ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელდღუნია
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2011


ბრაზიანი ბაბუა - ჩივილი

მინდა გარეთ გავიდე,
ხიდან მსხალი მოვკრიფო,
მინდა თავისუფლება,
სულ რომ სახლში არ ვიყო. 

მდინარეზე არ მიშვებს,
არც ეზოში ბავშვებთან,
დავიღალე თამაშით,
პაწაწინა ღლაპებთან.

ტელევიზორს უყურებს,
ჩემთვის არა სცალია,
ვერ გავიგე რა უნდა,
ბაბუა თუ ძაღლია?!

ჩიბუხი აქვს გაჩრილი,
და მაბოლებს მთელი დღე,
ქალები რომ ამოჰყავს,,
უნდა რომ მე ვერ მივხვდე.

აღარა მაქვს ნერვები,
გამიჩინა დარდები,
ასე თუ გააგრძელა,
ათი კილო გავხდები.

საჭმელს პირს ვერ ვაკარებ,
იმისთანა ღორია,
არ ახარებს სუფრასთან,
ხარჩოა თუ ღომია.

გთხოვთ, მირჩიეთ რა ვუყო,
ანდა როგორ მოვიქცე,
წიწიბურის ნარჩენი,
ყრია ამ ჩემს ლოგინზე.

დილით შვიდზე ამაგდებს,
მაგდებს მაღაზიაში,
ერთ ბულკსაც არ ჩამიწერს,
გამზადებულ სიაში.











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები