ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2011


ჩემს დიდედას

ნენემ თავი ხალიჩაზე დადო,
ჩაიკითხა ერთი–ორი დუა*,
მაგრამ ნენეს გულმა ამინც უთხრა
მოვა დრო და ქრისტე ჩვენშიც მუა*.
        ნენემ ცრემლებს მოუყარა თავი,
        გადაშალა წარსულ წლების წიგნი,
        წამოდგომაც ვეღარ შეძლო ფეხზე,
        საუცხოო რწმენა იგრძნო შიგნით.
და გათენდა მეორე დღის დილა
ბადიშებმა* სეფისკვერი ჭამეს,
დათმო ნენემ ტრადიცია მისი
შუადღისას მიეშურა ჯამეს.
        ჩაუღრმავდა ნენე სტუმარს გულში
        აღარ სურდა თათრად დენა ოფლის,
        და არჩია ნენემ გაღმა მეჩეთს
        ერთი ძველი ეკლესია სოფლის.

დუა–მუსლიმანური საკითხავი ლოცვის თავი.
მუა–დიალექტი-- მოვა,
ბადიში–დიალექტი --შვილიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს