 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2008 |
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს, ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან, გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს, ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.
გაზაფხული კი გზა და გზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს.
როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს, და დაეშვება ნისლი ფარდებად, ირგვლივ რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს, ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება.
შეაცოცდება ბელტებს მინდვრებად, ცას გადაუფრენს მტრედის გუნდებად, შაშვს გალობაში შეეჯიბრება, წეროებს მწკრივში ამოუდგება.
ყველა ბუდიდან ამოფრინდება, დაბურულ ტყეებს შეეხიზნება, და ჩვენს გულებში დანაწილდება ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად.
გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს, ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ, ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს, თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ჰარი ნადარო! ჰარი ნადარო!
24. ძალიან მენაცნობა:) კარგია ნადირო კარგი როგორც ყოველთვის:) მე მიყვარს შენი ლექსებიიიიიიიი :) ძალიან მენაცნობა:) კარგია ნადირო კარგი როგორც ყოველთვის:) მე მიყვარს შენი ლექსებიიიიიიიი :)
23. აი, ეს მესმის :) აი, ეს მესმის :)
22. სააღოლ კარგია სააღოლ კარგია
21. ასეთი გაზაფხული ერთი არ უნდა იყოს ასეთი გაზაფხული ერთი არ უნდა იყოს
20. ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ულამაზესი ლექსია :) ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ულამაზესი ლექსია :)
18. ძალიან ლამაზია :) 5 ძალიან ლამაზია :) 5
17. :) 5 kargia :) 5 kargia
16. კარგი ხარ ნადირო, ძალიან....10 კარგი ხარ ნადირო, ძალიან....10
15. საოცარი ლექსია.......... სიმშვიდე მომიტანა... 5 საოცარი ლექსია.......... სიმშვიდე მომიტანა... 5
14. სოსო, გელოდებიან კვირას. ნახე "ლიტმოვლენა"
ლექსს:) სოსო, გელოდებიან კვირას. ნახე "ლიტმოვლენა"
ლექსს:)
13. საღოლუმ!
10! საღოლუმ!
10!
11. გაზაფხული კი გზა და გზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს.
ულამაზესია! 10 გაზაფხული კი გზა და გზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს.
ულამაზესია! 10
10. ძAლიან კარგია, ყოჩაღ თქვენ 5555555555 ძAლიან კარგია, ყოჩაღ თქვენ 5555555555
8. ლამაზი ლექსია ძალიან ლამაზი ლექსია ძალიან
6. მიყვარს ეს ლექსი...:)5 მიყვარს ეს ლექსი...:)5
5. ეს ძაილან მიყვარს :) ეს ძაილან მიყვარს :)
4. და გაზაფხული ოქროს ბუდიდან, მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
ლამაზი გაზაფხულები გაქვს სოსო. :) და გაზაფხული ოქროს ბუდიდან, მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
ლამაზი გაზაფხულები გაქვს სოსო. :)
3. ეს გედო ლიტგეზე? ნაცნობია .რაღაც :) ეს გედო ლიტგეზე? ნაცნობია .რაღაც :)
2. ლამაზია,სათუთი და თბილი. რაღაც სანთელივით იღვენთება სულში ლამაზად . რითმებზე მაქვს შენიშვნა...და უბრალოდ გულწრფელი 5 ..მეტი არც არაფერი :)
ლამაზია,სათუთი და თბილი. რაღაც სანთელივით იღვენთება სულში ლამაზად . რითმებზე მაქვს შენიშვნა...და უბრალოდ გულწრფელი 5 ..მეტი არც არაფერი :)
1. ეს ლექსი ძალიან მომწონს! ბოლო სტროფში ''გვერდზე'' ჩაასწორეთ.
გაზაფხული კი გზა და გზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს...
ლამაზია! 5
ეს ლექსი ძალიან მომწონს! ბოლო სტროფში ``გვერდზე`` ჩაასწორეთ.
გაზაფხული კი გზა და გზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს...
ლამაზია! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|