 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პროზა 18 სექტემბერი, 2008 |
ფერდობზე ერთ დიდ ბილიკს რამდენიმე ბილიკი ერთვის, რომელიც სოფლის შესასვლელთან უერთდება სამანქანო გზას, მერე კი გარს უვლის პატარა გორაკს და სოფლის სიღრმეში იჭრება... სოფელს ყველა სახლი თუ ნალია,როგორც კარგად დაძველებული ჩოხა ისე მოუხდენია,თივისა და სიმინდის ფუჩეჩის ბულულები ულვაშ-წვერად მიუთვლია, კვამლისაგან აღრჩოლებული ბუხრებიც ყალიონებივით მოუმარჯვებია და განუწყვეტელ მოძრაობას მისცემია...ის კი არა,შრომისაგან გაკაჟებულს ხელის დაქნევაც შესძლებია გამვლელ-გამომვლელისათვის... სოფელი ქალაქში მარტო არავის უშვებს. გლეხს ტანში შეეჭრება ხოლმე და, რომელ განთქმულ აბანოშიც არ უნდა გაიხეხოს კაცმა, ათასმა მექისემ ერთდროულად რომ იჯირითოს მის ძვლებზე, ათასი ქისაც რომ გაცვითონ, მაინც ვერ მოაშორებენ ახალი გამომცხვარი ლავაშის, თბილი რძისა და დანაყილი ქინძის სასიამოვნო სურნელს... სოფელი სკივრივით ინახავს თავის წიაღში ამოუცნობ, იდუმალ ხმებს, რომელიც საუკუნოვანი სიღრმეებიდან მოისმის. ამით იმისი თქმა უნდა სოფელს, რომ ძალიან ხანდაზმული გახლავთ, თუმცა თავადაც რომ არაფერი თქვას, მის ასაკზე მეტყველებს დაბილიკებული ნაკვთები და ჭორფლივით ჩაკირული კენჭები, რომელიც ათას ფიქრს აღუძრავს დაკვირვებულ ადამიანს დასაიდუმლო სკივრში ღრმად ჩახედვის სურვილს გაუცხოველებს... ყველა ძველი თუ ახალი ამბის "თვითმხილველნი" და გამავრცელებელნი, ჩვენი სოფლის მოხდენილი,მაგრამ ჭორიკანა ქალბატონები არიან,რომელთა თხრობის შეუდარებელი ნიჭის წინაშე მუხლს მოიდრეკს ყოველი გამიჯნურებული პოეტი,ხოლო მათი გაზაფხულივით ჭრელი და სიფრიფანა კაბის შრიალი ყველაზე გაწონასწორებულ დონჟუანსაც სამუდამოდ დაატყვევებს... ჭორაობით გაბეზრებული სოფელი ხანდახან დამიზნებით გაისვრის ხოლმე კენჭებს დაუღლელად მოქაქანე ქალბატონებისაკენ. რა თქმა უნდა, ისინი მოხდენილი კისკისით აიცდენენ მათკენ გამოსროლილ კენჭს და პირს მდინარისკენ იბრუნებენ.. მორაკრაკებს მდინარე და ათას ჭორს ნაფოტივით მოატივტივებს კამკამა ზედაპირზე... მოხდენილი ქალბატონები უსმენენ მდინარის მონაყოლს ვეებერთელა თევზებზე,ჭინკებზე და ქაჯებზე, მორევში შეტყუებითა და დახრჩობით რომ ემუქრებოდნენ მათ საქმროებს, პირველ ქრისტიანებზე, ნათლობის იდუმალებაზე,შობის ვარსკვლავიან ღამეზე... შემდეგ ეს ლეგენდები სოფლის კოხტა ქალბატონების შეუდარებელი ბაგეებიდან უზარმაზარი ტალღებივით აიქოჩრებიან ხოლმე და დედამიწის ყოველ კუთხეს აწყდებიან... მხოლოდ ერთი საბრალო დედაბერი, ყრუ-მუნჯად დაბადებული, ყველასაგან გარიყული და მიტოვებული აკვირდება სოფლის დაქსაქსულ ბილიკებს, დახავსებულ ლოდებს, სევდიანად ჩავლილ ურმის თვლებს, მკეღდში კი იმხელა სათქმელი დაჰგუბებია, ასე გეგონება, რომ ამოთქვას, სამყაროს გადაატრიალებსო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. სოსო, პროზაშიც ძლიერი ხარ და პოეზიაშიც!... :) სოსო, პროზაშიც ძლიერი ხარ და პოეზიაშიც!... :)
12. კარგია :) ლექსები უკეთესი :) კარგია :) ლექსები უკეთესი :)
11. იწყება იმდენად კარგად და ძლიერად..კარგი პროზაიკოსის ნაწერი და მერე
''ყველა ძველი თუ ახალი ამბის "თვითმხილველნი" და გამავრცელებელნი''აქედან თითქოს მეორე ადამიანი წერს .
აი მერე ერთი სიტყვა-კაშმარ! არ შევაფასებ ამ ავტორთან არ მინდა დაბალი ქულა. თქვენი წინა პროზა კი ძალიან მომეწონა. :) წარმატებები. იწყება იმდენად კარგად და ძლიერად..კარგი პროზაიკოსის ნაწერი და მერე
``ყველა ძველი თუ ახალი ამბის "თვითმხილველნი" და გამავრცელებელნი``აქედან თითქოს მეორე ადამიანი წერს .
აი მერე ერთი სიტყვა-კაშმარ! არ შევაფასებ ამ ავტორთან არ მინდა დაბალი ქულა. თქვენი წინა პროზა კი ძალიან მომეწონა. :) წარმატებები.
10. თბილი და სუფთა ემოცია თბილი და სუფთა ემოცია
9. უძლიერესია :) ფრიადს ვწეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეერ :) უძლიერესია :) ფრიადს ვწეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეერ :)
8. კარგია ძაან. კარგია ძაან.
7. ვახ. რა პატარაა და რა გამართული, რატომღაც მგონია რომ მაგრად გავიგე ფრიადი. მშვენიერი პროზაა. ვახ. რა პატარაა და რა გამართული, რატომღაც მგონია რომ მაგრად გავიგე ფრიადი. მშვენიერი პროზაა.
5. მე ის ყრუ-მუნჯი დედაბერი ვარ; ლავაშის, რძის და სანაყული ქინძის სუნი რომ დაჰგუბებია მკერდში.8 მე ის ყრუ-მუნჯი დედაბერი ვარ; ლავაშის, რძის და სანაყული ქინძის სუნი რომ დაჰგუბებია მკერდში.8
4. კარგი ამამინაცვალო , მაგრამ ლექსები უფრო ძალიან :) კარგი ამამინაცვალო , მაგრამ ლექსები უფრო ძალიან :)
3. ძალიან ჰგავს XIX საუკუნის მიწურულის სტილს..................... ვისია? ძალიან ჰგავს XIX საუკუნის მიწურულის სტილს..................... ვისია?
2. ძალიან ძლიერი გადმოცემაა... ფანტასტიურად გადმოეცი ნადირ... მაგარი ხარ რა, მეტი რა გითხრა... 5^100 :) ძალიან ძლიერი გადმოცემაა... ფანტასტიურად გადმოეცი ნადირ... მაგარი ხარ რა, მეტი რა გითხრა... 5^100 :)
1. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ კადრს გარეთა ტექსტს ვკითხულობდი რომელიღაცა სიუჟეტისთვის. მე თქვენი ლექსები უფრო მომწონს :) ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ კადრს გარეთა ტექსტს ვკითხულობდი რომელიღაცა სიუჟეტისთვის. მე თქვენი ლექსები უფრო მომწონს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|