ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მესთან
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2011


მა

წუხელ სიზმარში გნახე. შენს მუხლებზე ვიჯექი და ხმამაღლა ვკისკისებდი...
დედამ რომ გამაღვიძა, ძალიან გავბრაზდი. ბევრი რამის მოყოლას ვაპირებდი შენთვის, მა...
მომნატრებიხარ!
სიზმარმა ბავშვობა გამახსენა.
ძალიან გგავდი, ერთნაირი თვალები და თითები გვქონდა...  მახსოვს, როგორ მანებივრებდი... არავის ჰქონდა „მამას მარუსის“ გაბრაზების უფლება...
დედა ხშირად გებუტებოდა, ჩემზე მეტად შენ უყვარხარო.
ახლა უკვე აღარ ეჭვიანობს... ჰგონია, ზუსტად ისე ძლიერად მძულხარ, როგორც ბავშვობაში მიყვარდი...
არც მე მეგონა, მიტოვებას თუ გაპატიებდი...
შენ რომ წახვედი, მე იმ დღეს გავხდი დიდი...

დედა გავაფრთხილე, აღარასდროს გამაღვიძოს, თუ დამინახა, ძილში ვიცინი. ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, მა...
მომნატრებიხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები