ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2011


დრამატურგია.

შეძლებისდაგვარად ვუსმენ ეფ ემ 98.00 და თან იმაზე ვფიქრობ,როგორ გავანაწილო მეზობლისგან მოწოდებული 5 ცალი ხინკალი ოჯახის ოთხ წევრზე,ალბათ ბევრი მე შემხვდება.
ნუთუ მეზობელი მხოლოდ იმისთვისაა,რომ მის სამზარეულოში ხაფანგი დავაგო და მასში  რომელიმე გზა -კვალ არეული ვირთხა გაებას .
მიდი და მოსთხოვე მეზობელს სისუფთავე,როცა შენს ანგარიშზე, უბრალოდ, თხუთმეტიოდე მსუქანი ვირთხაა,მასთან ხაფანგში გაბმული,ხოლო აზიური მუსიკის ფონზე,  იმის გახსენებაც არ მინდა,თუ როგორ ასხამენ მდუღარეს ხაფანგში გამომწყვდეულ ვირთხას.
ყველაფერი მაინც ერთ დიდ თავის ტკივილამდე მიდის:როგორ ვათქმევინოთ უარი საკუთარ თავს წარმატებების სურვილებისგან ან იმედების ქონისგან,იმ ქონისგან,რომლითაც ზედმეტი ცელულიტები არ შეგაწუხებს,ან თუნდაც, თავს დაიზღვევ ნაყროვანებისგან და ქუჩაში გამვლელი ნებისმიერი ნაცნობი აღნიშნავს შენს სიგამხდრეს,თმის და წვერის სიგრძეს,ან სიპატარავეს,ან ჩაცმულობაში მოუწესრიგებლობას,ან ..ან ..ანას,რომელიც ახლახანს გაიცანი ფეისბუკზე და მხოლოდ ჯიკაობით შემოიფარგლება მასთან „ურთიერთობა“..ან ანარქიას,რომლის მნიშვნელობაც მარტივად იგივდება არეულობასთან,საქმით კი მხოლოდ მაშინ ხორციელდება,როცა პერანგის ღილებზე ჯონჯოლის ხახვებ  ჩამოკიდებულ თამადას აღარავინ უსმენს და ის თავისებურად გთავაზობს თავის ორ ჩათქვირებულ ქალიშვილს.რომელთაც ბიჭი მხოლოდ  გაურეცხავ ცხენზე ამხედრებულად იციან,ისიც  თავიანთ წარმოსახვებში.
„მონაცემთა ბაზაში არ არის ჩანაწერები“
დეზერტირთა ბაზარში არის ჩანაწერები,ბოლოკის,“პეტრუშკის“ და რეჰანის ყიდვის ფაქტები,უკანასკნელი რომ დაიფერთხა ჯანიანმა თათრის ქალმა მოყავისფრო მკლავზე  და ლარით ზედმეტი გამოგართვა.
არც ერთი და არც მეორე..

იძინეთ,ჭამეთ,გაირუჯეთ მზის სხივების ქვეშ,აივნებზე,სახურავებზე,ქვიშაზე.
ყლაპეთ სიცხე და  თვალი გააყოლეთ (სქესს გააჩნია)  უკანალზე მოტკეცილ  ტრუსიან მოყვასებს.აყევით გულისთქმას და პორნოში ნაყურებ ათას სირაღაცეს ,თავის მართლების მიზნით ,ამჯობინეთ რეალურად დანახული  ,შეფუთული პროვინციელის ჩათქვირული მკერდი.(ყანაში ნამუშავებს,ყველას ეტყობათ) 
აშენეთ თბილისის ზღვის სანაპიროებზე სარბენი ბილიკები და თავები დააკბენინეთ უწყინარ არსებებს,ხვლიკებს ან გველებს,რომლებიც თურმე ასფალტს ჭამენ,თქვენს მაგივრად და სხვა გზა არ აქვთ,ვინაიდან ქვეწარმავლები არიან და ისინი მღრღნელებთან ერთად გვძულს .
მოიწონეთ ფეისბუქზე მაგთიფუნი და 5 უფასო მესიჯი დაგემატებათ.


ვისაც არ მოეწონება,13 ბუქნი გააკეთოს შეუსვენებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები