დავდივარ ისევ შენს ქუჩებში და გეფერები, და კვლავ შევიგრძნობ უსასრულო სითბოს ვნებიანს, ჩემო თბილისო, სიყვარულის გრძნობით ვივსები, და ყველაფერი.... აქ ძალუმად მეფერებიან...
საოცარია შენი მიწის ნაზი სურნელი, სიო ატოკებს, ულამაზეს ხეთა ხეივანს, გასაოცარი მოლოდინით ჩახუტებულნი... შეყვარებულნი, გაივლიან ფიქრით მეიდანს.
უკიდეგანო, სილამაზე ფრთებით გაშლილი, და სიყვარული, უნაპირო შენი ტოლია, შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
25.12.2008წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
ლამაზია. სიყვარულით დაწერილი ლექსია! :) შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
ლამაზია. სიყვარულით დაწერილი ლექსია! :)
18. არა, რა, ჩემი საწყალი ქალაქი, "რა გიქნეს ჩემო სავლე" :( არა, რა, ჩემი საწყალი ქალაქი, "რა გიქნეს ჩემო სავლე" :(
17. მეგონა სხვა ქალაქი იყო :)) რომელი საუკუნის ტფილისზე წერდით? :D
სითბოს ვნებიანს - :D "განიცადეთ ვნება თბილისთან" 300კმ. ნუ გააჩნია რომელი ქალაქიდან აზომავ, იმის მიხედვით :D
მომიტევე ავტორო, გეფიცები ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ეგზომი განმხიარულება, მაგრამ სიტყვამ მოიტანა... ლექსი არ მომწონს :) მეგონა სხვა ქალაქი იყო :)) რომელი საუკუნის ტფილისზე წერდით? :D
სითბოს ვნებიანს - :D "განიცადეთ ვნება თბილისთან" 300კმ. ნუ გააჩნია რომელი ქალაქიდან აზომავ, იმის მიხედვით :D
მომიტევე ავტორო, გეფიცები ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ეგზომი განმხიარულება, მაგრამ სიტყვამ მოიტანა... ლექსი არ მომწონს :)
16. შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
კარგია:) შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
კარგია:)
15. ამ მოფერებას თბილისელობა ჰქვია და ეს თანამდებობა შენ უკვე მოპოვებული გქონია ძამიკო! გაიხარე! +555 ამ მოფერებას თბილისელობა ჰქვია და ეს თანამდებობა შენ უკვე მოპოვებული გქონია ძამიკო! გაიხარე! +555
14. გაიხარე, ნეტა ყველა შენსავით ეფერებოდეს, რასაც გრძნობ იმას წერ,მოფერება არასდროს ძველდება! გაიხარე, ნეტა ყველა შენსავით ეფერებოდეს, რასაც გრძნობ იმას წერ,მოფერება არასდროს ძველდება!
13. მე ძალიან მომეწონა... აქ უაზრო კომენტარებს ნუ უსმენ, თავისი გასჭირვებიათ :D:D:D დღეს ხომ იცი, "ოლვეისის" ხიდზე სეირნობაა მოდაში :D:D:D ერთადერთი შენიშვნა მაქვს, ნუ თუ ყურად იგდებ ხომ კარგი, სამომავლოდ ეცადე სიტყვები არ გაამეორო, მითუმეტეს როცა სტრიქონი მეორეს მოსდევს...როგორც აქ:
სიო ატოკებს, ულამაზეს ხეთა ხეივანს, ულამაზესი მოლოდინით ჩახუტებულნი...
ულამაზეს - ულამაზეს... ცუდად არ ჟღერს, მაგრამ უკეთად შეგიძლია ;) წარმატებები და +2 ;) მე ძალიან მომეწონა... აქ უაზრო კომენტარებს ნუ უსმენ, თავისი გასჭირვებიათ :D:D:D დღეს ხომ იცი, "ოლვეისის" ხიდზე სეირნობაა მოდაში :D:D:D ერთადერთი შენიშვნა მაქვს, ნუ თუ ყურად იგდებ ხომ კარგი, სამომავლოდ ეცადე სიტყვები არ გაამეორო, მითუმეტეს როცა სტრიქონი მეორეს მოსდევს...როგორც აქ:
სიო ატოკებს, ულამაზეს ხეთა ხეივანს, ულამაზესი მოლოდინით ჩახუტებულნი...
ულამაზეს - ულამაზეს... ცუდად არ ჟღერს, მაგრამ უკეთად შეგიძლია ;) წარმატებები და +2 ;)
12. 2008 წელს დასწერე ეს ლექსი? კი,მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ტიფლისი სინათლის ქალაქი და რამ შეგაყვარა ასე ძაააააალუუმად?! :D 2008 წელს დასწერე ეს ლექსი? კი,მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ტიფლისი სინათლის ქალაქი და რამ შეგაყვარა ასე ძაააააალუუმად?! :D
11. ნინო ჩხეიძეს სასიმღერო ტექსტად გამოადგებოდა. ხო ეს ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი ამაზე შემედავოთ:) ნინო ჩხეიძეს სასიმღერო ტექსტად გამოადგებოდა. ხო ეს ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი ამაზე შემედავოთ:)
10. უკიდეგანო, სილამაზე ფრთებით გაშლილი, და სიყვარული, უნაპირო შენი ტოლია, შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
+++++ წარმატებები, ალაზნისპირელო! უკიდეგანო, სილამაზე ფრთებით გაშლილი, და სიყვარული, უნაპირო შენი ტოლია, შენზე მლოცველი, სევდიანი ტრფობით დაღლილი, მტკვარის ნაპირებს, გაუყვება კრძალვით თოლია!
+++++ წარმატებები, ალაზნისპირელო!
9. მე წავიკითხავ ჭას მაგივრად და იგივეს ვიტყვი აუცილებლად, არ მამწონს და რა ვქნა, ჯოოოოოო :)) მე წავიკითხავ ჭას მაგივრად და იგივეს ვიტყვი აუცილებლად, არ მამწონს და რა ვქნა, ჯოოოოოო :))
8. რომ არ მომწონს, ხომ უნდა ვთქვა რატომ არ მომწონს?... :) ეგ საწყენი კი არ არის...გასათვალისწინებელია...:) თორემ თუ გინდა სულ არ შემოვალ და არ წავიკითხავ... რომ არ მომწონს, ხომ უნდა ვთქვა რატომ არ მომწონს?... :) ეგ საწყენი კი არ არის...გასათვალისწინებელია...:) თორემ თუ გინდა სულ არ შემოვალ და არ წავიკითხავ...
7. ხოომ... კარგია მოფერება, კარგია ჩახუტება, კარგია ალერსი, მაგრამ ცოტა განსხვავებულად უკეტესი იქნებოდა. მართლა ძაან ძველია ეს ფრაზები, აზრიც და განვითარებაც. უნდა აიღო ფანდური, სალამური და დაუკრა და ეს იმგერო, მაგრამ როგორც ლექსი დიდი არაფერია ხოომ... კარგია მოფერება, კარგია ჩახუტება, კარგია ალერსი, მაგრამ ცოტა განსხვავებულად უკეტესი იქნებოდა. მართლა ძაან ძველია ეს ფრაზები, აზრიც და განვითარებაც. უნდა აიღო ფანდური, სალამური და დაუკრა და ეს იმგერო, მაგრამ როგორც ლექსი დიდი არაფერია
6. ფერება–ფერებაში თბილისს გაუვიდა ფერი, აფერი მინახავს ამფერი :)) ფერება–ფერებაში თბილისს გაუვიდა ფერი, აფერი მინახავს ამფერი :))
5. ნუ თუ არ მოგეწონათ არა მაქვს მაგაზე პრეტენზია თქვენი აზრია და პატივს ვცემ..... მაგრამ მოძველებული ფრაზები რა შუაშია? ან მოფერებას დამიშლით განა....... თქვენ როგორც გსურთ ისე მოეფერეთ მე როგორც მინდა ისე მოვეფერები.......... ნუ თუ არ მოგეწონათ არა მაქვს მაგაზე პრეტენზია თქვენი აზრია და პატივს ვცემ..... მაგრამ მოძველებული ფრაზები რა შუაშია? ან მოფერებას დამიშლით განა....... თქვენ როგორც გსურთ ისე მოეფერეთ მე როგორც მინდა ისე მოვეფერები..........
4. ძალუმად მოფერებას თაკილობს თბილისი განა? :)) ძალუმად მოფერებას თაკილობს თბილისი განა? :))
3. ვფიქრობ, ცოტა სხვა ენაზე უნდა მოეფერო დღევანდელ თბილისს...:) მაგ მოძველებულ ფრაზებს ემოცია ვეღარ მოაქვს...:-* ვფიქრობ, ცოტა სხვა ენაზე უნდა მოეფერო დღევანდელ თბილისს...:) მაგ მოძველებულ ფრაზებს ემოცია ვეღარ მოაქვს...:-*
1. ყველა ფრაზა დაწერილია უკვე, არაფერი სიახლე არ არის ამ ლექსში და არ ტოვებს ამიტომ რაიმე სასიამოვნო განცდას. ყველა ფრაზა დაწერილია უკვე, არაფერი სიახლე არ არის ამ ლექსში და არ ტოვებს ამიტომ რაიმე სასიამოვნო განცდას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|