ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2011


თავი და ბოლო

ასე უბრალოდ...
უცოდველი ალბათ ჩვილია!
(თვალუხელელს, რომ მხოლოდ სუნი
გააძღებს მშობლის)
ზრდასრულს კი ეჭვი ეპარება...
წლები გაჰყრია - ხერხემალში და
რა დათესა?
ან - რას მოიმკის?

გონებას?..
- არა!
ვის უმტყუნა?.. (ყველა დაკბინა)
როცა წარსულმა კალაპოტში
ჩაუშვა ღუზა...
მღვიე დინებით იშენებდა
სირცხვილი - ბინას!
თუმცა სხეული არ ადგამდა კედლებზე უზანგს.

ასე... შეპარვით
მიდიოდა წლები და ერთობ!
ქუჩებზე ფერი უფრო იდო -
მწიფე ალუბლის -
ხეზე, რომ შერჩა. (მებაღესაც აღარ შეეძლო)
და ქარიც თითქოს იუცხოვებს...
განზე ჩაუვლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები