ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2008


ვაშლი "დე" ნათალი "დაო"

სიბრტყე სიბრტყეს გადაეფარა.
აქ სივრცეა.
გათლილი ვაშლი დედამიწაა ამოწურული.
მცივა...
შიშველს გხედავდი,
მერე გთლიდი.
შენ არ ითლები,
იქნები დედა.
დედა მიწის,
დედა ცის...
იქნები დედა ჩემი.
მილიონობით სიბრძნე
თქმულა
უთვალავი სიბრძნის
სათელად!
ყველას თანხმობა
გამოუცხადა
ერმა,
ბერმა,
ერთმა,
ბევრმა...
გათლილი ვაშლი დედამიწაა
თავისი ღერძით,
მაგრამ რატომღაც გეოგრაფები
გლობუსს "ხმარობენ"...
მე შენ ვერ გაგთლი_
იყავი დედა ჩემი.
მჭირდები!
მე მცივა!
მე მცხელა!
გაჩუქებთ ყველას
სათითაოდ
გათლილ
ვაშლებს!
ოღონდ ნურასდროს მომთხოვთ
ნათალებს...
ჩემთვის ვიჯდები
ერთი
ორი
სამი
და
უთვალავი წამი.
წამი ხომ ძალიან,
ძალიან ცოტაა...
მე ყველას გაჩუქებთ გათლილ ვაშლებს,
ოღონდ ნურასდროს მომთხოვთ
ნათალებს...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს