ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2011


გიჟი, კეთილი, ცუდი...

წვიმდა. დრო და დრო  ჯერ ელვა გაანათებდა და ცოტა ხნის შემდეგ გრუხუნი აყრუებდა სოფლის შუკებს.
მაღაზიის წინა ჩამოხურულს ორი კაცი შეფარებოდა. ერთს ჭრელი პერანგი ეცვა, მეორეს თეთრი. სოფლის გაზე  მიმავალ თითო-ოროლა ავტოს აყოლებდნენ თვალს…
-    გაიგე, ელვას სამი კაცი მოუკლავს, წვიმას შეემალენ ქოლგის ქვეშ თურმე და ზედ დაცემიათ მეხი. ისე ძლიერი ელვა ყოფილა ქოლგის ტარი დაუდნიაო! – თქვა ჭრელპერანგიანმა.
-    კი, საშიშია მეხი!
-    რა ძალა აქვს? ისე, არ შეიძლება ამ ძალის გამოყენება... ა, მაგალითად აკუმულატორის დამუხტვა?!  - გაიცინა...
-    სადღაც წამიკითხავს, მუშაობდნენ  ელვის სასარგებლოდ გამოყენებაზე, მაგრამ იმდენა ძვირი ჯდება, არ ღირსო... - ცას შეხედა თეთრპერანგიანმა.
სოფლის გზაზე კაცი გამოჩნდა ამ დროს.
-    ა, მოდის გიჟი, ერთი მეხი ამიზა რავა ენანება ღმერთს?! - გაიცინა ჭრელპერანგიანმა.
-    რას გიშლის?!
მესამე კაცი შემოუერთდა ჩამოხურულს. თავზე ნაჭრის ქუდი ეხურა, საიდანაც წურ-წურით ჩამოდიოდა წყლის წვეთები. სულ სველი იყო. იცინოდა და `გეიწიე ისიდორეო...~ - ღიღინებდა.   
-    გამარჯობა თქვენი!
-    მანასეს გაუმარჯოს! – მიესალმა თეთრპერანგიანი.
-    `აბა ბიჭო, მანასეო, ხან ისე და ხან ასეო...~ - თქვა ჭრელპერანგიანმა,  ქუდი მოხადა  და წვიმაში გადაუგდო.  ახლად მოსულს არაფერი უთქვამს, ისე წავიდა ქუდის ასაღებად, მაგრამ წყენა დაემჩნა – აღარ ღიღინებდა უკვე. ქუდი დაფერთხა, ტალახი რომ მოეცილებინა, დაიხურა  და ისევ ჩამოხურულში  დაუბრუნდა... 
-    აბა ერთი კიდე გავარდი... ეცი ჯეკა.. – ახლა უფრო შორს გადაუგდო ქუდი ჭრელპერანგიანმა...
-    რა ხუმრობაა ეს?! გაანებე თავი, რას აწვალებ, ცოდოა? – გაბრაზდა თეთრპერანგიანი.
-    გიჟია ცოდო?!
-    გაანებე თავი!
-    ვანებებ, აბა ერთიც - სსა ჯეკა... – კიდევ ერთხელ გადავარდა ქუდი წვიმაში...
თეთრპერანგიანმა მოკლედ მოიქნია ხელი, ჭრელპერანგიანი მაღაზიის წინ გადავარდა გულაღმა.  უსაშველოდ, თვალისმომჭრელად  განათდა ამ დროს და იმ წამსვე ისეთი მეხის ხმამ გააყრუა იქაურობა, თითქოს ცა მიწად ჩამოიქცაო... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები