 | ავტორი: ის.... ჟანრი: პროზა 20 ივლისი, 2011 |
მორდეხაი ადრე მთებს იქით ცხოვრობდა და დიდ გემებს დაჰყვებოდა ზღვაში. მერე, როგორც თვითონ ამბობს, მარილიანმა წყალმა თვალები დაუშრო და ზღვის ქარმა ამ სოფელში გადმოისროლა. აქ, ტყის პირას, პატარა მდინარე ჩამოდის. მორდეხაი ხშირად სთხოვს შვილიშვილს, ჰეიკეს, რომ მდინარესთან წაიყვანოს. მერე წყალში ფეხებჩაყოფილი მოხუცი დიდხანს ზის ქვაზე და საკუთარ ჩრდილქვეშ ისვენებს. ამ დროს ჰეიკე ლიფსიტებს იჭერს და ავასთან მიჰყავს. ავას წითელი თმა აქვს და სახეზე ჭორფლები აყრია. ის დედასთან ხელჩაკიდებული მოდის ხოლმე მდინარეზე და ამოჩემებულ ადგილას ჯდება. ავა ვერაფერს ხედავს და მარტო მაშინ იღიმის, როცა ჰეიკე მასთან მიდის და თმაზე ეფერება. ის ამბობს, რომ მზე თვალებს სტკენს და მხოლოდ შემოდგომის წვიმების დროს ძინავს მშვიდად. როცა ჰეიკე მორდეხაის უყვება ავას შესახებ, მოხუცი ამბობს, რომ გოგოც მზის მატარებლის მგზავრია. ჰეიკეს არაფერი ესმის, მაგრამ კითხვებს არ სვამს. ---------- -ჰეიკე, მალე წვიმები დაიწყება, შეშა უნდა მოვიმარაგოთ,- მოხუცი ხელისცეცებით პოულობს ჯოხს და ნელი ნაბიჯით გადის ეზოში. ბიჭი სარკმლიდან უყურებს სიცხისგან გადამწვარ მინდვრებს, თავს დაბლა ხრის და მაინც მიჰყვება მორდეხაის. მოხუცი ფორთოხლის ხის ქვეშ ზის, ჯოხზედაყრდნობილი, და იქით იყურება, საიდანაც ნიავი ქრის. ჰეიკეს ლურჯი პერანგი აცვია და დაბალ, ხავსმოდებულ ღობესთან დგას. მტვრიან გზაზე ფეხშიშველი ავა მოდის . უკან კაცი მოჰყვება, თივას მოათრევს და თან თვალს არ აცილებს ავას ფეხებს. ჰეიკეს ძარღვები დაებერა სახეზე და გარეთ გავიდა. კაცმა გზა გააგრძელა. ჰეიკემ ავა შემოიყვანა სახლში და ეზოს კარი ჭრიალით დაიკეტა. მორდეხაი ისევ ფორთოხლის ხის ქვეშ ზის და თვლემს. ნიავი აღარ არის. -ავა, ბაბუამ თქვა, მალე წვიმები დაიწყებაო. მზე მასაც ტკენს თვალებს. -ჰეიკე, მდინარე დაშრა. მე და დედა ვიყავით დღეს და საერთოდ აღარ ისმის წყლის ხმა. წვიმები აღარ დაბრუნდებიან. მორდეხაიმ თავი აწია და გოგოს უხმო. ავა ხმას გაჰყვა, გვერდით ჩამოუჯდა მოხუცს და მხარზე დაადო თავი. -არაუშავს, ავა, თუ წვიმები არ დაბრუნდებიან, სხვა ნაპირზე გავალთ და ვნახავთ მზეს, რომელიც, თვალებს არ გვატკენს,- მოხუცმა გოგოს დაკოჟრილი ხელი გადაუსვა თმაზე და გაახსენდა, როგორ უწვავდა თვალებს ზღვის მარილიანი წყალი. შეიძლება, მთების იქით წვიმდა კიდეც.. მორდეხაი დაბალი, ჩახრინწული ხმით მღეროდა მეზღვაურის სიმღერას. ქარმა ისევ დაუბერა და გათიბული ბალახის სუნი მოიტანა. ჰეიკე აღარ უყურებდა ავას, თვალები დაეხუჭა და უსმენდა, როგორ შემოდიოდა სოფელში მზის მატარებელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვაჰ. :) :) როგორი კარგია,, როგორი :) ვაჰ. :) :) როგორი კარგია,, როგორი :)
12. შენი ბოლო ნაწერები ებმებიან ერთმანეთს. მომწონხარ ასეთი ც შენი ბოლო ნაწერები ებმებიან ერთმანეთს. მომწონხარ ასეთი ც
11. აი, ეს სულ სხვა ამბავია... აქ არავინაა შენ გარდა და მშვენიერია... უბრალოდ რამდენიმე შენიშვნა მაქვს:
ჰეიკე მასთან მიდის და თმაზე ეფერება. <-- აქ "უახლოვდება" აჯობებდა, რადგან ცოტა წინ "მიდის" კიდევ გაქვს გამოყენებული.
ჰეიკეს ლურჯი პერანგი აცვია და დაბალ, ხავსმოდებულ ღობესთან დგას. მტვრიან გზაზე ფეხშიშველი ავა მოდის . უკან კაცი მოჰყვება, თივას მოათრევს და თან თვალს არ აცილებს ავას ფეხებს. ჰეიკეს ძარღვები დაებერა სახეზე და გარეთ გავიდა. კაცმა გზა გააგრძელა. ჰეიკემ ავა შემოიყვანა სახლში და ეზოს კარი ჭრიალით დაიკეტა.
აქ დრო ვარდება და ცუდად მომხვდა ძალიან... ჯერ აწმყოა მერე წარსული, მერე ისევ აწმყო, რამე უშველო იქნებ.
საერთო ჯამში, ვისიამოვნე... აი, ეს სულ სხვა ამბავია... აქ არავინაა შენ გარდა და მშვენიერია... უბრალოდ რამდენიმე შენიშვნა მაქვს:
ჰეიკე მასთან მიდის და თმაზე ეფერება. <-- აქ "უახლოვდება" აჯობებდა, რადგან ცოტა წინ "მიდის" კიდევ გაქვს გამოყენებული.
ჰეიკეს ლურჯი პერანგი აცვია და დაბალ, ხავსმოდებულ ღობესთან დგას. მტვრიან გზაზე ფეხშიშველი ავა მოდის . უკან კაცი მოჰყვება, თივას მოათრევს და თან თვალს არ აცილებს ავას ფეხებს. ჰეიკეს ძარღვები დაებერა სახეზე და გარეთ გავიდა. კაცმა გზა გააგრძელა. ჰეიკემ ავა შემოიყვანა სახლში და ეზოს კარი ჭრიალით დაიკეტა.
აქ დრო ვარდება და ცუდად მომხვდა ძალიან... ჯერ აწმყოა მერე წარსული, მერე ისევ აწმყო, რამე უშველო იქნებ.
საერთო ჯამში, ვისიამოვნე...
10. ვახ ეს ვინ დავინახე :* როგორ მიყვარს შენი ნაწერები .. უცნაურად კარგი ხარ ვახ ეს ვინ დავინახე :* როგორ მიყვარს შენი ნაწერები .. უცნაურად კარგი ხარ
9. მარტივი ენით,ზედმეტი გართულებების გარეშე ძალიან კარგად შესრულებული და გადმოცემული ნაწერი, ყოველთვის ბოლომდე მითრევს თხრობის ასეთი სტილი
კარგი იყო ნამდვლად მარტივი ენით,ზედმეტი გართულებების გარეშე ძალიან კარგად შესრულებული და გადმოცემული ნაწერი, ყოველთვის ბოლომდე მითრევს თხრობის ასეთი სტილი
კარგი იყო ნამდვლად
8. მე "ჰაიავათას სიმღერა" გამახსენდა...:) მომეწონა და იმიტომაც გახსენდა...ისაც მომწონს...:) მე "ჰაიავათას სიმღერა" გამახსენდა...:) მომეწონა და იმიტომაც გახსენდა...ისაც მომწონს...:)
7. ყოველთვის მომწონდა შენი ნაწერები. არც ეს არის გამონაკლისი..
ყოველთვის მომწონდა შენი ნაწერები. არც ეს არის გამონაკლისი..
6. თავფურცელი ალალია :)
"დალაიქება" რად უნდა, ზეპირად მოგიყვებით!!! თავფურცელი ალალია :)
"დალაიქება" რად უნდა, ზეპირად მოგიყვებით!!!
5. არა... არაფერ შუაშია ამ ნაწერთან...სათაური გამახსენდა უბრალოდ და ემილის ვეთანხმები: რა დროს წერიტილია... მშვენიერი ნაწერია ეს და ვინც არ დამეთამხმებააააააა, მაგრად გაილახებააააა
ის... იმსახურებს კოცნას :-* :-* :-* არა... არაფერ შუაშია ამ ნაწერთან...სათაური გამახსენდა უბრალოდ და ემილის ვეთანხმები: რა დროს წერიტილია... მშვენიერი ნაწერია ეს და ვინც არ დამეთამხმებააააააა, მაგრად გაილახებააააა
ის... იმსახურებს კოცნას :-* :-* :-*
4. ასეთ ნაწერს კითხულობთ და რა დროს წერტილია ხალხნო?! : ))) მე მაგრად მომეწონა ნაწერი. წერტილიც უხდება. დასასრულის სიმბოლო. : ))))) ასეთ ნაწერს კითხულობთ და რა დროს წერტილია ხალხნო?! : ))) მე მაგრად მომეწონა ნაწერი. წერტილიც უხდება. დასასრულის სიმბოლო. : )))))
3. გავიხსენეეეეეეეე...რენე რეჯანის "მზის მატარებელი" ... საოცარი წიგნი იყო :)
გავიხსენეეეეეეეე...რენე რეჯანის "მზის მატარებელი" ... საოცარი წიგნი იყო :)
2. საოცარი, საოცარი, საოცარიიიი გოგონა... :-* რა მაგარ რამეებს წერ ხოლმე... :-* 5555555555555 საოცარი, საოცარი, საოცარიიიი გოგონა... :-* რა მაგარ რამეებს წერ ხოლმე... :-* 5555555555555
1. მშვენიერია, მზის მატარებელს ჩამოჰყვა ის... :) მშვენიერია, მზის მატარებელს ჩამოჰყვა ის... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|