ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2011


შენთან ახლოს

ისევ აირია ცხოვრების გზები,
წარსულმა იჩინა თავი ძარღვებში,
ისევ შიშია ირგვლივ,
ისევ შიშია...
ქარის მონაყოლს თოლიების გუნდი
მიათრევს ზღვაში.


ნუ გეშინია,
რაც გესიზმრება წარსული ფიქრია.
ნუ გეშინია
ეს სიზმარიც წარსულზე ფიქრია.
ნუ გეშინია,
აქვე ვარ ახლოს...
და მხოლოდ მე ვარ
შენთან ვარ ახლოს.

ისევ ჩაიძირა ფიქრები ზღვაში
და თოლიებიც უსაქმურად დადიან ცაში.
ისევ ღამეა ირგვლივ,
ისევ ღამეა
და ჩემს  ნაამბობს ქარი ლეწავს
ხეთა ჩრდილებით...

ნუ გეშინია
ისევ ჩურჩულებს ჩემი გონება.
ნუ გეშინია,
შენი სიზმარი, წარსული ფიქრია..
ნუ გეშინია,
აქვე ვარ ახლოს
და მხოლოდ მე ვარ ყველაზე ახლოს.

ისევ ჩაიძირა ღამისფერი მოგონებები,
იქ სადაც მხოლოდ წარსული ცხვორობს...
ნუ გეშინია
შენთვის ჩურჩულებს ჩემი გონება,
ნუ გეშინია,
აქვე ვარ ახლოს...
და მხოლოდ მე ვარ,
ეს მე ვარ მხოლოდ,
ყოველ საღამოს რომ გესიზმრება!

და არა როგორც წარსული ფიქრი,
და არა როგორც ზმანება ავი.
ნუ გეშინია,
აღარაფერი განმეორდება,
ნუ გეშინია
დღეს მე ვარ მხოლოდ,
შენთან ვარ ახლოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს