვნების ამბავია, ობიექტურად კი ასეთ ნაწარმოებებს, თუ სინამდვილეში იმდენად ღირებული სათქმელი აქვთ, და თანაც, რეალურად, იმდენად მაღალია მათი მხატვრულ-ესთეტიკური ხარისხი, ვინ რას გააწყობს? მაგრამ აუცილებელია, დემოკრატიული განვითარების გზაზე შემდგარ ჩვენს სახელმწიფოს ამ ტიპის ლიტერატურული თუ არალიტერატურული პროდუქციისადმი კანონმდებლობით უზრუნველყოფილი რეიტინგული სისტემა ჰქონდეს.
13. რა აზრის ხართ ისეთ ნაწარმოებებზე, როლშიც შეურაცხყოფილია ქართული ტრადიციები, რელიგია? მაგ. ერეკლე დეისაძის ,,საიდუმლო სირობა” და სხვ.
- ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური. მათი მიზანი ეპატაჟის გზით თვითდამკვიდრება და ამ მიზნით, ჩვენს სულიერ ღირებულებათა შეურაცხყოფაა და არა - ღირებული მხატვრული ნაწარმოების შექმნა. თუმცა დღეს ეს ეპატაჟიც ვეღარ მუშაობს ქართულ საზოგადოებაში, რადგან მის ზნეობრივ ორიენტირებზე თუნდაც მასმედიის გამოყენებით, იმდენი მხრიდან ხორციელდება ტოტალური შეტევა, რომ უკვე უჭირს ან აღარც შეუძლია, შეინარჩუნოს აუცილებელი კონტრასტული ფონი, ნიადაგი, რომელზეც რაიმე ტიპის ეპატაჟი თავის ბუნებას მკვეთრად და მომგებიანად გამოავლენდა.
14. საქართველოში თუ არსებობენ ლიტერატურული კრიტიკოსები?
- გნებავთ, მიკერძოებაში ჩამეთვალოს, მაინც ვიტყვი, რომ თუ კრიტიკოსის ცნება პროფესიონალიზმსა და პრინციპულობას ერთდროულად გულისხმობს, ასეთი დღეს საქართველოში ჩემი მეგობარი და საბედნიეროდ, არა მხოლოდ ჩემი მასწავლებელი თეიმურაზ დოიაშვილია. გვყავს სხვა პროფესიონალი კრიტიკოსებიც, რომელთაც არ უცდიათ, ან ხელი აიღეს პრინციპულობაზე, დაივიწყეს იგი, ან დაიღალნენ მუდმივი ბრძოლით, ჩვენს საზოგადოებაში მართალი სიტყვის მთქმელს რომ მოელის და უფრო მშვიდ, მეტნაკლებად შემოსავლიან საქმიანობებს მიჰყვეს ხელი. არიან ასევე პროფესიონალი კრიტიკოსები, რომელთა ინტერესის საგანს ნაკლებად წარმოადგენს მიმდინარე ლიტერატურული პროცესი და კრიტიკის სხვადასხვა ჟანრებში აპრობირებული მეთოდებით მუშაობენ, უფრო თეორიული საკითხებით არიან დაკავებულნი ან ძირითადად ჩვენს ლიტერატურულ ტრადიციას იკვლევენ, ხოლო არაპროფესიონალ, უპრინციპო, თვითმარქვია კრიტიკოსთა რიცხვი - ლეგიონია. ,,საბას’’ ნომინაციებში კრიტიკა ცალკე გამოყოფილი რომ ვნახე, გულით გამიხარდა. ნომინანტებად ნუგზარ მუზაშვილი და შოთა იათაშვილი რომ დაასახელეს, ვერც კი დავუშვი, რომ ჟიურის აზრად მოუვიდოდა, ჩემი თაობის გამორჩეული, პროფესიონალი კრიტიკოსის ნუგზარ მუზაშვილის პროფესონალური წიგნისთვის რაიმე ნიშნით ჩემივე თაობის პოეტის შოთა იათაშვილის ფსევდოკრიტიკული იწილო-ბიწილო შეედარებინა. როცა ცერემონიალის დროს ჟიურიმ საზოგადოებას ამცნო საკუთარი მორიგი არაორდინარული გადაწყვეტილების - ერთ ნომინაციაში პრემიის ორად გაყოფის შესახებ, (საინტერესო კია, როცა ძალიან დასჭირდება, შემფასებელთა ხუთ ხმას ორ თანაბარ ნაწილად რა არითმეტიკის ან ალქიმიის მეშვეობით ჰყოფს), და მიკროფონთან მუზაშვილზე ადრე მისწრებულმა შოთა იათაშვილმაც ენის ბორძიკით დაიწყო საუბარი, ველოდი, აი, ახლა იტყვის, მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ უარს ვაცხადებ პრემიაზე, რადგან მიმაჩნია, რომ იგი ნუგზარ მუზაშვილს ეკუთვნისო.... თუმცა დღეს ჩვენში, სხვაგან კი შემორჩენილა ამგვარი ღირსება, მაინცა და მაინც დღენიადაგ ლუკმა-პურის შოვნაზე გადაგებული მეგობარი-კოლეგისაგან რომ მოველოდე?
- - - - - - - - - - - -- - - - - -
ესაუბრა ალექსანდრე აკობია ( ინტერვიუს ტექსტის თვითნებურად შემოკლებული ვერსია გამოაქვეყნა ,,პრესა.ჯიმ''
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ნიკი ძვირფასო!, პრესა.ჯის'' თვითნებური, ავტორთან შეუთანხმებელი შემოკლება შეეხო მათსავე გადმოგზავნილ პირველსავე კითხვას, ჩემი პასუხის ძირითადი ნაწილითურთ.მ კერძოდ ადგილს, სადაც ვსაუბრობ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის მოქმედ თუ ყოფილ დაბალჩინოსან თანამშრომელზე, ,, საბას'' ჟიურის წევრ დიანა ანფიმიადზე. ნიკი ძვირფასო!, პრესა.ჯის`` თვითნებური, ავტორთან შეუთანხმებელი შემოკლება შეეხო მათსავე გადმოგზავნილ პირველსავე კითხვას, ჩემი პასუხის ძირითადი ნაწილითურთ.მ კერძოდ ადგილს, სადაც ვსაუბრობ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის მოქმედ თუ ყოფილ დაბალჩინოსან თანამშრომელზე, ,, საბას`` ჟიურის წევრ დიანა ანფიმიადზე.
19. იოჰან ძვირფასო! თქვენ წერთ, თქვენგან განსხვავებით, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებიაო. ახლა კეთილი ინებეთ და დადეთ შესაბამისი პოსტი, სადაც მე შეურაცხმყოფელ სიტყვას ვამბობ ვინმეს შესახებ. ხოლო თუ ჩემი ნათქვამი, არგუმენტირებული სიმართლე ვინმეს შეურაცხმყოფელი ეჩვენება, ეს მისი პრობლემაა. ხმამაღლა ნათქვამი სიმართლე მწარე წამალივითაა, იქნებ ფეხმოკიდებული სენი ვერც კი განკურნოს, მაგრამ მინიმუმ, სნეულების გამოაშკარავებას და მის ლოკალიზაციას მაინც უწყობს ხელს, მეტასთაზები მთელს ორგანიზმს მეტად რომ აღარ მოედოს. იოჰან ძვირფასო! თქვენ წერთ, თქვენგან განსხვავებით, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებიაო. ახლა კეთილი ინებეთ და დადეთ შესაბამისი პოსტი, სადაც მე შეურაცხმყოფელ სიტყვას ვამბობ ვინმეს შესახებ. ხოლო თუ ჩემი ნათქვამი, არგუმენტირებული სიმართლე ვინმეს შეურაცხმყოფელი ეჩვენება, ეს მისი პრობლემაა. ხმამაღლა ნათქვამი სიმართლე მწარე წამალივითაა, იქნებ ფეხმოკიდებული სენი ვერც კი განკურნოს, მაგრამ მინიმუმ, სნეულების გამოაშკარავებას და მის ლოკალიზაციას მაინც უწყობს ხელს, მეტასთაზები მთელს ორგანიზმს მეტად რომ აღარ მოედოს.
18. "ინტერვიუს ტექსტის თვითნებურად შემოკლებული ვერსია გამოაქვეყნა ,,პრესა.ჯიმ''"
ქალბატონო ნინო, შეგიძლიათ მიგვითითოთ რა ნაწილი იქნა ამოღებული?
"ინტერვიუს ტექსტის თვითნებურად შემოკლებული ვერსია გამოაქვეყნა ,,პრესა.ჯიმ``"
ქალბატონო ნინო, შეგიძლიათ მიგვითითოთ რა ნაწილი იქნა ამოღებული?
17. საინტერესოა ასე მიმართვაში რას გულისხმობთ... თქვენგან განსხვავებით არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ხოლო თუ მაგას დამისაბუთებთ დიდი სიამოვნებით მოგიხდით ბოდიშს და გავალ საინტერესოა ასე მიმართვაში რას გულისხმობთ... თქვენგან განსხვავებით არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ხოლო თუ მაგას დამისაბუთებთ დიდი სიამოვნებით მოგიხდით ბოდიშს და გავალ
16. იოჰან ძვირფასო! ეს თქვენ გმართებთ მეტი თავშეკავება, ვიდრე ქალს და თანაც უფროსს ასე მიმართავდეთ. თორემ ვიფიქრებ, რომ ღმერთმა არ შეისმინა თქვენი რჩევა და არ დაგიფარათ იმისგან , რომ უფროსს ჭკუის რიგება დაუწყოთ. ლიტერატურა და პოეზია - ჩემი საქმეა. და ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს არა ის, რაც მისი საქმეა, არამედ რაღაც ზოგად პრობლემებს სდიოს, თავად თუ უნდა მოიქცეს ასე. გზა ხსნილი აქვს! იოჰან ძვირფასო! ეს თქვენ გმართებთ მეტი თავშეკავება, ვიდრე ქალს და თანაც უფროსს ასე მიმართავდეთ. თორემ ვიფიქრებ, რომ ღმერთმა არ შეისმინა თქვენი რჩევა და არ დაგიფარათ იმისგან , რომ უფროსს ჭკუის რიგება დაუწყოთ. ლიტერატურა და პოეზია - ჩემი საქმეა. და ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს არა ის, რაც მისი საქმეა, არამედ რაღაც ზოგად პრობლემებს სდიოს, თავად თუ უნდა მოიქცეს ასე. გზა ხსნილი აქვს!
15. ქალბატონო თუ ბატონო კამპანელა (ამ მეორადი და ანონიმური ნიკების გადამკიდე ვეღარაფერი გაგირკვევია კაცს) თავდაპირველად ნება მიბოძეთ გთხოვოთ რომ ნაკლებად იხმაროთ ჩემთან მიმართებაში ისეთი პირფერულ-ფამილარული ფრაზები როგორიცაა ჩემო და ა.შ. ახლა კი გეტყვით რომ მე არსად დამიფიქსირებია ამ სტატიის საწინააღმდეგო (არც მომხრე) პოზიცია. ტრივიალურ-პათეტიკური ფრაზებით კი სწორედაც თქვენი პოსტია სავსე (თუნდაც როცა გამოკვეთილ სინდისსა და ლიდერზე საუბრობთ)
ქალბატონო ნინო ღმერთმა დამიფაროს როდესმე თქვენი ჭკუის რიგება დავიწყო. თქვენ კი ალბათ მეტი თავშეკავება გმართებთ... ქალბატონო თუ ბატონო კამპანელა (ამ მეორადი და ანონიმური ნიკების გადამკიდე ვეღარაფერი გაგირკვევია კაცს) თავდაპირველად ნება მიბოძეთ გთხოვოთ რომ ნაკლებად იხმაროთ ჩემთან მიმართებაში ისეთი პირფერულ-ფამილარული ფრაზები როგორიცაა ჩემო და ა.შ. ახლა კი გეტყვით რომ მე არსად დამიფიქსირებია ამ სტატიის საწინააღმდეგო (არც მომხრე) პოზიცია. ტრივიალურ-პათეტიკური ფრაზებით კი სწორედაც თქვენი პოსტია სავსე (თუნდაც როცა გამოკვეთილ სინდისსა და ლიდერზე საუბრობთ)
ქალბატონო ნინო ღმერთმა დამიფაროს როდესმე თქვენი ჭკუის რიგება დავიწყო. თქვენ კი ალბათ მეტი თავშეკავება გმართებთ...
14. ეს მე უკვე წავიკითხე ორიგინალში . ალბათ დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი არ ჭირდებოდა იმას რომ აქამდე არც ერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა...და არც მივიღებ. ისიც კარგად ვიცოდი რომ მხოლოდ ფონი ვიქნებოდი ამ ღონისძიებებზე!.... ვიღაცამ ისიც მითხრა რომ ობიექტურია ყველაფერიო და პირადად ვარ იქ, ნუ გეშინიაო.....:) მაგრამ უფრო ძაღლის კუდისგან გამოვა საცერი, ვიდრე აქედან რამე.....:) ახლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტ-კორექტულობას ზანგებთან დაკავშირებით, ფილმებშიც ასეა....ხან პრეზიდენტია შავი....ხან მოსამართლე....ეს ხომ თამაშია!...და რა გასაკვირია რომ ეს თამაშები აქაც ითამაშონ..... ისწავლეს...:)
ეს მე უკვე წავიკითხე ორიგინალში . ალბათ დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი არ ჭირდებოდა იმას რომ აქამდე არც ერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა...და არც მივიღებ. ისიც კარგად ვიცოდი რომ მხოლოდ ფონი ვიქნებოდი ამ ღონისძიებებზე!.... ვიღაცამ ისიც მითხრა რომ ობიექტურია ყველაფერიო და პირადად ვარ იქ, ნუ გეშინიაო.....:) მაგრამ უფრო ძაღლის კუდისგან გამოვა საცერი, ვიდრე აქედან რამე.....:) ახლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტ-კორექტულობას ზანგებთან დაკავშირებით, ფილმებშიც ასეა....ხან პრეზიდენტია შავი....ხან მოსამართლე....ეს ხომ თამაშია!...და რა გასაკვირია რომ ეს თამაშები აქაც ითამაშონ..... ისწავლეს...:)
13. მადლობა კამპანელა ძვირფასო! ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები ერთი ძველი მახვილგონივრული გამონათქვამის სისწორეში: ,, სხვებისთვის ჭკუის დარიგება იმათი ხელობაა, ვისაც ჭკუა სათავისოდაც არ გააჩნიათ'' მადლობა კამპანელა ძვირფასო! ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები ერთი ძველი მახვილგონივრული გამონათქვამის სისწორეში: ,, სხვებისთვის ჭკუის დარიგება იმათი ხელობაა, ვისაც ჭკუა სათავისოდაც არ გააჩნიათ``
12. ჩემო იოჰან ხევსურო, იმისთვის, რომ ასე კატეგორიულად რამე ჩათვალოთ ან არ ჩათვალოთ სწორად, თანაც ქალბატონ ნინო დარბაისელს, თანამედროვე ქართული პოეზიის გამოკვეთილ ლიდერს და სინდისს დაუპირისპირდეთ, ჯერ ცოტა რამ უნდა გქონდეთ გაკეთებული. დაუკვირდით, როდესაც ქალბატონ ნინოს პოზიციას უპირისპირდებით, ნებსით თუ უნებლიეთ, უსამართლობის მხარეს იჭერთ, უსამართლობასთან კი ბრძოლაა საჭირო და არა ტრივიალური ლოზუნგის გამეორება, რომ მთავარი პრიზი არაა, მთავარი პოეზიაა! ვითომ ქალბატონი ნინო,რომლის მთელი ცხოვრება ნიმუშია პოეზიაში უმაღლესი პროფესიონალიზმით უშეღავათო არსებობისა ყოველგვარი პრიზებისა და ჩინ-მენდლების გარეშე, თქვენგან ამის შეხსენებას საჭიროებს?! რახან სხვა პრობლემები გვაქვს, ლიტცხოვრების ამ მრავალასპექტიან პრობლემას გავუჩუმდეთ?! გულწრფელად მაინტერესებს, პირადად თქვენ რომელი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში ირებთ მონაწილეობას? კეთილი სურვილებით ჩემო იოჰან ხევსურო, იმისთვის, რომ ასე კატეგორიულად რამე ჩათვალოთ ან არ ჩათვალოთ სწორად, თანაც ქალბატონ ნინო დარბაისელს, თანამედროვე ქართული პოეზიის გამოკვეთილ ლიდერს და სინდისს დაუპირისპირდეთ, ჯერ ცოტა რამ უნდა გქონდეთ გაკეთებული. დაუკვირდით, როდესაც ქალბატონ ნინოს პოზიციას უპირისპირდებით, ნებსით თუ უნებლიეთ, უსამართლობის მხარეს იჭერთ, უსამართლობასთან კი ბრძოლაა საჭირო და არა ტრივიალური ლოზუნგის გამეორება, რომ მთავარი პრიზი არაა, მთავარი პოეზიაა! ვითომ ქალბატონი ნინო,რომლის მთელი ცხოვრება ნიმუშია პოეზიაში უმაღლესი პროფესიონალიზმით უშეღავათო არსებობისა ყოველგვარი პრიზებისა და ჩინ-მენდლების გარეშე, თქვენგან ამის შეხსენებას საჭიროებს?! რახან სხვა პრობლემები გვაქვს, ლიტცხოვრების ამ მრავალასპექტიან პრობლემას გავუჩუმდეთ?! გულწრფელად მაინტერესებს, პირადად თქვენ რომელი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში ირებთ მონაწილეობას? კეთილი სურვილებით
11. იოჰან ხევსურს დავეთანხმები, თუმცა ხშირად ძალიან ძნელია თვალები დახუჭო უსამართლობაზე, განსაკუთრებით, როცა თავადაც ამ უსამართლობის მსხვერპლი ხდები... :( იოჰან ხევსურს დავეთანხმები, თუმცა ხშირად ძალიან ძნელია თვალები დახუჭო უსამართლობაზე, განსაკუთრებით, როცა თავადაც ამ უსამართლობის მსხვერპლი ხდები... :(
10. ვითომ ამის მეტი პრობლემა არ გვაქვს? რაც არ უნდა მართალი იყოთ ქალბატონო ნინო ვთვლი რომ არ ღირს. ჩინ-მენდლები არაფერს არ წყვეტს და რა კონკურსშიც გინდა გაიმარჯვოს ვიღაც მავანმა თუ ის უღირსი აღიგვება მიწისგან პირისა თუ როგორც არის. საბაზე, წეროზე, ბათუმის გამოფენაზე ან სხვაგან გამარჯვება არაფერს ნიშნავს დამეთანხმებით ალბათ ვითომ ამის მეტი პრობლემა არ გვაქვს? რაც არ უნდა მართალი იყოთ ქალბატონო ნინო ვთვლი რომ არ ღირს. ჩინ-მენდლები არაფერს არ წყვეტს და რა კონკურსშიც გინდა გაიმარჯვოს ვიღაც მავანმა თუ ის უღირსი აღიგვება მიწისგან პირისა თუ როგორც არის. საბაზე, წეროზე, ბათუმის გამოფენაზე ან სხვაგან გამარჯვება არაფერს ნიშნავს დამეთანხმებით ალბათ
9. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის გამჭირვალობა რომ ამ სტრუქტურის მუშაობის გამჭირვალობას არ ნიშნავს, ეს ყველას მოგვეხსენება, მაგრამ ლიტ. კონკურსი რომ ამდენ კითხვასა და უნდობლობას რომ არ უნდა ტოვებდეს, ესეც საგულისხმოა... იმედია, მომავალი კონკურსი გაცილებით ნაკლებ დავასა და ეჭვებს გამოიწვევს, როგორც ჟიურის კომპეტენტურობის, ასევე მისი ლიტ. ვერდიქტის გამო! შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის გამჭირვალობა რომ ამ სტრუქტურის მუშაობის გამჭირვალობას არ ნიშნავს, ეს ყველას მოგვეხსენება, მაგრამ ლიტ. კონკურსი რომ ამდენ კითხვასა და უნდობლობას რომ არ უნდა ტოვებდეს, ესეც საგულისხმოა... იმედია, მომავალი კონკურსი გაცილებით ნაკლებ დავასა და ეჭვებს გამოიწვევს, როგორც ჟიურის კომპეტენტურობის, ასევე მისი ლიტ. ვერდიქტის გამო!
8. გამარჯობათ ქალბატონო ნინო. ერთი რამ მაინტერესებს, რატომ მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა? გამარჯობათ ქალბატონო ნინო. ერთი რამ მაინტერესებს, რატომ მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა?
7. გამჭვირვალეობაში, როგორც ჩანს, გარეგნული იერსახე იგულისხმება შენობის.
გამჭვირვალეობაში, როგორც ჩანს, გარეგნული იერსახე იგულისხმება შენობის.
6. ზურაბ კანდელაკი - ,, საბას'' შესახებ : ,,ვნანობ რომ ასეთ უსუსურ, კლანურ–კუტოკურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა''Nino Darbaiseli-ის მიერ 2011 წლის 14 07, ხუთშაბათი, 9:08-ზე ქალბატონო ნინო!
თქვენ და ბატონ თეიმურაზ დოიაშვილს მინდა გადმოგცეთ ჩემი პიესების კრებული, რომელიც მოხვდა "საბას" ნომინანტებში. ძალიან მადლიერი ვიქნები თუ მას გაეცნობით. როგორ მოგაწოდოთ წიგნი? ჟიურის გადაწყვეტილება გამაოგნებელია. ეს არის ჟანრის შეურაცყოფა. გარდა იმისა რომ პიესის მოცულობა ორი ფურცელია (ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა", რომლის მოწვეული რედაქტორიც ბრძანდება ბატონი ხვედელიძე,ეტყობა "საბას" მესვეურებისთვის ინტერესთა კონფლიქტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.) ავტორს ელემენტარული წარმოდგენა არაა აქვს დრამატურგიაზე. ეს პიესა სულაც რომ უნაკლო იყოს ის სულ სხვა ჟანრს განეკუთვნება. აბა, წარმოიდგინეთ რომელიმე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის მონაწილეობა კანის ან ვენეციის ფესტივალის ძირითად კონკურსში. სამწუხაროდ უამრავ დარღვევებს წავაწყდი და ვნანობ რომ ასეთ უსუსურ, კლანურ–კუტოკურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილვარ და "მუშაობის" მსგავსი სტილი არსად არ შემხვედრია. წარმოუდგენელია, რომ ჟიური მუშაობდეს თავმჯდომარის გარეშე და კონკურსის მონაწილეები არ იცნობდნენ ჟიურის მუშაობის რეგლამენტს. სხვა საკითხია ჟიურის ზოგიერთი წევრის კომეტენცია. შეუძლებელი ისინი თანაბრად ერკვეოდნენ ერთმანეთიგან ისეთი განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა, ვთქვათ თარგმანი და დრამატურგია, მე ეჭვი მეპარება, რომ შ.შ.ს. ექსპერტი–პოეტს წარმოდგენა ქონდეს პიესაზე ან თუნდაც პოეზიის შეფასების უნარი გააჩნდეს.ამაზე და სხვა უამრავ დარღვევებზე და შეუსაბამობებზე ვაპირებ წერილის დაწერას. ძალიან მაინტერესებს თქვენი და ბ–ნ თეიმურაზის აზრი ჩემი წიგნზე და "შორტ–ლისტში" შემავალ სხვა პიესებზე. სხვათა შორის ნომინანტებში ვერ მოხვდა მიხო მოსულიშვილის საინტერესო კრებული.
პატივისცემით
ზურაბ კანდელაკი
(ეს პირადი წერილი ქვეყნდება ბატონი ზურაბ კანდელაკის კეთილი ნებართვით)
ზურაბ კანდელაკი - ,, საბას`` შესახებ : ,,ვნანობ რომ ასეთ უსუსურ, კლანურ–კუტოკურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა``Nino Darbaiseli-ის მიერ 2011 წლის 14 07, ხუთშაბათი, 9:08-ზე ქალბატონო ნინო!
თქვენ და ბატონ თეიმურაზ დოიაშვილს მინდა გადმოგცეთ ჩემი პიესების კრებული, რომელიც მოხვდა "საბას" ნომინანტებში. ძალიან მადლიერი ვიქნები თუ მას გაეცნობით. როგორ მოგაწოდოთ წიგნი? ჟიურის გადაწყვეტილება გამაოგნებელია. ეს არის ჟანრის შეურაცყოფა. გარდა იმისა რომ პიესის მოცულობა ორი ფურცელია (ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა", რომლის მოწვეული რედაქტორიც ბრძანდება ბატონი ხვედელიძე,ეტყობა "საბას" მესვეურებისთვის ინტერესთა კონფლიქტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.) ავტორს ელემენტარული წარმოდგენა არაა აქვს დრამატურგიაზე. ეს პიესა სულაც რომ უნაკლო იყოს ის სულ სხვა ჟანრს განეკუთვნება. აბა, წარმოიდგინეთ რომელიმე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის მონაწილეობა კანის ან ვენეციის ფესტივალის ძირითად კონკურსში. სამწუხაროდ უამრავ დარღვევებს წავაწყდი და ვნანობ რომ ასეთ უსუსურ, კლანურ–კუტოკურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილვარ და "მუშაობის" მსგავსი სტილი არსად არ შემხვედრია. წარმოუდგენელია, რომ ჟიური მუშაობდეს თავმჯდომარის გარეშე და კონკურსის მონაწილეები არ იცნობდნენ ჟიურის მუშაობის რეგლამენტს. სხვა საკითხია ჟიურის ზოგიერთი წევრის კომეტენცია. შეუძლებელი ისინი თანაბრად ერკვეოდნენ ერთმანეთიგან ისეთი განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა, ვთქვათ თარგმანი და დრამატურგია, მე ეჭვი მეპარება, რომ შ.შ.ს. ექსპერტი–პოეტს წარმოდგენა ქონდეს პიესაზე ან თუნდაც პოეზიის შეფასების უნარი გააჩნდეს.ამაზე და სხვა უამრავ დარღვევებზე და შეუსაბამობებზე ვაპირებ წერილის დაწერას. ძალიან მაინტერესებს თქვენი და ბ–ნ თეიმურაზის აზრი ჩემი წიგნზე და "შორტ–ლისტში" შემავალ სხვა პიესებზე. სხვათა შორის ნომინანტებში ვერ მოხვდა მიხო მოსულიშვილის საინტერესო კრებული.
პატივისცემით
ზურაბ კანდელაკი
(ეს პირადი წერილი ქვეყნდება ბატონი ზურაბ კანდელაკის კეთილი ნებართვით)
5. არ ვარ ამის წამკითხველი მე ნამეტანი ჩახუჭუჭებულჩახლართული ნაწერი ჩანს და მეზარებასავით და თან სიბნელის მეშინია არ ვარ ამის წამკითხველი მე ნამეტანი ჩახუჭუჭებულჩახლართული ნაწერი ჩანს და მეზარებასავით და თან სიბნელის მეშინია
4. ავტორი და რესპოდენტი არ უნდა ამ ინტერვიუს?თქვენ ხართ ავტორი? ავტორი და რესპოდენტი არ უნდა ამ ინტერვიუს?თქვენ ხართ ავტორი?
3. ჰო, გამომრჩა, ბოლშევიკებისა და მენშევიკების ორივე ჯგუფში შედის დღევანდელი ”მწერალთა კავშირი”. მისი წევრების ერთი ნაწილი აწყობს კონკურსებს და ასევე ირგებს საკუთარ პოეტურ სხეულზე, რომელიც ნამდვილად არააა 90/60/90 - ზე... ირგებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა კონკურსებს, საერთაშორისო კონფერენციათა მოსაწვევებს, უფასოდ დაბეჭდილ წიგნებს, იმ ადამიანთა გაუსრულებელ თვითდაჯერებას, რომელთაც ტროცკის დროს დაიწყეს წერა, ნორჩი ლენინელებიც იყვნენ, პარტ. მუშაკებიც, თბილისში ტყვიაც ისროლეს, ახლა კი ირწევიან ”ქართაგან ძლიერთა” მიშასაკენ, ან ოპოზიციისაკენ და რადგან ტყვიები აღარ აქვთ, კალოშებს, ტუფლებს ესვრიან ერთმანეთს, ამასთანავე, ზოგიერთნი, საკუთარ წმინდა და შეურყვნელ საწერ მაგიდებზე, რომლებიც იმ მწერალთა კავშირში უდგათ, ”ცისფერი მთები, ანუ ტიანშანის” სიტუაციას რომ მოგაგონებს, ”მუზებს” ლოშნიან.
”მეორე ნაწილს კი ისევ გულის განმგმირავი ბღავილის გზა აქვს არჩეული... ეს არის უნიკალური შერწყმა ზემოთქმული ორი მთავარი ჯგუფისა.
ისეთი ტრაგი-კომედიაა, ჯანსუღ ჩარკვიანი რომ წმინდანად შერაცხონ... ჰო, გამომრჩა, ბოლშევიკებისა და მენშევიკების ორივე ჯგუფში შედის დღევანდელი ”მწერალთა კავშირი”. მისი წევრების ერთი ნაწილი აწყობს კონკურსებს და ასევე ირგებს საკუთარ პოეტურ სხეულზე, რომელიც ნამდვილად არააა 90/60/90 - ზე... ირგებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა კონკურსებს, საერთაშორისო კონფერენციათა მოსაწვევებს, უფასოდ დაბეჭდილ წიგნებს, იმ ადამიანთა გაუსრულებელ თვითდაჯერებას, რომელთაც ტროცკის დროს დაიწყეს წერა, ნორჩი ლენინელებიც იყვნენ, პარტ. მუშაკებიც, თბილისში ტყვიაც ისროლეს, ახლა კი ირწევიან ”ქართაგან ძლიერთა” მიშასაკენ, ან ოპოზიციისაკენ და რადგან ტყვიები აღარ აქვთ, კალოშებს, ტუფლებს ესვრიან ერთმანეთს, ამასთანავე, ზოგიერთნი, საკუთარ წმინდა და შეურყვნელ საწერ მაგიდებზე, რომლებიც იმ მწერალთა კავშირში უდგათ, ”ცისფერი მთები, ანუ ტიანშანის” სიტუაციას რომ მოგაგონებს, ”მუზებს” ლოშნიან.
”მეორე ნაწილს კი ისევ გულის განმგმირავი ბღავილის გზა აქვს არჩეული... ეს არის უნიკალური შერწყმა ზემოთქმული ორი მთავარი ჯგუფისა.
ისეთი ტრაგი-კომედიაა, ჯანსუღ ჩარკვიანი რომ წმინდანად შერაცხონ...
2. გეთანხმებით, ქალბატონო ნინო, ამაღლობელთან დაკავშირებით...
თუ არ ვცდები, ერთი თვის წინ იყო, რატი ამაღლობელმა რომ ”პოეზიის საღამო” მოუწყო ბიჭი ივანიშვილს და, მეორეს სახელი არ მახსოვს, იმას. ნიჭიერი ბიჭები არიან - ო, რატიმ. მერე იმათი კომენტარიც აჩვენეს, სადაც ორივე ამბობდა, რომ თურმე სამი საყვარელი პოეტი ჰყავთ ქვეყანაზე: გალა”ქ”ტიონ ტაბიძე, ნიკო გომელაური და რატი ამაღლობელი. ამ უკანასკნელმაც დაუფასა სიყვარული და ლიტერატურულ ”ასპარეზზე” გამოაჭენა მომავალი თაობის შვილები, ”გაატელევიზორა” მათი შემოქმედება და უფრო მეტად ცნობადი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ უგემოვნო ”მკითხველის” გამოისობით არც აკლდათ მათ ეს ცნობადობა. ალბათ, ასე იყო ქეთი ნიჟარაძის შემთხვევაში, თუმცა აქ თავს ვერ დავდებ, რადგან ამ მოვლენისთვის მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება.
ძალიან მაინტერესებს რა ნახა რატი ამაღლობელმა ბიჭი ივანიშვილში ისეთი ნიჭი, რომ ასე დიდსულოვნად ამოუდგა მხარში მის ”პოეზიას”, თორემ ცხოვრებაში ვინც ვის უნდა იმას გაუმართოს ხელი. სადაც მომეცემა საშუალება, ამის შესახებ უნდა ვკითხო ამაღლობელს და ვუთხრა, იქნებ დაწეროს რაიმე წერილი მაინც იმ ბიჭებზე, რომელთა სახელებზეც ფსონი დადო.
ახლა, ამ წერილთან რა შუაშია ბიჭი ივანიშვილ-ო, ვინმე იტყვის, მაგრამ შუაში კი არა, სოფლის მამალივით ყიყლიყოზე დგას აქ ეს შემთხვევაც და ისიც, რასთან დაკავშირებითაც თქვენ მიეცით ინტერვიუ.
დღევანდელი ლიტერატურული პროცესი არის დაყოფილი ათას ჯგუფად, პირობითად კი ორი ჯგუფია: მენშევიკები და ბოლშევიკები. ბოლშევიკები არიან ის ხალხი, ვინც აი, თუნდაც ამ ”საბას” ირგებს საკუთარ და მეგობრების ტყავზე, ვინც ლიტერატურის ბომონდში დგას, მენშევიკები - დაწყებული იმ ავტორებით, რომლებიც დაწერენ რაღაც გულისწამღებ ბღავილს მომაკვდავ სიყვარულზე, მტერმრავალ სამშობლოზე, გალა”ქ”ტიონის გენიასა და ასეთებზე და სოციალური ქსელის, ან ვიდეო პორტალების საშუალებით ავრცელებენ, თანაც საკმაოდ წარმატებულად, რადგან მათი წარმატების გარანტი ის 16-17 წლის გოგო-ბიჭები არიან, რომლებიც ხბოს აღტაცებით კითხულობენ ისეთ ბოდვას, ჩემმა უბნელმა ლოთებმა რომ იციან ღამის 4 საათზე. ამ მენშე და ბოლშე მდგომარეობაში მყოფ ორივე ჯგუფში კიდევ არის პატარ-პატარა ტერორისტული დაჯგუფებები.
საერთო ჯამში კი ეს ლიტერატურული პროცესი ლიტერატურულ პროცესიას ემსგავსება უკვე არამხოლოდ ეტიმოლოგიურად, არამედ ცხოვრებისეულად, შინაარსით...
P.S. გამიხარდა თქვენი, ასევე ბატონი მიშა რატიანისა და თეიმურაზ დოიაშვილის წერილების აქ გამოჩენა...
გეთანხმებით, ქალბატონო ნინო, ამაღლობელთან დაკავშირებით...
თუ არ ვცდები, ერთი თვის წინ იყო, რატი ამაღლობელმა რომ ”პოეზიის საღამო” მოუწყო ბიჭი ივანიშვილს და, მეორეს სახელი არ მახსოვს, იმას. ნიჭიერი ბიჭები არიან - ო, რატიმ. მერე იმათი კომენტარიც აჩვენეს, სადაც ორივე ამბობდა, რომ თურმე სამი საყვარელი პოეტი ჰყავთ ქვეყანაზე: გალა”ქ”ტიონ ტაბიძე, ნიკო გომელაური და რატი ამაღლობელი. ამ უკანასკნელმაც დაუფასა სიყვარული და ლიტერატურულ ”ასპარეზზე” გამოაჭენა მომავალი თაობის შვილები, ”გაატელევიზორა” მათი შემოქმედება და უფრო მეტად ცნობადი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ უგემოვნო ”მკითხველის” გამოისობით არც აკლდათ მათ ეს ცნობადობა. ალბათ, ასე იყო ქეთი ნიჟარაძის შემთხვევაში, თუმცა აქ თავს ვერ დავდებ, რადგან ამ მოვლენისთვის მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება.
ძალიან მაინტერესებს რა ნახა რატი ამაღლობელმა ბიჭი ივანიშვილში ისეთი ნიჭი, რომ ასე დიდსულოვნად ამოუდგა მხარში მის ”პოეზიას”, თორემ ცხოვრებაში ვინც ვის უნდა იმას გაუმართოს ხელი. სადაც მომეცემა საშუალება, ამის შესახებ უნდა ვკითხო ამაღლობელს და ვუთხრა, იქნებ დაწეროს რაიმე წერილი მაინც იმ ბიჭებზე, რომელთა სახელებზეც ფსონი დადო.
ახლა, ამ წერილთან რა შუაშია ბიჭი ივანიშვილ-ო, ვინმე იტყვის, მაგრამ შუაში კი არა, სოფლის მამალივით ყიყლიყოზე დგას აქ ეს შემთხვევაც და ისიც, რასთან დაკავშირებითაც თქვენ მიეცით ინტერვიუ.
დღევანდელი ლიტერატურული პროცესი არის დაყოფილი ათას ჯგუფად, პირობითად კი ორი ჯგუფია: მენშევიკები და ბოლშევიკები. ბოლშევიკები არიან ის ხალხი, ვინც აი, თუნდაც ამ ”საბას” ირგებს საკუთარ და მეგობრების ტყავზე, ვინც ლიტერატურის ბომონდში დგას, მენშევიკები - დაწყებული იმ ავტორებით, რომლებიც დაწერენ რაღაც გულისწამღებ ბღავილს მომაკვდავ სიყვარულზე, მტერმრავალ სამშობლოზე, გალა”ქ”ტიონის გენიასა და ასეთებზე და სოციალური ქსელის, ან ვიდეო პორტალების საშუალებით ავრცელებენ, თანაც საკმაოდ წარმატებულად, რადგან მათი წარმატების გარანტი ის 16-17 წლის გოგო-ბიჭები არიან, რომლებიც ხბოს აღტაცებით კითხულობენ ისეთ ბოდვას, ჩემმა უბნელმა ლოთებმა რომ იციან ღამის 4 საათზე. ამ მენშე და ბოლშე მდგომარეობაში მყოფ ორივე ჯგუფში კიდევ არის პატარ-პატარა ტერორისტული დაჯგუფებები.
საერთო ჯამში კი ეს ლიტერატურული პროცესი ლიტერატურულ პროცესიას ემსგავსება უკვე არამხოლოდ ეტიმოლოგიურად, არამედ ცხოვრებისეულად, შინაარსით...
P.S. გამიხარდა თქვენი, ასევე ბატონი მიშა რატიანისა და თეიმურაზ დოიაშვილის წერილების აქ გამოჩენა...
1. And folly, doctor-like, controlling skill And folly, doctor-like, controlling skill
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|