ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2008


ექსპრომტად

ასეთ დროს, იტყოდნენ ძველები - ღამეა,
დავდივარ წყალში და ფეხებზე სიცივე
მედება რამდენი, რამდენი, რამეა
რომ მინდა გითხრა და რამდენი მარტივი

მედება ფეხებში მიზეზი, ჩემებურ
სიმართლეს ვიფარებ ფარივით, ეგიდა
ისხლიტავს იმ ჭორებს სადღაც ჩემს გარშემო
რომ შეგუბებულან, ჭაობი, მაგიდა

ვერ იტევს ჩვენს სიცილს, ომია? - დამთავრდა
ჩვენ გვტკივა ნაღველი, ამ ბოლო ლუკმაში
ჩავტიეთ ის ზიზღი რომ გვჭამდა დილიდან
კვლავ სიცილს ვაყოლებთ: (ემფაზა) - ვიცინით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები