ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიკო გვაზავა
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2011


ანგელოზის ქანდაკება

ანგელოზის ქანდაკება
სათავგადასავლო პროზა

------------------------------------------------
 
               
  ადამიანის სული,ხორცი და აზროვნება ჰგავს ტაძარს რომელიც მარადიულობად უნდა აქციო. აგო,აგო მთელი ცხოვრების მანძილზე სიმართლით, სიყვარულით და პატიოსნებით.ნაბიჯს ნაბიჯი ისე ააყოლო გულსში ღვთის სახელს იმეორებდე არ უშინდებოდე ყინვას,  ხორციელ ტანჯვას რადგან მხოლოდ საქმე და სახელი რჩება ბოლოს.მანამდე კი რამდენჯერაც არ უნდა დაეცე,დამდენჯერაც არ უნდა დაინგრეს სულის ტაძარი, და გადაქთელოს თუნდაც ყველაზე მწარე ტკივილმა ტაძარი ბოლომდე უნდა ააგო. ჩემმა სულიერ ტაძარს მაშინ ჩაეყარა საფუძველი,როცა ჩემს ეზოში წმინდა ნინოს პატარა ტაძარი ააგეს,მაშინ ვერ ვხვდებოდი რა დაიწყო,თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი.
    მამა ილიამ დიდი სიხარული შემოტანა მრევლში,მე მაშინ პატარამ, თერთმეტი წლისამ არ ვიცოდი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ახლა მინდა ყველაფერი თავშივე გავიხსენო,რადგან მერე მთელი ცხოვრებია ამ გზას მივუყვები.   
                         
აღდგომა ღამე თენდებოდა , ლიტონიობის დასრულების შემდეგ მამა ილია ზეიმით და გალობით გამობრძანდა ტაძრიდან,მერე ხატებით და ჯვრებით მივყვებოდით ყველას კართან ვაკაკუნებდით და ქრისტეს აღგომას ვახარებდით,მერე ეზოში დიდი სუფრა გაიშალა და სანამ მზემაც არ იზეიმა დღესასწაული,მანმადე ისმოდა ქრისტეს გალობა.

  ეხლა როცა ჩემს გარშემო ოთხი კედელია,უნებური ფიქრის ტყვეს ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ.უზრუნველი და უდარდელი ბავშვობა,მხიარულება ყველაფერი რაც სიმდიდრეს შეეხება ერთ დღეს ყველაფერი გაქრა.ერთ ღამეს სახლში რაღაცა ჩოჩქოლი ატყდა,შეშფოთებული დედისკენ გავიქეცი დავინახე მამა პოლოციელებმა წაიყვანეს,მოგვიანებით მამა გამოშვეს და იმით ამიხსნეს, რომ შეცდომა მოხდა.მერე ნელ-ნელა დაცარიელდა ჩემი სამყარო ჯერ ავეჯისგან,ჭურჭელისგან ბოლოს კი ცის ქვეშ დავრჩით მე და დედა.მაშინ სრულწლოვანმა  ვიცოდი რომ მამა ნარკომანი მყავდა.ჩვენ ნათესავებს შევაფარეთ თავი.იმ წუთას მამა მეცოდებოდა,ვფიქრობდი რომ მამას დავეხმარებოდი ციხიან თავის დაღწევაში.ახლა კი ბრაზი მერევა.მან არ იფიქრა ჩემს მომავალზე და ღვთის იმედად დამტოვა,მაგრამ სწორწდაც, რომ ღმერთია ჩვენი ერთადერთი მფარველი. თუმცა სანამ ამას მივხვდებოდი,ბევრი გამოცდის ჩაბარება დამჭირდა,ხანდახან მგონია რომ გულის მაგივრად ქვა მაქვს,არა იმიტომ რომ ვამპირად ჩამოვყალიბდი, არააა უბრალოდ ცხოვრაბამ გამაძლიერა, შიმშილთან და სიცივესთან ჭიდილმა.რაც მეტად ვფიქრობ ვასკვნი, რომ მძიმეა ისწავლო ცხოვრება საკუთარ შეცდომებზე,თუმცა სხვის შეცდომებზე ვის უსწავლია???ამას იმიტომ ვფიქრობ რომ,რომ არა ოჯახის ასე დანაწევრევა,მინ ვიქნებოდი მეე.???

  ახლა კი ვინ ვარ???ოცნებეს აყოლილი, სიყვარულსში დაკარგული ფაიფურის თოჯინა.ახალგაზრდა ადამიანისთვის ცხოვრება წინაა ის დამახინჯებული შეიძლებე არსებობდეს აი დანგრეული კი არა.ხო და მეც შემიყვარდა,მასაც შევუყვარდი.მარი მდიდარი ოჯახიდან იყო,ჩემთან ურთიერთობას უკრძალავდნენ.

  იმისთვის რომ მქონოდა ერთ დღეს რისკზე წავედი,ბიჭებს გავყევი, სახლს მივადექი კარზე ეწერა”აქ ცხოვრობდა საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი”-ივანე??? თუ მიხეილი?? ჰაა ჰააა შეეშალად ეტყობა,კარი თითქმის ღია იყო,ძველი მტვრიანი ავეჯი,მიყრილ-მოყრილი წიგნები,ტანსაცმელი,კარადაზე ასე ოცდაათი სანტიმეტრის ანგელოზის ქანდაკება იდგა,ქანდაკებას ფრთები გაშლილი ჰქონდა ავიღე და უბეში ჩავიდე.მარის მოეწონება გავიფიქრე მაშინვე.არ ვიცი ვინ რა იპოვა,მაგრამ სანამ ისინი ეძებდნენ მე ფანჯარასთან დაკიდებულ საფრთხობელას შევყურებდი,რომელსაც ჯამბაზის თავი ჰქონდა,ძონძივით ტანზე დიდი ჭრელი ღილები ჰქონდა დაკერებული,საყელო ისე ედგა თითქოს ვიღაც აღჩობდა,საცოდავად ეკიდა თოჯინა-საფრთხობელა და შემომყურებდა,სწორედ ასათად მიმაჩნდა იმ წუთას ჩემი არსება და მასავით მახჩობდა ყელში რაღაც.

მის შემდეგ ჩემი ბედი სხვა გზით დატრიალდა,დავკარგე საკუთარი თავი და ყველა ვინც მიყვარდა და უყვარდი.ციხეში ჩემი სულიერი გარდატეხა დაიწყო.დავიწყე სასულიერო ლიტერატურეს კითხვა.თავიდან გასართობად,შემდეგ სულიერ მოთხოვნილებად მექცა,მოძღვრის დახმარებით დავიწყე ეკლესიური ცხოვრება.სასჯელი მოხდის შემდეგ ქალაქიდან შორს ტაძარში წავედი,და იქ სამუდამოდ დავრჩი.

ალბათ, ყველა ადამიანს თავისი ბედისწერა და შენ მისი მორჩილი ხარ,ალბათ საითკენაც არ უნდა წარმართულიყო ჩემი ცხოვრების გზა საბოლოოდ აქ მომიყვანდა.ეს გზა კი რაგინდ ეკლიანიც არ უნდა იყოს მაინც ტკბილია,რადგან ხარ რჩეული უფლისა.უფალმა მაგემა ყველაფერი მიწიერი,მაგემა მომცა და წამართვა...რათა ვივყოლოდი გზას…...გზას უფილაკენ.
 
  თითქმის ოცი წელია ბერული ცხოვრებით ვცხოვრობ,ეს ისეთი ტკბილია ჩურჩული უფალთან…..ხანდახან როცა მლოცველთა ჯგუფები მოდიან ჟრიამულობენ,ვზივარ და სიყვარულით სავეს თვალებით შევცქერი.ერთხელ როცა მორიგი ტურისტული ჯგუფი მოვიდა სენაკში ლოცვებს ვკითხულობდი,კარზე კაკუნი გავიგონე.წინკარში ასე ცამეტი-თოთხმეტი წლის გოგო იდგა.მიღიმოდა         

  -დამლოცეთ მამაო,თავი დამიხარა, 
 
  - უფალმა დაგლოცოს დავლოცე და მოვეფერე რამე ხომ არა ნებავს ქალბატონს?ღმერთო რა ლამაზია?ეს თვალები სადღაც მინახავს მოეწონწბა გავიფიქრე მაშინვე გავიფიქრე მაშინვე.ხელში ცელოფნი ეჭირა და გამომწოდა.

  -ეს გვინდა ტაძარს შევწიროთ.ამ დროს ხმა გაისმა 

-დედიკოო……..  მონახე მამაო?ხმა მეცნო ტანში ჟტუანტელმა დამიარა. დედა გოგონას მოუახლოვდა.ღიმილიანი სახე უბწყინავდა.შვილს ხელი მოკიდა და წაიყვანა.მე გაოგნებული ვიდექი.თვალწინ გაირბინა ჩემმა ცხოვრებამ დიდხანს ვიდექი გაშეშებული,მერე ტაძრისთვის შესაწირად მოტანილი ცელოფანი გამახსენდა გავხსენი და ...უფრო მეტად გავშრი ანგელოზის ქანდაკება მიმზერდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები