 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 28 ივლისი, 2011 |
ქალაქსა შინა არს ხალხი ჭრელი... მეეეზოვე და მოღვაწე. აზროვნება მათი და ქცევა მათი. დიდბეჯითობა და შეუპოვრობა?! სირცხვილი და სიმდაბლე.
არც თუ ისე შორეულ წარსულში, მაგრამ ახლოს წუთისოფელთან და მის ერთ მშვიდ ქუჩაზედ, რომელსაც განყენებულის ქუჩას ეძახდნენ და ერქვა კიდეც, ცხოვრობდნენ ქვე-წარსულის წარმომადგენლები, რომელთა წესჩვეულება, დღე-მომავლისკენ, იცვითებოდა ახალ-წლობასთან ერთად. აჭრელებულ და მოდით შეფერადებულ ნიღბიან წარმონაქმნებს ძალუძთ თითქოს იყვნენ დარბაისლები და წარჩინებით გადმოალაგონ ის ნაგროვები სანოვაგე, რომელთა მოხმარებით არათუ სიკეთით და პატივისცემით აღავსებენ სხვებს, არამედ პირიქით ზიანს აყენებენ სტუმრებს.
ეს ამბავი წამისსოფელმა უამბო დროს და დრომ მოიტანა ის ჩვენამდე. მეეეზოვე და მოღვაწე...
თბილ ქალაქში ხალხი გაცივდაო... - ხმა გავრცელდა სამშობლოში. ნიავსა და ქარში მიმობნეულ სიტყვიერებას ფასი დაჰკარგვოდა. არაქათი გამოეცალათ ასოებს და მთის კალთებზედ წამოჭიმულ ხეებზედ გადაეწყვიტათ დასვენება. მათ საძებნად და სიმართლის გასარკვევად დედაქალაქიდან გამოემგზავრნენ მოაზროვნენი: მწერალი, აკადემიკოსი და მოთხრობის მთავარი გმირი. ქალაქიდან ქალაქში „მიმობნეული მარგალიტების“ მდევარნი დაღლას არ უჩიოდნენ. მწერალს უთქვამს მისი გმირისთვის: - იქნებ მითხრა რად მიგიჩნიე ადგილი სატირაში? - მე მეკითხები?! თავად არ მიპოვე შუაგულ ქალაქში და გამომკეტე ფურცელთა კიდეებს შორის?! მიკვირს როგორ ვდგამ ფეხსა შენს ნაკვალევზედ? არ მასვენებ ადამიანო! - მესმის შენი, მაგრამ შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ და ის რეალობა რომელიც ასე მომწონდა ჩვენს ახალგაზრდობაში?! - ჰო ვარ, მაგრამ რა დაგიშავე, რას მერჩი? ყველგან თან დაგყვები. ახლა ზღვისპირეთში მექაჩები, გზად „მიმობნეულ მარგალიტებს“ მაძებნინებ, ოდეს ვიღაცას დაუკარგავს, ჩვენ კიდევ ლენჩებივითა დავყვებით მათ ანარეკლს. იქნებ ღორებმა შეჭამეს ეგ მარგალიტები? ამაზე არ გიფიქრია? - ახლაც ვფიქრობ, ოღონდ ერთ განსხვავებას ვხედავ მე ღორსა და მარგალიტს შორის: მარგალიტი სუფთაა, ღორი კი ბინძური. - ყოჩაღ შენ. ახლა ვხვდები თუ რად გჭირდებოდი... - ვითომ რად? - უფრო მგრძნობიარე ხდები. - მადლობა! - არაფრის. თუმცა მადლობა წინაპრებს უთხარი, მათ სიტყვიერ ლაბირინთში დავეძებთ გზა-კვალსა. სიხალისით, დიდი ეროვნულობითა და ღვთის სიყვარულით გამდიდრებულ გონებას თან ახლდა მკვლევარი და აკადემიკოსი. სამას სამოც გრადუსიანი მხედველობით აღჭურვილი ეს ადამიანი თანაზიარი გახლდათ ყოველივე ნამოქმედარისა, ნაღვაწისა თუ შობილისა! ნაგროვებ ასოებს ერთ ხურჯინში ათავსებდნენ. წიგნი ერქვა ამ ხურჯინს და ეს წიგნი მოჰქონდათ ერთი ქალაქიდან მეორესა.
სტუმარსა სწყურვილს უკლავენ და არა გულსა! აქედან იწყება ამბავი ესე მეორედ სათქმელი, რომ არა პირველი...
ყველა ქალაქს ჰყავს მეეზოვე. ის კი განსაკუთრებული ვინმე იყო. ახალგაზრდა, მხრებში ოდნავ მოხრილი, ხევსურული ქუდითა და სპორტული ჩაცმულობით, სახე თბილი და ნოტიო, თვალები ოდნავ მკაცრი, თითები პიანისტისა - გრძელი და აპრეხილი. ცოცხსაც კარგად უსვამდა და ხელში კალამსაც მარჯვედ იჭერდა, ხოლო გული მელნით სავსე ჰქონდა. ყოველ დილით სტუმრებისთვის გზას საგულდაგულოდ ასუფთავებდა. ყოველთვის მათ მოლოდინში იყო. სჯეროდა, ოდეს ეწვეოდა ქალაქს ის ვინც მას ასე გაახარებდა. ტანმორჩილი და ოდნავ შესუქებული გახლდათ ჩვენი მეეზოვე. მისი კალმოსნობა ქალაქს არ სმენია და არცა ჰყვიროდა, მხოლოდ ერთსა სჯერდებოდა - ფურცელსა და კალამს. ქალაქის შესავლელთან, მხვეტავ ბიჭოიასთან მანქანა ჩერდება და მას ესალმება სამი პიროვნება. ერთი, მათ შორის, მისი უახლოესი მეგობარი, აწ უკვე ჩვენი იგავის მთავარი გმირი, მწერალი გახლდათ. სალამი უბოძა თავმდაბლობით მეგობარს მეგობარმა. ცოცხს დაერყდნო და სინანულით უთხრა მათ, თან მოუბოდიშა: - მაპატიეთ მწერალო, მეგობრებო, ქალაქის დაგვა ვერ მოვასწარი, არადა დილაადრიან გამოვედი სახლიდან. - არაფერია ჩემო ბიჭოია, ყველაფერს ეშველება. შენ ეგ მითხარი, რასა იქმს ქალაქი დახვდება ჯიშსა ქართულსა საჯიშე ადამიანებითა და მამა-პაპური სტუმრობითა? რასა სჩივიან ჩემებრნი? რაო, ყველაფერი რიგზეაო? - შეmეხმიანეს მწერალო, თუმც დახმარება არ ისურვეს ჩემი. ყველაფერი წესრიგშიაო, ასე მომახსენეს. მხოლოდ თქვენი სტუმრობა დაგვამშვენებსო. - მაშ, ყოჩაღ მათ! - დღეს გაგიცნობენ, როგორც მწერალსა და პოეტს. მე კი ეს მახარებს. - შენმა ჯიშმა იხარა ჩემო ძამია, შენმა! - მადლობელი ვარ მწერალო! - ახლა ჩვენ მივდივართ, გზად ნაგროვები „მიმობნეული მარგალიტები“ მოგვაქვს და საზოგადოებას უნდა გავაცნოთ. - ღმერთმა მშვიდობა მოქცეს! - ხო იცი, შენ იქ უნდა იყო. წიგნთსაცავში გელით. ხო მართლა, ესენი ჩემი მეგობრები არიან, რომელთა ღვაწლი სამარადჟამოა, რადგან ერთი გმირია წიგნის ფურცლებში, ხოლო მეორე თანამოაზრე ჩემი შემოქმედებისა. - დიდად მახარებს თქვენი გაცნობა ჩემო ბატონებო! - ჩვენც. - მაშ ჩვენ წავედით. აუცილებლად მოდი! - კი, მწერალო!
აზროვნება მათი და ქცევა მათი. დიდბეჯითობა და შეუპოვრობა?!
