ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2008


განწყობის

მზეა ჰორიზონტზე გაშოტილი,
ციდან გამოუჩნდა ღრუბელს ყური,
მზერა, ალვასავით აშოლტილი,
სივრცეს ეტანება გულისყურით.

ჩემი მელოდია, მინორული,
როცა არ მირულავს ფიქრებს აშლილს,
არაცნობიერი მანევრებით,
სიტყვით ვაგემოვნებ რითმის ჭაშნიკს.

მერე ვახმიანებ მაჟორივით,
ლექსად ამოხვნეშილ სულის დუმილს...
მზეა ჰორიზონტზე გაშოტილი,
ციდან გამოუჩნდა ღრუბელს ყური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები