| ავტორი: ი დ ე ა ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2011 |
ერთმანეთის თვალებში ამოგვყავდა მზეები.
რობერტ მესხი
ვეჩვევი რახანია, ჭრილობებს გაჩენილებს, სხივების წარამარა გადათვლის თანამდევად, მზე სისხლით დაიღლება, თვალებს რომ ვაჭრევინებ, შერცხვება და ცარიელ გუგებში აენთება.
ყოველი გათენება მახსენებს, რომ რაც არის, ჰგავს მრუდე ხერხემალში გახლართულ ნევრალგიას, მახსენებს იმ ყველაფერს, რაც მე ვერ მოვასწარი და ახლა სინანულის თრომბებად მილაგია
ძარღვებში, გარედან კი ხორცია ჯავშანივით და მზისგან შუაღამე იმდენად დაცულია, რომ უკვე ლეთარგია ძვლებშია ჩაჟონილი, ტკივილის პლანეტები უჯრედებს გარს უვლიან.
ესაა, შინაგანად რაც მოვიხეტიალე, მზის რაღაც სუროგატით ღამეს რომ ვათეთრებდი, არათუ მეგობარი, ნაცნობიც ბედნიერი არა მყავს, ან საიდან გამეცნო ასეთები,
როცა მზეს ვუმზერდი და თვალები ვაჭრევინე, რომ იქნებ, რომ როგორმე, რომ ბოლოს, რომ ერთხელაც, ოცნებებჩამსხვრეული ამ სულის ფანჯრებიდან, ამ სისხლით გამოზრდილი მზეები გამეხილა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ნუ, იდეაშიც კარგია და ისედაც :) ნუ, იდეაშიც კარგია და ისედაც :)
17. კარგია .........ცოტა მძიმედ წასაკითხია.....
+5
პატივისცემით: "გიგარიონ პირველი" კარგია .........ცოტა მძიმედ წასაკითხია.....
+5
პატივისცემით: "გიგარიონ პირველი"
16. ი დ ე ა მაქვს რომ აქედან კარგი ლექსი შეიძლება გამოვიდეს (: რაღაცეები ძალი-ანა-ც მომეწონა (: ი დ ე ა მაქვს რომ აქედან კარგი ლექსი შეიძლება გამოვიდეს (: რაღაცეები ძალი-ანა-ც მომეწონა (:
15. ფინალი აქ მაგარი ცუდი. ფინალი აქ მაგარი ცუდი.
14. TITKOS DAWYEBULI ARIS PRAZA DZARXVIT DA BOLOS...DASASRULI NAKLEBAD. TITKOS DAWYEBULI ARIS PRAZA DZARXVIT DA BOLOS...DASASRULI NAKLEBAD.
13. ხელწერა არ ვიცი, მაგრამ ლექსი არ მომეწონა ნამდვილად.
ფინალური ფრაზა ყველაზე ნაკლებ, სისხლით გამოზრდილი მზეების გახელვა? ..
არ მომწონს ხელწერა არ ვიცი, მაგრამ ლექსი არ მომეწონა ნამდვილად.
ფინალური ფრაზა ყველაზე ნაკლებ, სისხლით გამოზრდილი მზეების გახელვა? ..
არ მომწონს
12. :) :) :) :) :) :) :) :) :) უფრო ოპტიმისტური აღმასვლა მინდოდა და რაღაცამ ჩაიხვია და გაჭედა შუაში. ფინალი მეც მომწონს :) :) :) :) :) :) :) :) :) :) უფრო ოპტიმისტური აღმასვლა მინდოდა და რაღაცამ ჩაიხვია და გაჭედა შუაში. ფინალი მეც მომწონს :)
11. ორჯერ წამაკითხა თავი, ცხადზე უცხადესია, რომ უკვე შემდგარი ავტორის ხელწერაა აქ.
ფინალი მომეწონა განსაკუთრებით. ორჯერ წამაკითხა თავი, ცხადზე უცხადესია, რომ უკვე შემდგარი ავტორის ხელწერაა აქ.
ფინალი მომეწონა განსაკუთრებით.
10. როცა მზეს ვუმზერდი და თვალები ვაჭრევინე, რომ იქნებ, რომ როგორმე, რომ ბოლოს, რომ ერთხელაც, ოცნებებჩამსხვრეული ამ სულის ფანჯრებიდან, ამ სისხლით გამოზრდილი მზეები გამეხილა.
გაახელ...;-* როცა მზეს ვუმზერდი და თვალები ვაჭრევინე, რომ იქნებ, რომ როგორმე, რომ ბოლოს, რომ ერთხელაც, ოცნებებჩამსხვრეული ამ სულის ფანჯრებიდან, ამ სისხლით გამოზრდილი მზეები გამეხილა.
გაახელ...;-*
9. კიდევ შემოვიჭერი :)
მომწონს! კიდევ შემოვიჭერი :)
მომწონს!
8. მელოდია ძალიან ნაცნობი....სტილიც...მაინც ვერ გამოვიცანი ავტორი:)
თუმცა მომეწონა ძალიან...
5 მელოდია ძალიან ნაცნობი....სტილიც...მაინც ვერ გამოვიცანი ავტორი:)
თუმცა მომეწონა ძალიან...
5
7. იმდენად ნაცნობი სტილი და ხელწერაა, ვიცანია ვტორი მგონია. დალაგებული ლექსია და თანწყობილი, მომწონს. იმდენად ნაცნობი სტილი და ხელწერაა, ვიცანია ვტორი მგონია. დალაგებული ლექსია და თანწყობილი, მომწონს.
6. მომეწონა!!! მომეწონა!!!
3. მზის საჭრეთელიც მომეწონა... :)
მზის საჭრეთელიც მომეწონა... :)
1. საინტერესო ლექსია – საინტერესო სახეებით, თუმცა, რაღაცნაირი ტკივილიანი განწყობაა – პესიმისტურიც კი: "არათუ მეგობარი, ნაცნობიც ბედნიერი არა მყავს, ან საიდან გამეცნო ასეთები" საინტერესო ლექსია – საინტერესო სახეებით, თუმცა, რაღაცნაირი ტკივილიანი განწყობაა – პესიმისტურიც კი: "არათუ მეგობარი, ნაცნობიც ბედნიერი არა მყავს, ან საიდან გამეცნო ასეთები"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|