ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2011


დედა ენა

დედა ენა, ჩვენი ცოდნის ლამპარი,
აი-ია, ჯადოსნური ზღაპარი,
ჩუმი ნატვრა, სამრეკლოა და ზარი,
ყრმობის სიბრძნე, ჩვენი ცოდნის ტაძარი.

დედა ენა, გულის თქმა და წუხილი,
საქართველოს მდინარეთა ქუხილი,
ქართვლის დედის ლოცვა გულის ძახილი
ჩუმი ოხვრა სულის ამოძახილი...

დედა ენა, ფარნაოზის ანბანი,
ივერიის ცის ლაჟვარდი და განი,
საქართველოს მთების ჭექა და ბანი,
ვაზის ლერწი მზის სხივებში ნაბანი.

დედა ენა, მზის სითბო და დარია,
წმინდა ნინოს ვაზის ლერწმის ჯვარია,
რუსთაველის ტკბილ-ქართულის გვარია,
იაკობის  გალობა  და  ქნარია!



24.06.2006წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები