ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელდღუნია
ჟანრი: იუმორისტული
27 ივლისი, 2011


ჩვენი ფერმა

მოდით ვნახოთ ჩვენი ფერმა,
დიდია და ქებული,
ცხოველისთვის ხელსაყრელი,
ერთობ მოხერხებული.

გარეთ ბევრი ბალახია,
პრესიცა გვაქვს მარაგში,
როცა გვინდა ღვინოს დავლევთ,
ლაშა პაპას მარანში.

ახლა ერთი პრობლემა გვაქვს,
ვერ ვახერხებთ მოგვარებას,
ორი დღეა რაც მივეცით,
გასაოცარ მწუხარებას.

ქათამი კვერცხს აღარა დებს,
აღარც ძროხა იწველება,
ჩვენი კოლტი გაზარმაცდა,
ტალახს აღარ ეკარება.

ფერმა თითქოს დაიღალა,
მწუხარება სუფევს დიდი,
მხოლოდ ერთი ვინმე ჩხავის,
უსაქმური ჩვენი ვირი.

მოვიწვიეთ კრება, ერთად,
დავსვით ყველა ცხოველი,
დავსხედით და ვიბაასეთ,
მათგან პასუხს მოველით.

ცხვარმა გვითხრა, ,,ნაწყენნი ვართ,
მოგვეჩვია დიდი მგელი,
შეგვაწუხა მთელი ფარა,
ნერვები გვაქვს დაწყვეტილი.

არც დაცვა გვყავს, არც პატრონი,
მინდორში ვართ მიყრილები,
ამ თხას კიდე თუ გავყვებით,
ხევში გადავიჩხრიკებით".

მოვისმინეთ მათი დარდი,
მათი ყველა ჩივილი,
შემდეგ ერთად განხილვისას,
იმ დასკვნამდე მივედით,

უნდა ვიქირაოთ დაცვა,
და ვაცხადებთ კონკურსს,
მსურველებმა მე მომწერეთ,
ანდა განას კონსულს.

შემდეგ ძროხას მოვუსმინეთ,
გვითხრა ,,რას გავს ესო,
გვაჭმევთ ბინძურ სალაფავს და,
არ გვაკარებთ პრესსო.

ხანდახან თაგვი მოგვითრევს,
საიდანღაც ძეხვსო,
ანდა თხუნელა მოგვაწვდის,
პაწაწინა კექსსო".

ვერ ვუთხარით ვერაფერი,
და დავთანხმდით უცებ,
დღე გარეთ ბალახს მოძოვენ,
გაივსებენ მუცლებს.

დედა ღორი შეგვედავა,
,,თქვე ძუნწებო თქვენა,
ასე როგორ გაგვიმეტეთ?!
თქვენ ამოწყდით ერთად.

ბაღის კარებს აღარ გვიღებთ,
ვეღარა ვჭამთ სიმინდს,
ახლა ისეთს ჩაგიტარებთ,
აგიჩქროლებთ სინდისს!

ჩვენი ხორცი კარგად გიყვართ,
სუკი, ენა, ლორი,
თქვენთვითონ ხართ გენაცვალე,
ჩვენზე დიდი ღორი!"

ეს პრობლემაც მოვაგვარეთ,
ღორებს ვეცით პატივი,
ახლა ერთად შიშხინებენ,
ნაკვერჩხალზე მარილით.

ყველა არის კმაყოფილი,
კაცია თუ ქალია,
ცხოველები კუნტრუშებენ,
ძროხაა თუ ცხვარია.

ბედნიერი დასასრული,
მოჰყვა ამ ჩვენს ძღაპარს,
ლექსის ფორმა მე მივეცი,
ამ პატარა ამბავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები