| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2011 |
,,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის-”
ენ სექსტონი
,,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის- თავის თავს თვითონ წამლობსო-ასე ამბობენ, მაგრამ, მე მაინც გავბედავ ეჭვი შევიტანო თქვენს ამ ფრაზაში_ რა ხანია დამცვივდა ბეწვი-გამოვიცვალე_სიცოცხლის დროა ჩემს მაჯაზე მფეთქავ საათზე.
განა რას ვამბობ?_ თუ სიკვდილი მომიკაკუნებს, ჩემს გაზაფხულებს ვინ უმღერებს, ჩემს სიხარულებს ვინ გამოსცდის ან თუნდაც, ღამე? უთვალავი სიზმრებით სავსე, ლამპიონების მკრთალი შუქის ფიფქად რომ მათოვს, როგორ გათენდეს-თუ უნდა მოვკვდე- თუ უნდა მიწის ბელტები ვთვალო?
ყოველ სატკივარს სიკვდილი წაშლის. . . წაშლის და მერე? დარჩება ქვიშა? ნაფეხურებში ჩადგება წყალი, წყალში მზის სხივი აციაგდება, დაიწყებს თამაშს პატრა გოგო და ისევ ისე, როგორც ოდესღაც-გაიჭრის ქვაზე პატარა ტერფს და ატირებული მიუვა ბაბუს:… -დაგავიწდება ქორწილამდე, ბაბუ-ბაბულა,- ქორწილის დღეს კი უცაბედი ღიმილით შემკრთალს, გაგახსენდება ნაგუბარში გაჭრილი ტერფი და ბაბუ- როგორც ასხლეტილი მზის სხივი ზეცად, და აცლი ხსოვნას, რომ გეტკინოს, რადგან გიყვარდა.
მე მწამს, რომ ვცოცხლობ და სიცოცხლე ჩემი ხარკია, თუნდაც ამიტომ, ყოველ დილით, თვალებს რომ ვახელ, მე უფალს ვმადლობ_ტკივილისთვის, უნდა გათენდეს, უნდა მტკიოდეს, და, იცი, რატომ?!
რადგან მე მიყვარს პატარა ბიჭი, და ამ ბიჭუნას კარგი მამიკო, რადგან მე მიყვარს სახლის წინ მშვიდი ეზო-მამული, თითქოს წამიღო ქორმა წიწილი-და კი არ ვტირი,-მარტო ქროლვას ვგრძნობ და სივრცე წინ რომ მეშლება ფიქრის, კინოკადრივით მრჩება ხსოვნაში- მე მაინც ვიცი, რა ფასად ჯდება, რა ფასად მიღირს ეს სიყვარული. . .…
,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის-” რად გინდა მერე ასეთი შველა, რომ ვეღარ იგრძნო ძარღვებში სისხლი, რომ ვეღარ იგძნო ლექსებით შეშლა, რომ ვეღარ იგძნო ქარის მუსიკა, ან სიტყვის მადლი, მადლის-მარილი, ან ჩაღამებულ თვალების მიღმა ვერ წაიკითხო, ცამდე აწვდილი (ესეც გრანელი) ღამეები-და არ გეტკინოს. . .
მე მაინც ვფიქრობ-ასე აჯობებს, ვერ შევუდგები შენსკენ იოლ გზებს- თუ სიცოცხლეა-უნდა გიყვარდეს, თუ სიცოცხლეა-უნდა გტკიოდეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ხო ეს ვერ მომეწონა და "იაპონური ჩანახატი" კი ახლაც მახსოვს და ძალიან მიყვარს(: ხო ეს ვერ მომეწონა და "იაპონური ჩანახატი" კი ახლაც მახსოვს და ძალიან მიყვარს(:
11. სამწუხაროდ, მე ვერ ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას.
ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩამოსაქნელია მაინც ეს ნაწერი. მე მაპატიეთ თუ ვცდები :) სამწუხაროდ, მე ვერ ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას.
ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩამოსაქნელია მაინც ეს ნაწერი. მე მაპატიეთ თუ ვცდები :)
10. მიყვარს ცნობილ ფრაზებში ეჭვი რომ შეაქვთ-ხოლმე:) და მერე თუ ამაზე მშვენიერ ლექსს აგებენ, ხომ....
მიყვარს ცნობილ ფრაზებში ეჭვი რომ შეაქვთ-ხოლმე:) და მერე თუ ამაზე მშვენიერ ლექსს აგებენ, ხომ....
9. "ღამეები-და არ გეტკინოს. . ." - აქ, ”არ”-ს ნაცვლად ”აღარ” იქნებოდა კარგი, მუსკიას არ დაარღვევდა... მაგრამ ”აღარ” ცვლის აზრს და დროს და ამბობს, რომ იქამდე გტკიოდა, ამიტომ თუ ტექსტში ”არ” არის როგორც იმწამის და მომავლის დინამიკა, მაშინ შეიძლება ”სულ არ”... ან რაიმე მსგავსი... :)
ისე კი, მომეწონა ნაწერი... არაა პლასმასის ხელოვნურობა, ძალიან ცოცხალი და ხალასი ემოციის მომტანია... "ღამეები-და არ გეტკინოს. . ." - აქ, ”არ”-ს ნაცვლად ”აღარ” იქნებოდა კარგი, მუსკიას არ დაარღვევდა... მაგრამ ”აღარ” ცვლის აზრს და დროს და ამბობს, რომ იქამდე გტკიოდა, ამიტომ თუ ტექსტში ”არ” არის როგორც იმწამის და მომავლის დინამიკა, მაშინ შეიძლება ”სულ არ”... ან რაიმე მსგავსი... :)
ისე კი, მომეწონა ნაწერი... არაა პლასმასის ხელოვნურობა, ძალიან ცოცხალი და ხალასი ემოციის მომტანია...
8. ნიკი, რა ვქნა ახლა, მოვნიშნო შენი აზრიანი კომენტარი?.. :D
ჰო, კაი, მოვნიშნე... :) ნიკი, რა ვქნა ახლა, მოვნიშნო შენი აზრიანი კომენტარი?.. :D
ჰო, კაი, მოვნიშნე... :)
7. კარგი ლექსია, მაგრამ არა კესოს საუკეთესო ლექსებიდან :)
",,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის- თავის თავს თვითონ წამლობსო-ასე ამბობენ, მაგრამ, მე მაინც გავბედავ ეჭვი შევიტანო თქვენს ამ ფრაზაში_" -ო
ამბობს დასაწყისში ავტორი და ვერაფრით ვერ ასაბუთებს ამ თავის ეჭვს. მამუკა კაციტაძეს რომ დავესესხოთ ფრაზეოლოგია, არგუმენტები უნდა გაამყაროს :)
მეტიც, თვითონვე აღიარებს ბოლოსკენ "რად გინდა მერე ასეთი შველა," -ო
ანუ შველა კი არისო, მაგრამ ღირს კი ასეთი შველა შველადო...
ბოლოში კი სრულ სიმართლეს მოგვახსენებს
"თუ სიცოცხლეა-უნდა გიყვარდეს, თუ სიცოცხლეა-უნდა გტკიოდეს!"
სხვაგვარად სიცოცხლეს აზრიც არ ექნებოდა :) კარგი ლექსია, მაგრამ არა კესოს საუკეთესო ლექსებიდან :)
",,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის- თავის თავს თვითონ წამლობსო-ასე ამბობენ, მაგრამ, მე მაინც გავბედავ ეჭვი შევიტანო თქვენს ამ ფრაზაში_" -ო
ამბობს დასაწყისში ავტორი და ვერაფრით ვერ ასაბუთებს ამ თავის ეჭვს. მამუკა კაციტაძეს რომ დავესესხოთ ფრაზეოლოგია, არგუმენტები უნდა გაამყაროს :)
მეტიც, თვითონვე აღიარებს ბოლოსკენ "რად გინდა მერე ასეთი შველა," -ო
ანუ შველა კი არისო, მაგრამ ღირს კი ასეთი შველა შველადო...
ბოლოში კი სრულ სიმართლეს მოგვახსენებს
"თუ სიცოცხლეა-უნდა გიყვარდეს, თუ სიცოცხლეა-უნდა გტკიოდეს!"
სხვაგვარად სიცოცხლეს აზრიც არ ექნებოდა :)
6. არ ვიცი ობიექტურად ეს ლექსი კარგია თუ არა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ძააააააააააააალიან კარგია!!!
ყოჩაღ, სეხნიავ! :) არ ვიცი ობიექტურად ეს ლექსი კარგია თუ არა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ძააააააააააააალიან კარგია!!!
ყოჩაღ, სეხნიავ! :)
5. მე მწამს, რომ ვცოცხლობ და სიცოცხლე ჩემი ხარკია, თუნდაც ამიტომ, ყოველ დილით, თვალებს რომ ვახელ, მე უფალს ვმადლობ_ტკივილისთვის, უნდა გათენდეს, უნდა მტკიოდეს, და, იცი, რატომ?!
რადგან მე მიყვარს პატარა ბიჭი, და ამ ბიჭუნას კარგი მამიკო, რადგან მე მიყვარს სახლის წინ მშვიდი ეზო-მამული, თითქოს წამიღო ქორმა წიწილი-და კი არ ვტირი,-მარტო ქროლვას ვგრძნობ და სივრცე წინ რომ მეშლება ფიქრის, კინოკადრივით მრჩება ხსოვნაში- მე მაინც ვიცი, რა ფასად ჯდება, რა ფასად მიღირს ეს სიყვარული. . .… მე მომწონს ასეთი განმარტება სიცოცხლის... :-* ასეთი სიცოცხლე სიკვდილის მერეც ცოცხლობს...ეს ლექსში აღა ჩანს...თუმცა მე ასე მჯერა...:-* მე მწამს, რომ ვცოცხლობ და სიცოცხლე ჩემი ხარკია, თუნდაც ამიტომ, ყოველ დილით, თვალებს რომ ვახელ, მე უფალს ვმადლობ_ტკივილისთვის, უნდა გათენდეს, უნდა მტკიოდეს, და, იცი, რატომ?!
რადგან მე მიყვარს პატარა ბიჭი, და ამ ბიჭუნას კარგი მამიკო, რადგან მე მიყვარს სახლის წინ მშვიდი ეზო-მამული, თითქოს წამიღო ქორმა წიწილი-და კი არ ვტირი,-მარტო ქროლვას ვგრძნობ და სივრცე წინ რომ მეშლება ფიქრის, კინოკადრივით მრჩება ხსოვნაში- მე მაინც ვიცი, რა ფასად ჯდება, რა ფასად მიღირს ეს სიყვარული. . .… მე მომწონს ასეთი განმარტება სიცოცხლის... :-* ასეთი სიცოცხლე სიკვდილის მერეც ცოცხლობს...ეს ლექსში აღა ჩანს...თუმცა მე ასე მჯერა...:-*
4. რადგან მე მიყვარს პატარა ბიჭი, და ამ ბიჭუნას კარგი მამიკო, რადგან მე მიყვარს სახლის წინ მშვიდი ეზო-მამული, თითქოს წამიღო ქორმა წიწილი-და კი არ ვტირი,-მარტო ქროლვას ვგრძნობ და სივრცე წინ რომ მეშლება ფიქრის, კინოკადრივით მრჩება ხსოვნაში- მე მაინც ვიცი, რა ფასად ჯდება, რა ფასად მიღირს ეს სიყვარული. . .…
ეს ადგილი მომეწონა, კესო. ზოგადად - განსხვავებული ლექსია შენებისგან. რადგან მე მიყვარს პატარა ბიჭი, და ამ ბიჭუნას კარგი მამიკო, რადგან მე მიყვარს სახლის წინ მშვიდი ეზო-მამული, თითქოს წამიღო ქორმა წიწილი-და კი არ ვტირი,-მარტო ქროლვას ვგრძნობ და სივრცე წინ რომ მეშლება ფიქრის, კინოკადრივით მრჩება ხსოვნაში- მე მაინც ვიცი, რა ფასად ჯდება, რა ფასად მიღირს ეს სიყვარული. . .…
ეს ადგილი მომეწონა, კესო. ზოგადად - განსხვავებული ლექსია შენებისგან.
3. ნეტავ საიდან მეცნობა ,, და იცი რატომ?,, ბოლო ორი მოსაზრება კი ცნობილი სიბრძნეა :), ისე ალაგ- ალაგ დარია:) ნეტავ საიდან მეცნობა ,, და იცი რატომ?,, ბოლო ორი მოსაზრება კი ცნობილი სიბრძნეა :), ისე ალაგ- ალაგ დარია:)
2. არ ვიცი ობიექტურად შეიძლება იყოს ეს ლექსი კარგი,მაგრამ მე არ მომეწონა... არ ვიცი ობიექტურად შეიძლება იყოს ეს ლექსი კარგი,მაგრამ მე არ მომეწონა...
1. რადგან სიკვდილი არ არსებობს , სატკივარსაც ვერ უშველის მე ასე მჯერა :) მშვენიერი ლექსია , იცი როგორი ქეთ , გოდერძი ჩოხელს მახსენებს , სიცოცხლე ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდააო... ,,და აცლი ხსოვნას, რომ გეტკინოს, რადგან გიყვარდა".... ბაბუ - ბაბულა ...:) და საერთოდ ისეთი სახეებია, რომელი ერთი გამოვარჩიო არ ვიცი... წამიღო და ჩამძირა ლექსმა მოგონებებში, ტკბილ-სევდიან მოგონებებში :) 555!
რადგან სიკვდილი არ არსებობს , სატკივარსაც ვერ უშველის მე ასე მჯერა :) მშვენიერი ლექსია , იცი როგორი ქეთ , გოდერძი ჩოხელს მახსენებს , სიცოცხლე ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდააო... ,,და აცლი ხსოვნას, რომ გეტკინოს, რადგან გიყვარდა".... ბაბუ - ბაბულა ...:) და საერთოდ ისეთი სახეებია, რომელი ერთი გამოვარჩიო არ ვიცი... წამიღო და ჩამძირა ლექსმა მოგონებებში, ტკბილ-სევდიან მოგონებებში :) 555!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|