და სჭირდა ქალაქს სენი - სიბინძურე. და მდაბლით მხოხავნი იდგნენ კვარცხლბეკზე მაღლითა, ცქერით და ჭვრეტით სხვათა ავ-კარგიანობისა. მხოხავნი ესრე მიწაზედ, ამპარტავნებით აღვსილნი, წუთიქალაქში ბორგავენ, ვერ ისვენებენ სოფელში. მცონარედ კაზმულ-აცმულნი, რწყილს არ ისვამენ ყლინჯზედა. და გარეულან მათ მიმართ მქუხარედ ტაშის მრეკველნი! ესოდენ მაგალითები, ამოუხსნელი კაციდან, არს თანამყოლი გონიდან! უგვანოდ შესრულებული დიდბეჯითობა მაგათი, პირსახიდან იკითხებოდა. დღე დაფოთლილ ზაფხულში თავს იჩრდილავდა. სამკითხველო დარბაზში მოწყობილ შეხვედრას მასპინძლები მხოლოდ გაგებით შეხვდნენ, მათი „აღფრთოვანება“ ლიტონ სიტყვებში იკარგებოდა. გისოსებს მიღმა გაწყობილ მეორე განყოფილებას მამა-პაპობა დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა და მასპინძლებმა დასავლურ მოტივებზე აჟღერებულ ხმიანობას ხოტბა შეასხეს.
სირცხვილი და სიმდაბლე. აქედან იწყება ამბავი ესე მესამედ სათქმელი, რომ არა პირველი... ნათქვამი ესე, ერთი მასპინძელი ქალბატონისა:
გულმოკლულ სტუმრებს სწყურვილი დავიწყებოდათ სულთა როცა, გზად ნაგროვები „მიმობნეული მარგალიტები“ ხურჯინში ნაპატიები, ისევ დაეპნათ. ხურჯინში ხელი ჩაჰყო მწერალმა და არაფერი დახვდა, მხოლოდ ხვრელი საიდანაც დიდი თითი თავისუფლად გამოჩნდა. ესეც თქვენ უგვანო დამფასებელნო სტუმართა და ქალაქისა! ამპარტავნებით ნაფერებ გონებას, ქვეყნიერების რომბი არ ჰკურნავს. ამპარტავნებით ამპარტავნებით ამპარტავნებით არაფერი შერჩება კაცს, გარდა უღირსობისა და ღორის დინგისა!
ბიჭოია ისევ ადრე დგება დილით და ჩვეულ საქმეს სიყვარულით აგრძელებს. ის მეეზოვეა...
27 ივლისი 2011 წელი გიორგი (გიგო) გახოკიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
28 ივლისი, 2011
ძალიან საინტერესოდ წერ,მიხარია რომ განსხვავებულ და ღრმააზრობრივ პროზას ვკითხულობ,წუხელ ვკითხულობდი და თავი გავანებე,რადგან მეძინებოდა,ეს კი ისეთი ნაწერია რომ ფხიზელი გონებით უნდა წაიკითხოს კაცმა:) არც შევმცდარვარ,დავტკბი რასაც ჰქვია. კალამი და წერაა შენი საქმე ჩემო ძმაო და არასდროს შეეშვა. შენ დარჩები ქართულ პროზას... ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
28 ივლისი, 2011
ძალიან საინტერესოდ წერ,მიხარია რომ განსხვავებულ და ღრმააზრობრივ პროზას ვკითხულობ,წუხელ ვკითხულობდი და თავი გავანებე,რადგან მეძინებოდა,ეს კი ისეთი ნაწერია რომ ფხიზელი გონებით უნდა წაიკითხოს კაცმა:) არც შევმცდარვარ,დავტკბი რასაც ჰქვია. კალამი და წერაა შენი საქმე ჩემო ძმაო და არასდროს შეეშვა. შენ დარჩები ქართულ პროზას...
16. სტუმარსა სწყურვილს უკლავენ და არა გულსა!
ამპარტავნებით არაფერი შერჩება კაცს, გარდა უღირსობისა და ღორის დინგისა! ეს გვერდი ჩემთვის ლამაზი ადამიანობის გაკვეთილის ტოლფასია.... სტუმარსა სწყურვილს უკლავენ და არა გულსა!
ამპარტავნებით არაფერი შერჩება კაცს, გარდა უღირსობისა და ღორის დინგისა! ეს გვერდი ჩემთვის ლამაზი ადამიანობის გაკვეთილის ტოლფასია....
15. მშვენიერი ნაკალმია, გაიხარე შენა!....:) 5. მშვენიერი ნაკალმია, გაიხარე შენა!....:) 5.
14. დიდი სატკივარი მშვენივრადაა გადმოცემული იგავურ-არქაული ენით..... ეს მშვენიერი საშუალებაა, აიძულო მკითხველი, დაფიქრდეს და კითხვებზე თავად ეძიოს პასუხები.... რომ ეძიოს სულიერება, ანუ იფიქროს გულით....:) მოკითხვები.....:) დიდი სატკივარი მშვენივრადაა გადმოცემული იგავურ-არქაული ენით..... ეს მშვენიერი საშუალებაა, აიძულო მკითხველი, დაფიქრდეს და კითხვებზე თავად ეძიოს პასუხები.... რომ ეძიოს სულიერება, ანუ იფიქროს გულით....:) მოკითხვები.....:)
13. ქართული სიტყვები, ქართული მარგალიტები , ზოგად-საკაცობრიო ციბრძნეს ვინ მოიტანდა მკითხველამდე ისე ლამაზად, როგორც Aშენ, განათლებულო, სიტყვათა მოქანდაკევ, ,ერთხელ ვთქვი და ისევ ვიმეორებ, ყველა თქვენი ნაწარმოები სამაგიდო წიგნია! ქართული სიტყვები, ქართული მარგალიტები , ზოგად-საკაცობრიო ციბრძნეს ვინ მოიტანდა მკითხველამდე ისე ლამაზად, როგორც Aშენ, განათლებულო, სიტყვათა მოქანდაკევ, ,ერთხელ ვთქვი და ისევ ვიმეორებ, ყველა თქვენი ნაწარმოები სამაგიდო წიგნია!
12. ყოველთვის ზუსტი აქცენტებით და პირადად ჩემთვის სრულიად გასაგები სატკივარიც და სათქმელიც.
გიგო ...როგორც ყოველთვის!
ჰმ..................................... მე მიყვარს ნაწერები, სადაც უნდა ა მ ო ი კ ი თ ხ ო . ყოველთვის ზუსტი აქცენტებით და პირადად ჩემთვის სრულიად გასაგები სატკივარიც და სათქმელიც.
გიგო ...როგორც ყოველთვის!
ჰმ..................................... მე მიყვარს ნაწერები, სადაც უნდა ა მ ო ი კ ი თ ხ ო .
11. ავტორის კომენტარს ვეთანხმები.
მეც გამიჭირდა წაკითხვა,რაღა დაგიმალოთ, თან მონიტორზე, თან დილით, მაგრამ აბსოლუტურად პასუხობს ნაწერი ჟანრსაც და მისი წერის ქართულ, ტრადიციულ სპეციფიკასაც. მით უფრო, რომ სათქმელი კარგადაა მოტანილი.
სუბიექტურად, კომპლექსურად ალეგორიული ნაწარმოებები საჩემო არ არის, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ კარგი ვთქვა მასზე. ავტორის კომენტარს ვეთანხმები.
მეც გამიჭირდა წაკითხვა,რაღა დაგიმალოთ, თან მონიტორზე, თან დილით, მაგრამ აბსოლუტურად პასუხობს ნაწერი ჟანრსაც და მისი წერის ქართულ, ტრადიციულ სპეციფიკასაც. მით უფრო, რომ სათქმელი კარგადაა მოტანილი.
სუბიექტურად, კომპლექსურად ალეგორიული ნაწარმოებები საჩემო არ არის, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ კარგი ვთქვა მასზე.
10. მომეწონა ეს ნაწარმოებიც! მე შენი ნეწერები ყოველთვის მომწონდა და მომწონს! და მოკითხვები, ჩემო გიგო, შენ და შენს ლამაზ ჯალაბობას! მომეწონა ეს ნაწარმოებიც! მე შენი ნეწერები ყოველთვის მომწონდა და მომწონს! და მოკითხვები, ჩემო გიგო, შენ და შენს ლამაზ ჯალაბობას!
9. ხო აქ რთულია და სააზროვნოა ყოველთვის,ვეთანხმები ია-იას.
გულითადი მოკითხვა გიგო და შემოქმედებითი წარმატებები.
ხო აქ რთულია და სააზროვნოა ყოველთვის,ვეთანხმები ია-იას.
გულითადი მოკითხვა გიგო და შემოქმედებითი წარმატებები.
8. საოცარი წერის კულტურა აქვს ამ კაცს! აქ ყოველთვის აზრიანი და დასაფიქრებელი ნაწარმოებები გვხვდება! ჩემი მოწონება შეენ და გულითადი მოკითხვები! :-* საოცარი წერის კულტურა აქვს ამ კაცს! აქ ყოველთვის აზრიანი და დასაფიქრებელი ნაწარმოებები გვხვდება! ჩემი მოწონება შეენ და გულითადი მოკითხვები! :-*
7. გიგო...;-* მე ზოგადად შენი ხელწერა ვიგულისხმე , ენის სიმძიმეზე როცა გავამახვილე ყურადღება...:) მართალია, იგავ-არაკისთვის ალბათ უფრო შესაფერისია ასეთი სტილი... ავტორის გულისტკივილი კი აშკარად ჩანს... იმ უზნეობის...იმ სენის გამო რაც იგავშია ნათქვამი... ვინც წაიკითხავს ყველა მიხვდება, ვის მხარესაა ავტორი...;-* მეც მიყვარხარ იმიტომ რომ შენთან თავისუფლად და პირდაპირ შემიძლია ჩემი აზრის დაფიქსირება ...:-* გიგო...;-* მე ზოგადად შენი ხელწერა ვიგულისხმე , ენის სიმძიმეზე როცა გავამახვილე ყურადღება...:) მართალია, იგავ-არაკისთვის ალბათ უფრო შესაფერისია ასეთი სტილი... ავტორის გულისტკივილი კი აშკარად ჩანს... იმ უზნეობის...იმ სენის გამო რაც იგავშია ნათქვამი... ვინც წაიკითხავს ყველა მიხვდება, ვის მხარესაა ავტორი...;-* მეც მიყვარხარ იმიტომ რომ შენთან თავისუფლად და პირდაპირ შემიძლია ჩემი აზრის დაფიქსირება ...:-*
6. ყოჩაღ, გიგო!
ერთადერთი ”ნაკლი”, რაც შემიძლია ვიპოვო, - მოგკლააავ! :)))) - სასვენი ნიშნებია ფეტვივით ხელუკუღმა ჩაყრილი ხნულში!
დანარჩენი - ბრავო! ყოჩაღ, გიგო!
ერთადერთი ”ნაკლი”, რაც შემიძლია ვიპოვო, - მოგკლააავ! :)))) - სასვენი ნიშნებია ფეტვივით ხელუკუღმა ჩაყრილი ხნულში!
დანარჩენი - ბრავო!
5. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სათქმელი ავტორმა აქ (და არა მარტი აქ...) მკითხველამდე მოიტანა იმ ფორმით, სტილით, რომელიც ჩვენს, ქრისტიანთა უდიდეს წიგნშია გამოყენებული და რომელიც სიბრძნისა და შეგონების ერთ–ერთ საუკეთესო ფორმადაა მიჩნეული დღემდე და ამ ფორმის გამო მის სიღრმეებში წვდომა ამ წიგნსა და, საერთოდ, ამ ჟანრის ნაწარმოებში ყოველთვის დიდ დაკვირვებას, აზროვნებას და სულიერებასაც მოითხოვს... ჯანრიდან გამომდინარე, თხრობის სტილი ტექსტისაგან უკვე ორგანულად ითხოვს ენის არქაულ ფორმას...
რაც შეეხება ამ დიდი ალეგორიული დატვირთვის ნაწარმოებს, ამ ყველაფრის დანახვას, შეგრძნებას, გათავისებას, ატკივებას და მკითხველამდე მოტანას კიდევ სჭირდება დიდი გამბედაობა, რათა მიძინებული საზოგადოება გამოაფხიზლოს, რამეთუ სენი გვჭირს... " და სჭირდა ქალაქს სენი - სიბინძურე. და მდაბლით მხოხავნი იდგნენ კვარცხლბეკზე მაღლითა, ცქერით და ჭვრეტით სხვათა ავ-კარგიანობისა. მხოხავნი ესრე მიწაზედ, ამპარტავნებით აღვსილნი, წუთიქალაქში ბორგავენ, ვერ ისვენებენ სოფელში. მცონარედ კაზმულ-აცმულნი, რწყილს არ ისვამენ ყლინჯზედა. და გარეულან მათ მიმართ მქუხარედ ტაშის მრეკველნი! ესოდენ მაგალითები, ამოუხსნელი კაციდან, არს თანამყოლი გონიდან! უგვანოდ შესრულებული დიდბეჯითობა მაგათი, პირსახიდან იკითხებოდა..." განა შეიძლებოდა ამაზე მძაფრად მხილება?!.. განა ვხედავთ, რომ არ ეგების "დავუყაროთ მარგალიტი ღორებს...?" ამიტომაცაა, რომ "...სამკითხველო დარბაზში მოწყობილ შეხვედრას მასპინძლები მხოლოდ გაგებით შეხვდნენ, მათი „აღფრთოვანება“ ლიტონ სიტყვებში იკარგებოდა. გისოსებს მიღმა გაწყობილ მეორე განყოფილებას მამა-პაპობა დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა და მასპინძლებმა დასავლურ მოტივებზე აჟღერებულ ხმიანობას ხოტბა შეასხეს.
სირცხვილი და სიმდაბლე..."
თუ არ გამოვფხიზლდებით, " ამპარტავნებით არაფერი შერჩება კაცს, გარდა უღირსობისა და ღორის დინგისა!"
ბრავო, ავტორო!...
(დასანანია, რომ აქ ასე ცოტა კომენტარია, თუმცა, მეც გვიან მოვედი აქ...) პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სათქმელი ავტორმა აქ (და არა მარტი აქ...) მკითხველამდე მოიტანა იმ ფორმით, სტილით, რომელიც ჩვენს, ქრისტიანთა უდიდეს წიგნშია გამოყენებული და რომელიც სიბრძნისა და შეგონების ერთ–ერთ საუკეთესო ფორმადაა მიჩნეული დღემდე და ამ ფორმის გამო მის სიღრმეებში წვდომა ამ წიგნსა და, საერთოდ, ამ ჟანრის ნაწარმოებში ყოველთვის დიდ დაკვირვებას, აზროვნებას და სულიერებასაც მოითხოვს... ჯანრიდან გამომდინარე, თხრობის სტილი ტექსტისაგან უკვე ორგანულად ითხოვს ენის არქაულ ფორმას...
რაც შეეხება ამ დიდი ალეგორიული დატვირთვის ნაწარმოებს, ამ ყველაფრის დანახვას, შეგრძნებას, გათავისებას, ატკივებას და მკითხველამდე მოტანას კიდევ სჭირდება დიდი გამბედაობა, რათა მიძინებული საზოგადოება გამოაფხიზლოს, რამეთუ სენი გვჭირს... " და სჭირდა ქალაქს სენი - სიბინძურე. და მდაბლით მხოხავნი იდგნენ კვარცხლბეკზე მაღლითა, ცქერით და ჭვრეტით სხვათა ავ-კარგიანობისა. მხოხავნი ესრე მიწაზედ, ამპარტავნებით აღვსილნი, წუთიქალაქში ბორგავენ, ვერ ისვენებენ სოფელში. მცონარედ კაზმულ-აცმულნი, რწყილს არ ისვამენ ყლინჯზედა. და გარეულან მათ მიმართ მქუხარედ ტაშის მრეკველნი! ესოდენ მაგალითები, ამოუხსნელი კაციდან, არს თანამყოლი გონიდან! უგვანოდ შესრულებული დიდბეჯითობა მაგათი, პირსახიდან იკითხებოდა..." განა შეიძლებოდა ამაზე მძაფრად მხილება?!.. განა ვხედავთ, რომ არ ეგების "დავუყაროთ მარგალიტი ღორებს...?" ამიტომაცაა, რომ "...სამკითხველო დარბაზში მოწყობილ შეხვედრას მასპინძლები მხოლოდ გაგებით შეხვდნენ, მათი „აღფრთოვანება“ ლიტონ სიტყვებში იკარგებოდა. გისოსებს მიღმა გაწყობილ მეორე განყოფილებას მამა-პაპობა დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა და მასპინძლებმა დასავლურ მოტივებზე აჟღერებულ ხმიანობას ხოტბა შეასხეს.
სირცხვილი და სიმდაბლე..."
თუ არ გამოვფხიზლდებით, " ამპარტავნებით არაფერი შერჩება კაცს, გარდა უღირსობისა და ღორის დინგისა!"
ბრავო, ავტორო!...
(დასანანია, რომ აქ ასე ცოტა კომენტარია, თუმცა, მეც გვიან მოვედი აქ...)
4. ჭას სიცოცხლეეე და მოკითხვა ჩემგან გულით!!! ეს იგავია და ვგონებ ზოგად-საკაცობრიო პრობლემაზე არის აქცენტი გადატანილი. შესაბამისად ის რაც მომხდარა, მოხდა და მოხდება არის განსჯის საგანი, მით უფრო მას თუ მკითხველამდე თხრობის სხვადასხვა ჟანრის ესთეტიური მხარეების დაცვით განვავრცობთ. შესაბამისად იგავი ითხოვს წესების დაცვას, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასე, რომ ჩემს სამწერლო ხელს, თითქოს რთულს ცოტათი მაინც თუ მოვარგებ საიგავო ენას, ამით არაფერი დაშავდება. პირიქით ის სიბრძნე რასაც საჭიროებს იგავი და მისი არაერთსახოვნება, გაცილებით მართალი ვიქნები, როცა ვიტყვი, რომ ავტორმა თქვა სათქმელი და გამგები აუცილებლად გაიგებს. და დავსძენ ერთსაც: ავტორის გულისტკივილი არაფერ შუაშია, რადგან მაშინ მიკორძოებული აზრი უფრო აისახებოდა იგავში კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით და არა საზოგადო პრობლემა!
არა, რააა მაძლევ საშუალებას, რომ ვისაუბრო და განვუმარტო მკითხევლს არსი ჩემი შემოქმედებისა და განმარტოებული მოღვაწეობისა. უღრმესი მადლობა შენ ამისთვის და გულახდილობისთვის!!! თუმც მე არ გეთანხმებოდე ზოგ საკითხში. ეს ამბავი ერთი მოვლენაა, რომელიც იგავად იქცა. იგავებშია გაწერილი კაცობრიობის ზნეობა და მათი ადამიანობა. ვინც ამოიცნობს თავსა მისას იგავში ის იყოს თავისა თვისისა მკურნალი, მაგრამ იქნების როოო?!
ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ყველას!!! ჭას სიცოცხლეეე და მოკითხვა ჩემგან გულით!!! ეს იგავია და ვგონებ ზოგად-საკაცობრიო პრობლემაზე არის აქცენტი გადატანილი. შესაბამისად ის რაც მომხდარა, მოხდა და მოხდება არის განსჯის საგანი, მით უფრო მას თუ მკითხველამდე თხრობის სხვადასხვა ჟანრის ესთეტიური მხარეების დაცვით განვავრცობთ. შესაბამისად იგავი ითხოვს წესების დაცვას, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასე, რომ ჩემს სამწერლო ხელს, თითქოს რთულს ცოტათი მაინც თუ მოვარგებ საიგავო ენას, ამით არაფერი დაშავდება. პირიქით ის სიბრძნე რასაც საჭიროებს იგავი და მისი არაერთსახოვნება, გაცილებით მართალი ვიქნები, როცა ვიტყვი, რომ ავტორმა თქვა სათქმელი და გამგები აუცილებლად გაიგებს. და დავსძენ ერთსაც: ავტორის გულისტკივილი არაფერ შუაშია, რადგან მაშინ მიკორძოებული აზრი უფრო აისახებოდა იგავში კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით და არა საზოგადო პრობლემა!
არა, რააა მაძლევ საშუალებას, რომ ვისაუბრო და განვუმარტო მკითხევლს არსი ჩემი შემოქმედებისა და განმარტოებული მოღვაწეობისა. უღრმესი მადლობა შენ ამისთვის და გულახდილობისთვის!!! თუმც მე არ გეთანხმებოდე ზოგ საკითხში. ეს ამბავი ერთი მოვლენაა, რომელიც იგავად იქცა. იგავებშია გაწერილი კაცობრიობის ზნეობა და მათი ადამიანობა. ვინც ამოიცნობს თავსა მისას იგავში ის იყოს თავისა თვისისა მკურნალი, მაგრამ იქნების როოო?!
ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ყველას!!!
3. გიგო მოგესალმები...მოგიკითხე...:-*წაგიკითხე...:) თემატიკა და იდეა გასაგებია...ავტორის გულისტკივილიც...მაგრამ ცოტა მძიმე ენით არის ნაწერი... საკითხავადაც მძიმეა...თუმცა ბევრს მოსწონს ალბათ ასეთი სტილი...:-*
, სახე თბილი და ნოტიო, თვალები ოდნავ მკაცრი, თითები პიანისტისა - გრძელი და აპრეხილი. ცოცხსაც კარგად უსვამდა და ხელში კალამსაც მარჯვედ იჭერდა, ხოლო გული მელნით სავსე ჰქონდა. მელნისგულა მეეზოვის პორტრეტი საინტერესო იყო... გიგო მოგესალმები...მოგიკითხე...:-*წაგიკითხე...:) თემატიკა და იდეა გასაგებია...ავტორის გულისტკივილიც...მაგრამ ცოტა მძიმე ენით არის ნაწერი... საკითხავადაც მძიმეა...თუმცა ბევრს მოსწონს ალბათ ასეთი სტილი...:-*
, სახე თბილი და ნოტიო, თვალები ოდნავ მკაცრი, თითები პიანისტისა - გრძელი და აპრეხილი. ცოცხსაც კარგად უსვამდა და ხელში კალამსაც მარჯვედ იჭერდა, ხოლო გული მელნით სავსე ჰქონდა. მელნისგულა მეეზოვის პორტრეტი საინტერესო იყო...
2. ძალიან საინტერესო იგავ-არაკია...ამის ერთი წაკითხვა არ კმარა...მეორეჯერაც უნდა წავიკითხო... ბატონ გიგოს მოკითხვა :) ძალიან საინტერესო იგავ-არაკია...ამის ერთი წაკითხვა არ კმარა...მეორეჯერაც უნდა წავიკითხო... ბატონ გიგოს მოკითხვა :)
1. "მისი კალმოსნობა ქალაქს არ სმენია და არცა ჰყვიროდა, მხოლოდ ერთსა სჯერდებოდა - ფურცელსა და კალამს." - ან რა საჭიროა ყვირილი? დრო იყვირებს, თუ დავიმსახურებთ... :)
მოგიკითხე, გიგო... მომეწონა ნაწერი, აზრიანია და დამაფიქრებელი.
"მისი კალმოსნობა ქალაქს არ სმენია და არცა ჰყვიროდა, მხოლოდ ერთსა სჯერდებოდა - ფურცელსა და კალამს." - ან რა საჭიროა ყვირილი? დრო იყვირებს, თუ დავიმსახურებთ... :)
მოგიკითხე, გიგო... მომეწონა ნაწერი, აზრიანია და დამაფიქრებელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|